კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული უმცირესობები ქართულ ტელე-სივრცეში

15 ივნისი, 2007

picb.gif

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ალტერნატივა“ ქართული ელექტრონული მედიის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის „ეთნიკური უმცირესობები ქართულ საინფორმაციო სივრცის“ ძირითად მიზანს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე შექმნილი სატელევიზიო გადაცემებისა და სიუჟეტების მონიტორინგი წარმოადგენდა.

სატელევიზიო კვლევა ოთხ წამყვან ქართულ ტელეარხს - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს, საქართველოს საზოგადოებrივ მაუწყებელს, ტელეკომპანია „მზესა“ და ტელე-რადიოკომპანია „იმედს“ მოიცავდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა კვლევა იმის შესახებ, თუ რა დრო ეთმობა უმცირესობების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა სახის გადაცემებში. გარდა ამისა, კვლევა მიზნად ისახავდა იმ წამყვანი ტელე-არხების ტენდენციების გარკვევას, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან, კერძოდ, აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობასთან.

„ახალგაზრდული ალტერნატივის“ წარმომადგნლების თქმით, ქართული ტელე-არხების ერთთვიანი მონიტორინგის შედეგად მიღებული რეზულტატები ადასტურებს, რომ საქართველოს სატელევიზიო ინფორმაციულ სივრცეში, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომხური ეთნიკური უმცირესობების საკითხებს საკმაოდ მცირე ყურადღება ეთმობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არხებზე გაშუქებული ინფორმაციის უმეტესობა, რომელიც აზერბაიჯანელებითა და სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს ეხებოდა, წარმოადგენდა საზღვართან დაკავშირებულ განვითარებულ მოვლენებს ან იქ მომხდარ კრიმინალურ ფაქტებს.

როგორც ტელეარხების ადმინისტრაციებში აცხადებენ, ეროვნული უმცირესობების პრობლემებისთვის დათმობილი სატელევიზიო დრო კომერციულად არამომგებიანია და გარდა ამისა, საზოგადოებაში არ არის სათანადო მოთხოვნა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, ეთნიკური უმცირესობების საკითხების გაშუქების მეტი წილი ტელეკომპანია „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, განსხვავებით „იმედისაგან“ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს უმცირესობების არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ და კულტურულ საკითხებსაც.

მონიტორინგის დროს დაფიქსირებული მასალიდან ცალკე კრიტერიუმად ფასდებოდა გაშუქებული საკითხი ადგილმდებარეობის მიხედვით. სულ გამოიყო 5 კატეგორია: სომხეთი, აზერბაიჯანი, რეგიონი, თბილისი და სხვადასხვა. მთლიანობაში ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თბილისში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეგიონებისადმი ყურადღება, სადაც განსაკუთრებით დიდია ეთნიკური უმცირესობები, არც ერთ ტელევიზიას, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, არ გააჩნია სპეციალურ ჯგუფი ან წარმომადგენელი ამ რეგიონებში.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული მასალების უმეტესი ნაწილი საინფორმაციო გამოშვებების რეპორტაჟებით პოლიტიკური მოვლენების გაშუქებას ეთმობა, როგორებიცაა, მაგალითად საპროტესტო აქციები, არჩევნები თუ საერთაშორისო რანგის ვიზიტები და ა.შ.

საერთო სურათის უკეთ შედგენისა და სამიზნე ეთნიკური უმცირესობათა პრობლემატიკის არასათანადოდ გაშუქების გარკვეული მიზეზების მოსაძიებლად „ახალგაზრდულმა ალტერნატივამ“ ტელეარხების ადმინისტრაციისგან ინტერვიუები ჩაიწერა. ინტერვიუების შედეგად რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის კი უმთარესი პრობლემა ის არის, რომ ტელეარხების წარმომადგენლებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები მწვავე საკითხად არ მიაჩნიათ და ასეთი თემების გაშუქება მათთვის არამომგებიანია.

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები