კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბახმაროდან ხალხი უნდა აყარონ

22 აგვისტო, 2007

ადგილი, სადაც წელიწადის 7 თვე ზამთარია, სადაც თოვლი ზაფხულამდე სძლებს, სადაც მუდმივი სიგრილეა და  უნიკალური სასმელი წყალი მოდის, ,,ეკონომიკური განვითარების“ მოლოდინშია.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კი ბახმაროს განვითარებას ისე იწყებს, როგორც ეს მთელ საქართველოში ხდება. უნდა გადაისინჯოს კერძო საკუთრების კანონიერება, მიწათსარგებლობის სამართლიანობა, რაც ალბათ იქამდე მივა, რომ ბახმაროს დამსვენებლებს მიწებსა და კოტეჯებს წაართმევენ და შემდეგ დაუნგრევენ.

საქმე იმაშია, რომ  ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე ჩოხატაურის რაიონში მდებარე კურორტ ბახმაროს განაშენიანების და განვითარების პროექტი განხორციელდება, რომელიც ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.

ამ პროექტს კერძო კომპანია ,,ანდამატი" განახორციელებს.

გურიის გუბერნატორის მიხეილ სვიმონიშვილის თქმით, ახალი შენობებისა და გასართობი ცენტრების დამონტაჟებამდე, ბახმაროში დღეს არსებული კოტეჯებისა და მათ სარგებლობაში არსებული მიწის კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყება.

მიხეილ სვიმონიშვილი (მხარის რწმუნებული): ,,უკვე მილიონ 700 000 ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ ბახმაროს კურორტი ნელ-ნელა განვითარდეს და ტურიზმის ძლიერ ცენტრად იქცეს. ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენ, ყველა ერთად, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს და მოეწყოს ბახმაროს ინფრასტრუქტურა. ეს არის უნიკალური ადგილი, რომლის პოტენციალი საკმაოდ დიდია.“

ჩოხატაურის გამგებელი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აცხადებს, რომ ბახმაროში არსებული ათასობით კოტეჟიდან 90% უკანონოდაა აშენებული.

შალვა თოდრია (ჩოხატაურის გამგებელი): ,,ბახმაროში ხალხი სტიქიურად სახლდებოდა. ვისაც როგორ მოესურვებოდა, ისე მიდიოდა და იშენებდა კოტეჯს. დროთა განმავლობაში იქ დასახლებულთა რიცხვმა არნახულ ციფრს მიაღწია და კოტეჯების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ 90%-ზე მეტი იქ აშენებული სახლებისა უკანონოა. არ არსებობს არავითარი მონაცემი საჯარო რეესტრში. არის გარკვეული ნაწილი, ვგულისხმობ დიდი ხნის წინათ აშენებულ სახლებს, რომლებიც საკომლო წიგნებში არიან გატარებული, მაგრამ საჯარო რეესტრში არც ეს სახლებია დაფიქსირებული. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება ეს პროცესი. ფაქტია, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს აქაურობა. ასეთი სახის სახლები არ მოუხდება კურორტს.“

მოსახლეობამ ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით არაფერი იცის. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ მათთან არავინ მისულა და არ უთქვამთ, რომ მათი კოტეჯი უკანონოდაა აშენებული და დანგრევას ექვემდებარება.

აბუსელიძეების ოჯახის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გააჩნიათ. ბევრი აღიარებს, რომ სახლი უკანონოდ აქვს აშენებული.

როგორც ირკვევა, მოსახლეობა ზამთარში იქ თითქმის არ ცხოვრობს. ზამთარში ხალხი გურიის დაბალ ზონაში ჩამოდის და ბახმაროში მხოლოდ ზაფხულში ადიან. მაგალითად, სოფელ ნაბეღლავში მცხოვრები აბუსელიძეების ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სეზონი მხოლოდ 4 თვეს გრძელდება. ამ ოთხ თვეში რის შოვნასაც მოასწრებენ, იმ შემოსავალს იმყოფინებენ მთელი ზამთრის განმავლობაში.

ნ. აბუსელიძე: ,,ჩვენც და საერთოდ მოსახლეობა აქ ზამთარში არ ვცხოვრობთ. მთელი შვიდი 7 თვე აქ თოვლი იცის. ამოგვყავს საქონელი, მაგრამ იმდენი არა გვყავს, რომ ოჯახი არჩინოს. ძირითადად, ოთახების გაქირავებით შემოსული თანხით ვირჩენთ თავს. ოთახების ფასები სხვადასხვაა, გააჩნია სახლს. თვეში შეუძლია კაცს 100 ლარიდან 300 ლარამდე გადაიხადოს. ეს არის და ეს. წელს ელექტროენერგია გამოგვიყვანეს, რაც აქამდე არ იყო. უბრალოდ ხიდის პრობლემა გვაქვს. დღეს კარგი ამინდია, თორემ მდინარე ბახვი ისე დიდდება პატარა წვიმის დროსაც მთლიანად მიაქვს აქაურობა.“

საერთოდ გურიის მდინარეებზე გადებული ხიდები უსაფრთხო არ არის. წვიმების დროს ადიდებული მდინარეები ისე ძლიერად ეხეთქება ხიდის კედლებს, რომ მათი 70% ამორტიზებულია. ოზურგეთიდან ბახმარომდე არსებული ხიდების უმეტესობა ზოგი მთლიანად, ზოგი კიდევ ნაწილობრივ დანგრეულია.

საბა წიწიკაშვილი ბახმაროდან

ახალი ამბები