კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით

პრესკონფერენცია არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით

ხვალ, 11:30 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

პრესკონფერენცია გაიმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, მისამართზე: აკაკი გახოკიძის ქ.11ა, 0 სართული. 

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი, ოგე ბორჩგრევინკი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის და მოამზადოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის; ეფექტიანად წარმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისათვის მათ გადასაცემად; ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემა. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი