კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გამოძიება არ არის დაინტერესებული, რომ 7 ნოემბერს დაზარალებულების საქმე ბოლომდე მიიყვანოს“

28 დეკემბერი, 2007
7 ნოემბრის დარბევის შედეგად დაზარალებული ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი  დღემდე საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ შესახებ www.humanrights.ge უკვე წერდა.

პროკურატურის მიერ მათი დაკითხვა მხოლოდ მოწმეთა სტატუსით მოხდა. თუმცა მათი ადვოკატის, ბესო ღვინიაშვილი თქმით, ვახტანგ ინასარიძის და ნიკა დიდიშვილის დაკითხვა დაზარალებულების სტატუსითაც უნდა განხორციელდეს.

ბესო ღვინიაშვილი: „ამ ადამიანების საავადმყოფოში მოხვედრის დღიდან უკვე 50 დღე გავიდა. ინასარიძე, დიდიშვილი და მესამე დაზარალებული თევდორაშვილი მხოლოდ მას შემდეგ დაკითხეს, რაც სამართალდამცავ ორგანოებს ეს მკაცრად მოვთხოვეთ. პროკურატურამ ისინი დაჭრიდან 20 დღეში მოწმის სტატუსით დაკითხა. ეს არ არის დარღვევა. მაგრამ პროკურატურა ვალდებული იყო მიყენებული ზიანის გამო აღნიშნული პირები არა მხოლოდ მოწმის სტატუსით, არამედ დაზარალებულის სტატუსითაც დაეკითხა.

ჩვენ ალტერნატიული სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზას მივმართეთ თხოვნით, ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა. ეს მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა ხარისხის ზიანი აქვთ და შემდგომში რა ტიპის დახმარება ესაჭიროებათ აღნიშნულ პირებს. პროკურატურა ვალდებულია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა. თუმცა აქამდე მისი მხრიდან არავითარი დასკვნა არ მიგვიღია. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ დაზარალებულების ავადმყოფების ისტორიები სამედიცინო დაწესებულებიდან პროკურატურას გამოთხოვილი აქვს. ამ ადამიანებს უნდა გააცნონ ექსპერტიზის დასკვნა.

თუ დასკვნამ მოგვცა უმაღლესი ხარისხის დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ადამიანებს ესროლა.
ფაქტია, გამოძიება არ არის დაინტერესებული, რომ 7 ნოემბერს დაზარალებულების საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.

ექსპერტები გაეცნენ დაზარალებულების ავადმყოფობის ისტორიებს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებენ. ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი უახლეს მომავალში მზად იქნება.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები