კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური უმცირესობის უკიდურესი გაჭირვება ნინოწმინდაში

21 აგვისტო, 2007

შენობას შორიდანვე ეტყობა, რომ აქ ადრე დაწესებულება უნდა ყოფილიყო. როგორც ადგილობრივებისაგან გავარკვიეთ აქ მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. ცემენტჩამოყრილ, უფანჯრო და უკარო შენობაში ახლა გალოიანების ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მარტოხელა დედა, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი, რომელიც ასევე უმამოდ იზრდება.

მუსიკალური სკოლის ნანგრევები, ანუ ახლა უკვე გალოიანების საცხოვრებელი ცენტრალური ქუჩის დაბლა მდებარეობს. სახლს ეზო არ აქვს, დაშლილი საბავშვო ეტლის ნამტვრევები, წყლის გაშავებული ,,ვედროები” ირგვლივაა მიმოფანტული. სახლის ზღურბლზე ქალი ზის, კალთაში ბავშვი უზის.

ქალი საკმაოდ სიტყვაძუნწია, თითქოს არ გვენდობაო, შორიდან გვითვალთვალებს, ალბათ იმიტომ, რომ ადგილობრივები ამ ოჯახს კეთროვანებივით ერიდებიან.

22 წლის ვართანუშ გალოიანს პატარა არმენია ჰყავს, რომელიც მამამ დაბადებისთანავე მიატოვა. ვართანუში უმუშევარია: ,,აქამდე ძუძუს ვაჭმევდი, ახლა კი რა იქნება, არ ვიცი”, - ამბობს ის და მხრებს იჩეჩავს.

ოჯახის უფროსი დიასახლისი სახლში არ არის. ორ შვილთან ერთად ქალქშია გასული, ,, ვინმეს რამეში დაეხმარებიან, პურს მოიტანენ”, - ამბობს ვართანუში.

ვართანუშის თქმით მისი ოჯახი არანაირ დახმარებას არ იღებს. ნინოწმინდის რაიონში სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში რეგისტრაცია ექვსიათასზე მეტმა ოჯახმა გაირა. მათგან ფულად დახმარებას მხოლოდ 250 ოჯახი იღებს, როგორც ჩანს გალოიანების ოჯახი ამ 250 ოჯახში ვერ მოხვდა.  

მსგავს მდგომარეობაში არიან დები ნაზიკ და დეღძანიკ გრიგორიანებიც, რომლებიც მრავალი წელია პენსიის, კეთილი მეზობლებისა და ღვთის ანაბარად ცხოვრობენ. გასულს წელს სოცილაური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში ისინიც დარეგისტრირდნენ, თუმცა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობის დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდნენ.

„ჩემი ქმარი 40-იან წლებში სამამულო ომში იბრძოდა და დაიღუპა. მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ. შვილებიც არ მყავს. პენსიით ვარსებობ. ტყეში ვაგროვებდი გირჩებს, ზამთარში სიცივისაგან რომ არ გავყინულიყავი, ახლა კი ამის გაკეთებაც არ შემიძლია, ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობს. სოციალური დახმარების სააგენტოდან რამდენჯერმე მოვიდნენ, ქონება აღწერეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა“, - ამბობს ნაზიკ გრიგორიანი.

სახელმწიფოსაგან დახმარებას ჩინარ კაკოიანიც ელოდა, მაგრამ უშედეგოდ: „ჩემი პენსია მარტო წამალში არ მყოფნის, ორჯერ ვარ ნაოპერაციები, არც სიარული შემიძლია. სისხლის ანალიზების ასაღებად მივედი საავადმყოფოში, უფულოდ არ მიკეთებენ. ეს რა კანონია, თუ ფული არა გაქვს, ესე იგი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარი ხარ“?

სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის პრეტენზიებს არ იღებენ: „სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულებიც თავიანთი ოჯახის პირობებს არ შეესაბამება, შეუძლიათ, კვლავ მოგვაკითხონ, შევამოწმებთ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღებენ კუთვნილ დახმარებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ახალი ამბები