კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კურორტი ახტალა 3 მილიონ 755 000 ლარად იყიდება

22 მაისი, 2018
 
Reginfo.ge 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას ყიდის. აუქციონი 16 მაისს გამოცხადდა და 14 ივნისს დასრულდება. კურორტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 755 000 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში კურორტ ახტალას საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს და აამუშაოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს საცურაო აუზს, რესტორანს, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელ ცენტრს და არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, ამავე კომპლექსში სულ მცირე 50 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

აუქციონის პირობაა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2045 წლის 28 ივნისამდე შენარჩუნდეს „კურორტი ახტალას“ საკუთრებაში არსებული პელოიდოთერაპიის (სამკურნალო ტალახით მკურნალობა) მიმართულება.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს მკურნალობენ. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

კურორტი ახტალა გასულ წელს ერთხელ უკვე იყო გასაყიდად აუქციონზე გამოტანილი, მაგრამ ვერ გაიყიდა.


ახალი ამბები