კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი გუბერნატორი ქონების ჩამორთმევის კამპანიას სხვა გზებით აპირებს

4 ოქტომბერი, 2007

 შიდა ქართლში მომხდარი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, საჯარო ინფორმაციის მიღება მაინც ჭირს. საქმეს ართულებს სამართალდამცავ სტრუქტურებში რაიონის გამგეობის მთელი დოკუმენტაციის წაღება. ჟურნალისტები მართალია ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში შეშვება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა იქ შესვლას რა აზრი აქვს, როცა იქიდან ვერანაირ ოფიციალურ დოკუმენტს ვერ წაიღებს ვინმე.

შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა ლადო გეგელაშვილმა პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მოაწყო. ჟურნალისტებთან შეხვედრას კი ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს.

რწმუნებული ლადო გეგელაშვილი გორში მოქმედ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის", გორის სადისკუსიო კლუბის,  ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", გორის საინფორმაციო ცენტრის, მრავალეროვანი საქართველოს შიდა ქართლის ორგანიზაციის, საზოგადოება ბილიკის, საპარტნიორო საბჭოს და ოჯახური ძალადობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემის გაუქმების საკითხი დაყენეს. მათ ასევე  საკრებულოს სხდომებზე დაუბრკოლებლად დასწრება მოითხოვეს.  ამ საკითხზე გეგელაშვილის კომენტარი ასეთი იყო:

,,ეს შენობა რეალურად გახდება შენობა, სადაც ნებისმიერი პიროვნება თავისუფლად შევა და გამოვა. შენობასთან რომ არის ის ქოთნები, ეს არ მინდა პოპულიზმად ჩამითვალოთ, უნდა მოვაშოროთ. ეს არის სულ ორი კვირის საქმე, ვიდრე გამგებელი არ აირჩევა. საშვთა სისტემა მოიხსნება. სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდება, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ. საკრებულოს სხდომები საჯარო გახდება, რითაც საზოგადოება დაინახავს რეალურად რა ხდება ამ სხდომებზე. სულაც არა მაქვს სურვილი ჟურნალებმა და გაზეთებმა ცუდი სტატიები ბეჭდონ", - განაცხადა გუბერნატორმა.

შეხვედრაზე დაისვა საკითხი, თუ რა ელით იმ მეწარმეებს, რომლებსაც ძალადობით, რეკეტით წაართვეს კუთვნილი ქონება. ამის შესახებ გეგელაშვილს ცალსახა პოზიცია გააჩნია:

,,შესაძლოა ბევრ ადამიანს თავის დროზე არაკანონიერად ჰქონდა გაფორმებული ქონება და შემდგომში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე არაკანონიერად გადაიფორმა ქონება. ასეთი მომენტები ბევრია. ჩემს წინამორბედებს ძალიან ცუდი სტილი ჰქონდათ, მაშინ როცა შეიძლებოდა სიტუაცია გადაწყვეტილიყო კანონის ძალით, ისინი მივარდნებით, ჩხუბით და ლანძღვა-გინებით აკეთებდნენ ყველაფერს. ასეთ ფაქტებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ... თუ მეწარმესაც თავის დროზე არაკანონიერად ჰქონდა ქონება მიღებული, ამასაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ. სამართლიანობა უნდა აღდგეს." - დაამატა გეგელაშვილმა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები