10 დეკემბერს, 4 საათზე "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გახსნა. ,,ჩვენ ვისურვებდით, რომ მეორედ ასეთი ფოტოები აღარ გამოგვეფინოს“, - ამ სიტყვებით გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომლის თემა ზოგადად ადამიანის უფლებები უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ლოგიკურად იქცა 7 ნოემბრის რეპორტაჟად.
ავტორი: თემურ ბარძიმაშვილი
ფოტოების შესარჩევად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კონკურსი სამ ნომინაციაში გამოაცხადა: ფოტორეპორტაჟი, პოსტერი და ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე. ხუთკაციანმა ჟიურიმ ( ფოტოგრაფები: გურამ წიბახაშვილი, ზურაბ ქურციკიძე, აგნეს მონტანარი; ფოტომცოდნე: ნესტან ნიჟარაძე და ჟურნალ ,,ფოტოლაიფის“ წარმომადგენელი კახა ფხაკაძე) გამარჯვებულები გამოავლინა.
ფოტორეპორტაჟი: დათო როსტომაშვილი (პრიზი: 300 ევრო),
პოსტერი: თემურ ბარძიმაშვილი (პრიზი: 300 ევრო),
კადრი ადამიანის უფლებებზე: შორენა ღლონტი (პრიზი: 300 ევრო),
კადრი ბავშვთა უფლებებზე: რომა ლომიძე (პრიზი: ფოტოაპარატი).
კონკურსი ჩატარდა ასევე ადამიანის უფლებათა თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის. ჟიურიმ შეარჩია ჟურნალისტური ნაშრომები ნომინაციებში - ჟურნალისტური გამოძიება, სტატია ადამიანის უფლებებზე, სტატია მოუგვარებელ კონფლიქტებზე. ჟიურის წევრები იყვნენ გამოცდილი ჯურნალისტები: ალეკო ცქიტიშვილი, თინათინ მოსიაშვილი, მაგდა მემანიშვილი - თსუ სოციალურ და მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სოფო ბუკია - IWPR, რედაქტორი.
ჟიურიმ გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები:
ნანა ბიგანიშვილი: ჟურნალისტური გამოძიება ,,გორი“, სტუდია ,, მონიტორი“ (პრიზი 300 ევრო),
გელა მთივლიშვილი: ჟურნალისტური გამოძიება ,,ყიდვა-გაყიდვა ღამის 12 საათზე“, გაზეთი ,,რეზონანსი“ (პრიზი 300 ევრო),
თამუნა მაისურაძე: სტატია ,, ახალი კანონის მოლოდინში“, გაზეთი ,,24 საათი“ (პრიზი 300 ევრო),
ემზარ დიასამიძე: სტატია ,,სამსართულიან სახლში ვაშალომიძეები მარტო დარჩნენ“ , გაზეთი ,,ბათუმელები“ (პრიზი: ფოტოაპარატი და ციფრული დიქტოფონი),
კობა ლიკლიკაძე და ანაიდ გოგორიანი: მოუგვარებელი კონფლიქტები ,,აფხაზეთი: დაკარგულების საძებნად“ IWPR (პრიზი 300 ევრო და ციფრული დიქტოფონები).
პროექტის განხორცილებაში მონაწილეობას იღებდნენ დონორი ორგანიზაციები: შვეიცარიის საელჩო, ჰოლანდიის საელჩო, ეუთოს მისია საქართველოში, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IWPR).
ფოტოგამოფენის დათვალიერება გალერეაში „ჰობი“ მსურველებს 16 დეკემბრამდე შეეძლებათ, (მისამართი: თბილისი, ჭანტურიას ქ. #8).
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“