კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის პატრული საქართველოს კონსტიტუციას არღვევს

22 ივნისი, 2007

polb.gif

გორში, პატრულის „გადამეტებულმა“ მუშაობამ ხალხი შეაწუხა. მოქალაქეები, რომლებიც ქალაქში პატრულისათვის „უცხო“ ავტომობილებით მოძრაობენ, ყოველგვარი წესრიგის დარღვევის გარეშე, მათი დაკავების ობიექტები ხდებიან. სამხარეო სამმართველოსთან კი ნარკოლოგიური შემოწმებისათვის მიყვანილი ახალგაზრდების რიგები გაუთავებლად დგას.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, 3-4 ახალგაზრდას ერთად დაინახავენ თუ არა, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ, უმეტეს შემთხვევაში მათ ნარკოლოგიური თრობა არ აღენიშნებათ. ახალგაზრდების ახლობლები შეწუხებულები არიან პატრულის ასეთი მოქმედებით, თუმცა, არავინ დაობს იმაზე, რომ პატრული შესაბამისად უნდა მოქმედებდეს, თუკი პიროვნება საეჭვოდ გამოიყურება.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის დავით ტაბუცაძის თქმით, პოლიციელებს უფლბა აქვთ „თუ პიროვნება სახეზე არ მოეწონებათ დააკავონ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანონ.“

ტაბუცაძის მტკიცებით ყველა, ვინც ნარკოლოგიურში მიჰყავთ საეჭვოდ გამოიყურებინ: „უბრალოდ ისინი აქტიფედის კაიფის ქვეშ არიან, რაც ნარკოლოგიურ შემოწმებისას არ უფიქსირდებათ.“

საპირისპიროს ამტკიცებს თბილისში მცხოვრები ზურაბ ხიზამბარელი, რომელმაც დახმარებისთვის  „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა.

გორში საარსებო პირობების გამო  ჩამოსული ხიზამბარელი „ყაზბეგის“ დისტრიბუტორია. საპატრულო პოლიციის მოქმედების გამო, ხიზამბარელი იძულებული გახდა საკუთარი ავტომობილი გაეყიდა. ახლა კი სამსახურის დატოვებას აპირებს, რადგან საპატრულო პოლიცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს.

ხიზამბარელი საპატრულო პოლიციამ 26 მაისს დააკავა, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების დროს ნარკოტიკული ნივთიერებით (სუბოტექსი) თრობა დაუდასტურდა. იმის გამო, რომ დაკავება კვირა დღეს მოხდა, მას განუცხადეს, რომ სასამართლო იმ დღით ჯარიმას ვერ შეუფარდებდა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მეორე დღეს, ხიზამბარელს  გორის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საპატრულო პოლიციამ ჯარიმის შეფარდებიდან ხიზამბარელი ორი დღის შემდეგ კვლავ დააკავა და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს, საქმე ისევ სასამართლოს გადაეცა.

„პირველი დაკავების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ უკვე 10-ჯერ დამაკავა და ნარკოლოგიური შემოწმება ჩამიტარა. დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხდება. სადაც დაინახავენ ჩემს მანქანას გაჩერებულს, პოლიცია მოდის და ნარკოლოგიურში გადავყავარ, სადაც რიგის გამო, თითქმის მთელ დღეს მაჩერებენ. პირველი დაკავების შემდეგ ნარკოლოგიური თრობა არასდროს დამიდასტურდა, თუმცა, არ  მეშვებიან და მუშაობის საშუალებას არ მაძლევენ. საკუთარი ავტომობილით კი ქალაქში ვეღარ დავდიოდი, ამიტომ იძულებული გავხდი გამეყიდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, ვინმე ჩაუშვი და მოგეშვებითო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე დაგტანჯავთო. მეორედ როცა დამაკავეს, ნარკოლოგიური თრობა დაბალი პროცენტით ისევ დამიდასტურდა, რადგან პირველი დაკავებიდან მხოლოდ ორი დღე იყო გასული, ამიტომ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ისევ იყო. დღემდე სასამართლოს არ უმსჯელია, კვლავ ვექვემდებარები თუ არა ჯარიმას. ანალიზი პერეექსპერტიზაზე მხოლოდ ხუთი დღეა, რაც გადაიგზავნა. საქმე, რომ არ იხურება, ეს კიდევ უფრო მიქმნის პრობლემებს. საპატრულო პოლიციის ქმედებით უკვე ძალიან შევწუხდი და იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა,“ - ამბობს ზურაბ ხიზამბარელი.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციის „ნაბიჯი მომავლისკენ“ ხელმძღვანელი ქეთევან ბიძინაშვილი: „ასეთი შემთხვევები ქალაქში ძალიან ბევრი გვაქვს. საპატრულო პოლიცია გეგმას ასრულებს და იმაზეა გადასული, ხალხს, რაც შეიძლება ბევრი ფული გამოსძალონ. ახალგაზრდებზე დიდი ზეწოლა ხდება. პატრული ხშირად იმიტომ აკავებს ადამიანებს. აქ რატომ დგახართო.  ერთი და იგივე ადამიანს  გაუთავებლად ამოწმებენ. თუ ადამიანი წამალდამოკიდებულია ის ვერ გაძლებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება არ მიიღოს. ხოლო, ვინც ერთხელ მაინც მოიხმარს და ნარკოლოგიურში დაფიქსირდა, მას აღარ ეშვებიან. ჩვენ გვქონდა შემთხევევა, როცა პიროვნება დააკავეს, „მარიხუანას“ მოხმარების გამო. ეს ნარკოტიკული ნივთიერება ერთხელ მოხმარების შემდეგ ორგანიზმიდან 21-დან - 72 დღის განმავლობაში არ გადის. პიროვნებამ 500 ლარიანი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ ისევ დააკავეს და იგივე მოხმარებისთის 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ დააკავეს და ახლა ის პიროვნება სასჯელს იხდის. სამწუხაროდ, არ ხდება იმის დადგენა, როდის შევიდა ორგანიზმში ნარკოტიკი, ხოლო საპატრულო პოლიცია ერთიდაიმავე მოხმარებისთვის ადამიანებს რამდენჯერმე აჯარიმებენ და შემდეგ ციხეში გზავნიან. თითქმის არასდროს იგზავნება ანალიზი პერეექსპერტიზაზე, რადგან ხალხმა საკუთარი უფლებები ჯერ კიდევ კარგად არ იცის. გორის საპატრულო პოლოცია ასეთი გზით ადამიანის უფლებების შელახვაში სუპერ აქტიურია,“ - მიიიჩნევს ბიძინაშვილი.

ბიძინაშვილის ცნობით, ზურაბ ხიზამბარელთან ერთად დისტრიბუტორად მუშაობს ბროლაძე, რომელსაც თანამშრომლის გამო და იმისთვის, რომ სუსტი აღნაგობისაა, ხიზამბარელთან ერთად ნარკოლოგიურში სისტემატურად ამოწმებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნათია ქალიაშვილი: „დღესდღეობით, რეგიონში პატრულის უფლება-მოსილება ძალიან დიდია. საპატრულო პოლიციის მოქმედება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს იმითიცაა გამოწვეული, რომ ხალხმა არ იცის საპატრულო პოლიციის კომპეტენციის ფარგლები და მათი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაა, სწორედ ისინი არღვევენ კონსტიტუციას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს უზღუდავენ თავისუფალი ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას, რაც კონსტიტუციის მე-2 თავითაა განსაზღვრული. პოლიციის შესახებ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური და ა.შ. მდგომარეობისა. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვას, სწორედ ამ პატივს და ღირსებას ულახავენ ადამიანს პოლიციის თანამშრომლები. ასეთი რამ, რაც შიდა ქართლში ხდება, არც ერთ სხვა რეგიონში არ ხდება.“
 

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები