კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,უპატრონო" ავტობუსები ,,ცარიელ ბიუჯეტს" ჩააბარეს

2 ნოემბერი, 2007
თბილისის მერმა გიგი უგულავამ გორს 8 ჰოლანდიური ავტობუსი და 2 ნაგვის მანქანა გადასცა. მანქანები კი გადმოსცეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მანქანებს არც მძღოლები ჰყავს, არც საწვავის ჩამსხმელი და არც პატრონი. საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში გადაწყდება ამ მანქანების პატრონის ბედი. ის ასევე აცხადებს, რომ წინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიონის ბიუჯეტი, ცარიელი დაახვედრა.

თუ საიდან მოხდება ამ ახალი ყვითელი ავტობუსების შენახვა, ამაზე გუბერნატორი არ წუხს. ლადო გეგელაშვილის თქმით, გამოიძებნება საშუალებები, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს.
,,უპატრონო" ავტობუსების პრეზენტაციას, ძირითადად, გამგეობის თანამშრომლები და გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ ახალი ავტობუსების ჩამოყვანის გამო. ეს ტრანსპორტი ქალაქში 20 თეთრად ივლის.

ქალაქის საკრებულოში ჯერ-ჯერობით არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი ამ ავტობუსების მიღება-ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს. თბილისის მერმა განაცხადა მხოლოდ ის, რომ ავტობუსები გორს გადაეცა.

როგორც ირკვევა, ჰოლანდიურ ავტობუსს შპს ,,გორი-ავტოტრანსი" ჩაიბარებს. ეს კომპანია 2004 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა, როდესაც მაშინდელმა რაიონის გამგებელმა სოსო მუმლაძემ, ასევე 8 უფრო დიდი ავტობუსი ჰოლანდიიდან ჩამოიყვანა. მაშინ,  ,,გორი-ავტოტრანსს" სათავეში ირაკლი ოქრუაშვილის მამიდაშვილი თამაზ სვიანაძე (ზედმეტსახელად ,,კაპუსტა") ჩაუდგა. დღეს სვიანაძე ამ ფირმის ხელმძღვანელი აღარ არის.

მხარის გუბერნატორი ლადო გეგელაშვილი ამბობს, რომ ავტობუსების მძღოლების დანიშვნაზე კონკურსი გაიმართება. ვინც ამ კონკურსში გაიმარჯვებს, მათ ხელფასები დაენიშნებათ. ეს, რა თქმა უნდა, სიახლეა მძღოლებისთვის, რადგან წინა თვეებში ავტობუსის მძღოლები გამომუშავებაზე მუშაობდნენ. ეს კი დიდ ქაოსს ქმნიდა სატრანსპორტო სისტემაში.

გუბერნატორის თქმით, 2004 წელს ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი დიდი ავტობუსები სოფლებში ივლიან. შეიქმნება ახალი სატრანსპორტო პარკი, რომლის სერვისით სოფლის მოსახლეობა კმაყოფილი იქნება.

,,იმ სერვისს რასაც დღევანელი ,,ატეკა"  სთავაზობს მოსახლეობას, ვერ ვუწოდებთ სამართლიანს. მგზავრობის ფასები „გაბერილია“. 2004 წელს ჩამოყვანილი დიდი ავტობუსები მომგებიანი სწორედ სოფლებში იქნება. ამიტომ ისინი, ძირითადად, სოფლებში ივლის", - განგვიცხადა გუბერნატორმა.


საბა წიწიკაშვილი, გორი


ახალი ამბები