კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ 26 წლის მამაკაცი ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა

20 აპრილი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შემთხვევა ქალაქ კასპში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს ღამის  საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ძმამ ძმას ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაჭრილი მამაკაცი კასპის სამედიცინო ცენტრში მიყვანიდან ხუთ წუთში გარდაიცვალა.

კასპის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, რამაზ გიორგიძის განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მამამ მიიყვანა.

​,,18 აპრილს, 21:15 საათზე, შემოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი,  რომელიც დაჭრილი იყო ყელის, საძილე არტერიის არეში. ფაქტობრივად, აგონია იყო, შემოსვლიდან 5 წუთის შემდეგ გული გაუჩერდა. ჩატარებული იქნა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა",  - აცხადებს კასპის სამედიცინო ცენტრ ,,მედალფას" დირექტორი რამაზ გიორგიძე.

შსს ინფორმაციით, ძმის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახალი ამბები