კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაუჩერებით „ჩარეცხილები“

3 დეკემბერი, 2007

 
 ზურაბ ქარელი
,,პრეზიდენტმა მწარედ მოგვატყუა და დაგვცინა" - აცხადებს გორელი პედაგოგი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ამ ზამთარს მას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ მოუწევდა. როგორც გაირკვა, „სახალხო ბანკში“ მისულს განუცხადეს, რომ მის ვაუჩერს პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო ბრძანებულების მიხედვით, ფასი დაეკარგა. პრეზიდენტის ბრძანება იმის შესახებ, რომ საქართველოში ყველა პედაგოგი უფასო ელექტროენერგიის ვაუჩერით ისარგებლებს, ტყუილი აღმოჩნდა.

გორელი პედაგოგი შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კოლეჯის მასწავლებელი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ იგი შეურაცხყოფილია საპრეზიდენტო სუბსიდიის პროგრამით. ზურაბ ქარელს საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ვაუჩერი კი მისცეს, მაგრამ დღეს მას ეს ვაუჩერი ხელში ფარატინა ქალაღალდივით შერჩა.

უკმაყოფილო პედაგოგმა საქართველოს პრეზიდენტს ასეთი შინაარსი წერილი გაუგზავნა:
,,ბატონო პრეზიდენტო, სახალხო ბანკში მისულმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რა აღმოვაჩინე: რადგანაც გორი ქალაქად არ ითვლება, აქედან გამომდინარე, გორელებს ბუნებრივი აირის ვაუჩერი არ ეკუთვნით. ჩემთვის ცნობილია, რომ ბუნებრივი აირის ვაუჩერი მხოლოდ იმ ქალაქებში დარიგდა, რომლებსაც ,,ქალაქის სტატუსი" გააჩნია. აგრეთვე გავარკვიე, რომ არც მე ვითვლები პედაგოგად და თურმე, უნდა დავაბრუნო ელექტროენერგიის ვაუჩერი. ამ ვაუჩერს თქვენ გიბრუნებთ. მივხვდი, რომ თქვენ მთვლით იმ მათხოვრად, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება წაართვა მიგდებული ხურდა და კიდევ ერთხელ აგრძნობინო, რომ იგი ჩარეცხილი არარაობაა. ერთადერთი რასაც ვერ მივხვდი ის არის, თუ რატომ არ ვითვლები პედაგოგად?!" - ზურაბ ქარელმა ამ Sინაარსის წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარა.

ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ მას არანაირი ნათესაური ან მეგობრული კავშირი ყოფილ გუბერნატორ მიხეილ ქარელთან არა აქვს. პირიქით, ის გაერთიანებული ოპოზიციის მაგივრად, ,,ახალ მემარჯვენეებში" გაწევრიანდა და გაემიჯნა ირაკლი ოქრუაშვილის და მისი გუნდით დაკოპლექტებულ ,,გაერთიანებულ ოპოზიციას".

,,ასეთი ნაბიჯი გადამადგმევინა ღირსებამ და არა მიხეილ ქარელის ნათესაობამ. ყოფილ გუბერნატორთან არანაირი კავშირი არა მაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთი გვარი გვაკავშირებს. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მე და ჩემნაირი პედაგოგები ღირსებას ვიცავთ" - ამბობს ზურაბ ქარელი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" სახალხო ბანკის გორის ფილიალის დირექტორს ალექსანდრე კვირკველიას დაუკავშირდა.

ალექსანდრე კვირკველია: ,,ჩვენ მოგვივიდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ კერძო სკოლების პედაგოგებზე გაცემული ვაუჩერები ძალადაკარგულად ჩავთვალოთ და არ გავითვალისწინოთ. სხვათა შორის, ეს საკმაოდ გრძელი სიაა. ეს ბრძანება არა მხოლოდ შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კერძო კოლეჯის პედაგოგებს, ასევე სხვა კერძო სკოლების პედაგოგებსაც ეხება. ვაუჩერები მხოლოდ საჯარო სკოლების პედაგოგებზე ვრცელდება".

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები