კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საკრებულომ იყალთოში „მეტროსთან ჯიხურების განთავსება“ აკრძალა

6 მარტი, 2018
 
Reginfo.ge

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების შესასვლელთან 5-მეტრიან რადიუსში არ დაიშვება ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება.

დადგენილება №24 თელავის თემის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელსაც 32 წევრიდან 20 ესწრებოდა. სხდომის ვიდეოჩანაწერი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული. 

დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან, - 2017 წლის 24 აგვისტოდან შევიდა ძალაში, რის შემდეგაც მასში რაიმე ცვლილება აღარ მომხდარა. 

ამავე დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე. 

ამგვარი ჩანაწერების ნორმატიულ აქტში ასახვა, სავარაუდოდ, განპირობებულია ქალაქ თბილისის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებით, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

კახეთის რეგიონში მსგავსი შემთხვევა მოხდა 2016 წლის 5 დეკემბერს, როდესაც ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები. 

იმავე ნორმატიული აქტით ახმეტის საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ თბილისში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების სახელდების ზოგიერთი საკითხიც.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტის გელა შაშიაშვილის განმარტებით, საკრებულოს ასეთ დადგენილებას რაიმე ნორმატიული ფუნქცია და დანიშნულება არ გააჩნია, რადგან იგი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მექანიკური ასლია და მისი ტექსტი „კოპირება-ჩასმის“ პრინციპით არის შედგენილი.

ითხვაზე, ეცნობიან თუ არა საკრებულოს წევრები დოკუმენტს, ვიდრე მის დამტკიცებას მხარს დაუჭერენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა  უპასუხა: „რა მეტრო? მექანიკური შეცდომა გვაქვს ალბათ. ვიდრე დავამტკიცებთ დოკუმენტს ვკითხულობთ ხოლმე, როგორ არ ვკითხულობთ“.


ახალი ამბები