კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აურზაური გორის სასამართლოში

11 დეკემბერი, 2007

გორის რაიონული თუ საქალაქო სასამართლოს წინ ყოველდღიური აურზაური არ სრულდება. სტენდებზე უამრავი განცხადებაა გამოკრული, თუმცა, მხოლოდ მოვალეობის მიზნით -  არც ერთი წინასწარ ჩანიშნული პროცესი თავის დროზე არ იწყება. ხალხი სასამართლოს კიბეებზეა შეკრებილი.

ყოველდღიურად თითო მოსამართლეს დღეში  7 - 8 საქმე აქვს განსახილველად ჩანიშნული. ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როდის დამთავრდება პირველი საქმის განხილვა, ზოგჯერ ეს საათზე მეტ ხანს გრძელდება. ამასობაში, მეორე საათისთვის ჩანიშნული საქმის მონაწილეები, მოწმეები, განსასჯელის ადვოკატები და ახლობლები გარეთ თოვლსა და სიცივეში ითოშებიან.

,,აბა, ჩქარა გარეთ... ვისაც საქმე არა გაქვთ გარეთ ..." - ყვირის სასამართლოს შენობაში მანდატური დიდი რაციით კისერზე.

სასამართლოს შენობა ახალი გარემონტებულია. ზედ შესასვლელ კართან მანდატურები დგანან. განცხადების წაკითხვა რომც გინდოდეს, სტენდამდე ვერ მიხვალ -  ,,აქ გაჩერება არ შეიძლება“, - დაგხვდებათ მათი ფრაზა.

,,დადიანის საქმე იწყება... ვინც დადიანის საქმეზე ხართ, შემოდით" - დაიძახებს მეორე მანდატური. აი, აქ კი ნამდვილი ვაჟკაცობა გჭირდება, რომ ჯერ ერთი ამდენ ხალხში გაიგო, რა გვარი თქვა მანდატურმა და მეორეც, სასამართლო დარბაზში შესვლა მოასწრო.

,,პასპორტები ყველამ დამიდეთ მაგიდაზე" - აცხადებს სასამართლოს ჭიშკართან მოკალათებული მანდატური. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, გორის სასამართლოს ერთ-ერთი მანდატური საინტერესო ბრალდებით დააკავეს - იგი ხელმძღვანელობდა იმ ჯგუფს, რომელიც მასიურად ართმევდა მოქალაქეებს პასპორტებს და ისინი სექსუალურ ექსპლუატაციაში ჰყავდა ჩართული. ამ მანდატურს 12 წლიანი  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

,,ეს რა ხდება ამ სასამართლოში. უკვე 5 საათი გახდა და ჯერ არც ერთი პროცესი არ დაწყებულა. დაგვიბარებენ 12-13 საათზე ვდგავართ 5-6 საათამდე. შევალთ დარბაზში და გამოაცხადებენ, რომ სამუშაო დრო დასრულდა და გადაიდება პროცესი. ასე გრძელდება უსასრულოდ. იქნებ რამე გვეშველოს, დასაჯდომი ადგილი არ არის გარეთ. რისთვის გაარემონტეს ეს შენობა, თვითონ რომ თბილად ისხდნენ, ჩვენ კი გარეთ ვითოშებოდეთ?" - აცხადებს ნანა ცხოვრებაშვილი, რომელიც რამდენიმე თვეა თავისი მამის პროცესებზე დადის.

,,სასამართლოს თავი დაანებე... მე რაც პროკურატურაში ვნახე, ეგეთი რამე სხვაგან სად ხდება? ელემენტარულად , განცხადებას არ იტოვებენ. თუ გინდა, რომ კანცელარიაში განცხადება ჩააბარო, ეზოს დარაჯს უნდა მისცე. თუ არ მოეწონებათ, ისევ გამოიტანს. ეგეთი რამე არსად მინახავს. შეიძლება განცხადებები ფანჯრებიდან აწოდო და აფრიალო? არავის არელვებს ის, რომ მას რეგისტრაცია სჭირდება და ჩვენ კი რეგისტრაციის ნომერი?!" - ცხარობდა გორის სასამართლოსთან დედაქალაქიდან ჩამოსული ერთ-ერთი ადვოკატი.

,,წავიღე და გენერალურ პროკურატურაში ჩავაბარე ჩემი შუამდგომლობა, თან მივუთითე, თუ რატომ გავხდი იძულებული გენერალური პროკურატურისათვის მიმემართა. ამოიღეთ ხმა ხალხო, რატომ ხართ გაჩუმებულები?" - არ ჩერდებოდა ის.

გორელი ადვოკატების უმრავლესობას არაფრის თქმა სურთ. ბოლო რამდენიმე კვირაა სამართალდამცავები ადვოკატების დაპატიმრებით არიან დაკავებული.
კერძოდ, დაკავებულები არიან: იზო რაზმაზე, ქართლოს სულაბერიძე, ზაზა სვიანაძე და სხვები. მათ ბრალად საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთათვის განხორციელებული ზეწოლა ედებად, რაც იმაში გამოიხატა, რომ განსასჯელებმა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეცვალეს. ვინც ჩვენება შეცვალა ის აცხადებს, რომ ჩვენება ადვოკატის ზეწოლით შეცვალა. სწორედ ამიტომ დღეს გორში ადვოკატთა კორპუსი დაშინებულია.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები