კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საარჩევნო კარუსელი“ ისევ მოდაშია

5 იანვარი, 2008
არჩევნებზე გაყალბების სხვა მეთოდებთან ერთად კვლავ აქტუალურია ე. წ. კარუსელი. თბილისში მასიურად მოძრაობს სამარშრუტო ტაქსები, რომლებსაც ხალხი ერთი საარჩევნო  უბნიდან მეორეში დაჰყავს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, რომ ის ნაციონალურმა მოძრაობამ დაიქირავა ხალხის გადასაყვანად.

უჩა ნანუაშვილი: „დილიდან სამ უბანზე ვიყავი - 44-ე, 38-ე და 63-ე უბნებზე, ვაკის რაიონში. დარღვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა.

63-ე უბანზე, მაგალითად, რაც მე დავინახე, არ  შემოწმდა მარკირება.
ორი თუ სამი ადამიანი ისე შევიდა უბანზე, ისინი არავის შეუმოწმებია.

ამას გარდა, ქალაქში დადის „მარშრუტკები“, რამდენიმე ნომერი ჩავინიშნე კიდეც, LEV 543, ABT 786; BER 814; NIA 949; SIO-466; COO-486; AEB-471; ABI-999; STS-836; VIV-220; ITI-180; STS-836; LLK-684. ეს მანქანები მოძრობს ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეზე და ხალხი გადაჰყავთ. ვნახე და გადავიღე ისინი. თუმცა, მძღოლები მეტად გაღიზიანდნენ. მითხრეს, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან კონტრაქტები გვაქვს დადებული და ფულს გვიხდიან. თქვენც რომ გადაგვიხადოთ, თქვენ მოგემსახურებითო“.

ნანუაშვილი ამბობს, რომ მძღოლმა, რომელიც ძალიან გააღიზიანა დასმულმა შეკითხვებმა, ბარათი, რომელზეც მისი გვარი იყო მითითებული, როგორც ნაცმოძრაობის მიერ დაქირავებული მძღოლის, იქვე დახია და დაწვა.

 

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.


ახალი ამბები