კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელ სტუდენტებს სპეცრაზმითა და გაზით გაუსწორდნენ

8 ნოემბერი, 2007

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში დაარბიეს.  ცრემლსადენი გაზი ლექციის მიმდინარეობის დროს აუდიტორიებში გაუშვეს და ჰოლში სპეცრაზმი შევიდა. უნივერსიტეტის შენობიდან რამდენიმე მოწამლული და ატირებული სტუდენტი 03-მა გამოიყვანა.

22 წლის თამთა ბაჯელიძე კი, რომელიც ხუთი თვის ფეხმძიმეა, გაზის გამო მოიწამლა და ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. თუმცა თვით თამთამ განაცხადა უარი სტაციონალურ მკურნალობაზე. სამშობიარო სახლის ექიმის თქმით, კი პაციენტს მოსალოდნელი აბორტი ემუქრება.

უნივერსიტეტის მიმდებარედ ასობით პოლიციელი იმყოფებოდა და დავალებას ელოდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ბედია კი პირად საუბარში აცხადებს, რომ არაფერს დაერიდებიან, თუკი საჭირო იქნება ყველა ხერხს გამოიყენებენ.

უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჟურნალისტებთან საუბრისას კი ახალგაზრდა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ამჟამად, უცნობია თუ სად იმყოფება და რა მოტივით დააკავეს ღოღობერიძე.

შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები ჟურნალისტებსაც აიძულებდნენ ტერიტორიის დატოვებას. ისინი ცინიზმითა და ღიმილით დაკავებითაც კი ემუქრებოდნენ.

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორები ადმინისტრაციაზე გაბრაზებული აცხადებდნენ, რომ სტუდენტს სტუდბილეთის გარეშე არ უშვებენ უნივერსიტეტში და სპეცრაზმი რატომ შეუშვესო.

ამჟამად, უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვა სასწავლებლის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა ფურცლებზე დაბეჭდილი ლოცვა დაურიგეს სტუდენტებსა და მოქალაქეებს. თუმცა, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მათ ფურცლები ჩამოართვა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები