კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამლარიანი კასეტის ქურდობაში ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

28 ივნისი, 2007

წალინჯიხის რაიონში მცხოვრები ნიკა ფიფია პატომრობაში სამლარიანი კასეტის ქურდობისთვის მოხვდა.  ფიფიას ადვოკატი ხვიჩა ხევსურიანი ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ფიფია სიხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ მე-19,177-ე მუხლის III ნაწილის “ა” ქვეპუნქტითაა მიცემული. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების თანახმად, ფიფიაზე წაყენებული ბრალდებით დგინდება, თითქოს 2007 წლის 10 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნიკა ფიფიამ და თ. ციკოლიამ სახანძრო დაცვის უფროსის ავტომობილიდან მაგნიტოფონის ქურდობა განიძრახეს. სახანძრო დაცვის შენობაში მცხოვრებმა მიმოზა გახოკიძემ ახალგაზრდები შეამჩნია, რის შემდეგაც მათ მიმალვა სცადეს. მოგვიანებით ისინი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პირადი ჩხრეკის საფუძველზე თემურ ციკოლიასგან ერთი აუდიო კასეტა ამოიღეს.

ადვოკატის თქმით, ნიკა ფიფიას მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. დარღვეულია მთელი რიგი საგამოძიებო პროცესუალური ნორმები და საქმე მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდზეა აგებული.

„ფიფია მძიმე ავადმყოფია, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მისი სამდღიანი დაკავების პერიოდში, მას სამედიცინო დახმრება რამდენჯერმე დასჭირდა. ექიმის მიერ ჟურნალში ჩაწერილ იქნა, რომ ფიფია ჰაერის უკმარისობას უჩივის, აქვს მოხრჩობის შეგრძნება-ანამნეზი და ალერგიული რინიტი, ასევე აწუხებს თირკმლების ტკივილები. ამასთანავე ფიფია თავს დამნაშავედ არ სცნობს, რადგან ის დანაშაულის ჩადენის პერიოდში არ იმყოფებოდა ციკოლიასთან ერთად და არ იცოდა მომხდარის შესახებ, რასაც თვითონ ციკოლიაც ადასტურებს,” - ამბობს ადვოკატი ხვიჩა ხევსურიანი.

მისივე თქმით, ჩადენილი დანაშაულისგან მიყენებული ზიანი 3 ლარს წარმოადგენს. რაც ბრალის წაყენებისათვის მტკიცე საფუძველს არ წარმოადგენს. ადვოკატის განცხადებით, ფიფიას მიმართ წაყენებული ბრალდება საქართველოს სსკ მე-19, 177-ე მუხლის II ნაწილის „ა” ქვეპუნქტით უსაფუძვლო, ხოლო დაპატიმრება კი უკანონოა. რის საფუძველზეც, ის მოითხოვს შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა ფიფიას მიმართ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, იურისტი ზაზა ქვაცაბაია განმარტავს, რომ ფიფია უკანონო პატიმრობაში იმყოფება: „ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით,  აშკარაა, რომ ნიკა ფიფიას მიმართ წარდგენილი ბრალდება შეთითხნილი და ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებულია,” - ამბობს ზაზა ქვაცაბაია. 

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები