კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ვაზის ნერგების ქურდობის ფაქტები გახშირდა

28 აპრილი, 2018
 
Reginfo.ge

კახეთის სხვადასხვა სოფელში მევენახეებს ახლადჩაყრილ ვაზის ნერგებს მასობრივად პარავენ. 1200 ძირი ნერგი მოპარეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრებ თამარ მოდებაძეს. დაზარალებულმა ქურდობის შესახებ პოლიციას აცნობა, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ გამოძიება ქურდობის მუხლითაც კი არ დაიწყო და საქმე ნივთის დაზიანების მუხლით აღძრა.

თამარ მოდებაძემ ვენახის გაშენება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და აკურაში, ღვინის ქარხნის გვერდით მდებარე ნაკვეთში სულ 1800 ძირი დარგო. ერთი ძირის ღირებულება 1,30 ლარია. სამი კვირის განმავლობაში მოდებაძეებს ჯერ 50 ნერგი მოპარეს, დღეს კი 1200 ძირი დახვდათ წაღებული.

„შემოსავალს და დანაზოგს ამ საქმეში ვდებ. იმ იმედით, რომ ეს ადგილი სოფლის ცენტრშია და ღვინის ქარხნის გვერდით მდებარეობს, რომელსაც დაცვა ჰყავს, გადავწყვიტეთ ვაზის ერთწლიანი ნერგი ჩაგვეყარა. სოფელში ქურდობა ისეა გახშირებული, ერთწლიან ნერგს აღარავინ რგავს“, - ამბობს თამარ მოდებაძე.

მისივე თქმით, ეს სოფელში ვაზის ნერგების ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. ერთ-ერთ ოჯახს 400 ნერგი მოპარეს, თუმცა სამართალდამცველებს ქურდები ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ახლადჩაყრილი ვაზის ნერგების ქურდობის არაერთი შემთხვევა მოხდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც. დაზარალებულების თქმით, მათ უმრავლესობას პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ვინც მიმართა, სამართალდამცავებს არცერთი საქმე არ გაუხსნიათ.

 
ორიგინალი

ახალი ამბები