კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გონებაშეზღუდულს 3 წელი მიუსაჯეს

10 ოქტომბერი, 2007

8 ოქტომბერს ფსიქიურად დაავადებულ აჩიკო სურამელს გორის რაიონულმა სასამართლომ 3 წელი, მის ბიძაშვილს კი, ასევე ფსიქიურად დაავადებულ ზურაბ ჯანეზაშვილს,  ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

არჩილ სურამელი და ზურაბ ჯანეზაშვილი გორელმა სამართალდამცავებმა 3 მარტს დააკავეს. მათ ბრალად ბილბორდებზე მიმაგრებული პლასტმასის კარკასის ქურდობა ედებათ.  გორის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ცნობით, არჩილ სურამელი გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით არის დაავადებული, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილს „ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით“ აღენიშნება. მიუხედავად ამისა, ორივე დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 6000-6000 ლარი შეუფარდა. იმის გამო, რომ დაკავებულებმა გირაო ვერ გადაიხადეს, მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

არჩილ სურამელის ბებია ნაზი ჯანეზაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ფსიქიური აშლილობა აქვს  და სახლში თავის ჩამოხრჩობაც უცდია. ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატიმრებმა ციხეში საკუთარ თავს ზიანი მიაყენონ. მისივე თქმით, არჩილ სურამელი სახლში იყო, როდესაც მასთან ახლო ნათესავი, ზურაბ ჯანეზაშვილი მივიდა: „ზურიკოს ხელში პლასტმასები ეჭირა და აჩიკოს სთხოვა, გამომყევი, ჩემს ჯიხურში უნდა ჩავაყენოო. აჩიკოც გაჰყვა, ცოტა ხანში კი დაიჭირეს“.

სამართალდამცავებმა ისინი ჯანეზაშვილის ჯიხურთან დააკავეს, რომელიც გორის ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ახლოს დგას. მერე იმ ადგილას წაიყვანეს, სადაც ბილბორდია და აქტი შეადგინეს, თითქოს დამნაშავეები დანაშაულის ჩადენის დროს დაიჭირეს. ადვოკატის თქმით, ჯანეზაშვილმა დამტვრეული ბილბორდის ნაწილები მიწიდან აკრიფა და სახლში ისე წაიღო.
 
ამბულატორიული ექსპერტიზის პასუხები ჯერ კიდევ ივნისში გახდა ცნობილი. სურამელი და ჯანეზაშვილი 20-დღიან მკურნალობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ.სამხარაძის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ  განყოფილებაში გადიოდნენ.

სტაციონალური მკურნალობის ვადები 27 ივნისს ამოიწურა. დასკვნის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჯანეზაშვილი  შეურაცხადად ცნეს, ხოლო არჩილ სურამელი ,,ნახევრად შეურაცხადად“. შესაბამისად პროკურატურამ საბრალდებო დასკვნა გაამზადა და განსახილველად სასამართლოს 3 ივლისს გადაუგზავნა. 3 ივლისს სასამართლოში მისული საქმის განხილვას 3 თვე დასჭირდა. 8 ოქტომბერს აჩიკო სურამელს სამი წელი მიუსაჯეს, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილი იძულებითი მკურნალობის წესით ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით შიდა ქართლის პროკურორი კახა მურადაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები