კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

''მე ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ავირჩიე და გაიმარჯვა სხვამ''

8 იანვარი, 2008

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე სულცოტა დრო რჩება. არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა 5 იანვარს, კენჭისყრის პერიოდშივე გაჩნდა. ერთნი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მეორენი მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვა მან, ვინც ღირსეული იყო.

რას ფიქრობს ხალხი არჩევნები - 2008-ზე, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა იგი და მოელოდნენ თუ არა ასეთ შედეგებს? 

''ადამიანის უფლებათა ცენტრის'' ქუთაისის ოფისმა საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.

ნანა ქირია, პედაგოგი: ''ეს იყო გაყალბებული არჩევნები. იმ კუთხით, რომ სწორედ არჩევნების დღეს მოახდინეს ხალხზე ზეწოლა. უბნებზე ხვდებოდნენ ადამიანებს, „მარშრუტკებში“ ეპატიჟებოდნენ და სხვადასხვა გზით მოითხოვდნენ ხალხისგან სააკაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ასე იძულებით ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტი არც ხალხს და არც საქართველოს არ ჭირდება.  მე, 5 იანვარს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ვირჩევდი და ფაქტია, იმედები გამიცრუვდა.''

ლაშა გურეშიძე, სტუდენტი: „ვერ ვიტყვი, რომ არჩევნების დღეს სასწაულები ხდებოდა, მაგრამ 5 იანვარი მაინც კრახით დამთავრდა. საარჩევნო უბნებზე დაპირებებით გაბრუებული ხალხი მოდიოდა და იმდენად ზეწოლის ქვეშ იყვნენ, რომ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების ვინაობაც კი არ იცოდნენ. მათთვის მთავარი იყი, რომ საკუთარი ქვეყნის მამა-მარჩენალს უჭერდნენ მხარს. ეს არის ტრაგედია და მე ეს უფრო მაღელვებს, ვიდრე ამ არჩევნებში რომელიმე კანდიდატის გამარჯვება ან დამარცხება.''

ვიკა რუხაძე, დიასახლისი: „თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა? მე ასე არ ვფიქრობ. გაიმარჯვა ტყუილმა და დიქტატურამ. სააკაშვილი ერთეულებმა აირჩიეს და ხმათა უმრავლესობა მიიღო. არ გიკვირთ? ესაა ხალხის დაცინვა, როცა ტელევიზიით გამოდიან და ''ნაციონალების'' გაბრწყინებულ სახეებს აჩვენებენ. ჩემს შვილებს ''ნაციონალების'' არჩეული პრეზიდენტი კი არა, ხალხის არჩეული პრეზიდენტი სჭირდება, იმ ხალხის, ვინც ნოემბრის დღეებში წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს არ შეუშინდა და საკუთარი ნება მსოფლიოს დაანახა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ხალხის აზრი არავის აინტერესებს.''

თენგიზ სარალიძე, ეკონომისტი: „გაკვირვებული ვარ. მეგონა, რომ არჩევნები სხვა შედეგით დასრულდებოდა. მე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ვიყავი და გავოცდი, როცა ხმები დაითვალეს. სააკაშვილი რეალურად ლიდერობდა. ნეტა, რას დაპირდა ხალხს ასეთს, რომ მათი ნდობა მოიპოვა? იქამდე, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვის გასწვრივ ეწერათ, რომ თანახმა იყვნენ, მხოლოდ მიშასთან ერთად. როგორც ჩანს, ''ნაციონალებმა'' კარგად იმუშავეს. ასე ნეტა, ხალხისთვის იმუშაონ.''

ნათელა უგრეხელიძე, გამყიდველი: „ბოლომდე მწამს, რომ საბოლოო შედეგები სულ სხვა სურათს დადებს. თუკი მე, ჩემი ოჯახი, ჩემი სამეზობლო, სამეგობრო და საერთოდ, სანაცნობო მხარს ვუჭერდით ერთ კანდიდატს, მეორემ როგორ გაიმარჯვა? მე ეს მაკვირვებს. ოპოზიცია თავის სიმაღლეზე ვერ დადგა, თორემ სხვანაირად დასრულდებოდა ყველაფერი. მეორე ტური მაინც იქნებოდეს, რომ რამე შეიცვალოს.''

გიორგი ნიკოლაძე, უმუშევარი: ''არჩევნები სააკაშვილმა კი არ მოიგო, არამედ ერთმა ტომარა ფქვილმა და ერთმა ბოთლმა ზეთმა. ხალხი მოატყუეს და ამიერიდანაც ბევრჯერ მოატყუებენ. ვერც გაჩეჩილაზემ, ვერც გამყრელიძემ და ვერც დანარჩენებმა სოფელ-სოფელ ვაუჩერები ვერ აფრიალეს და კიდეც წააგეს. სამაგიეროდ მიშამ აფრიალა და აწი გვიხაროდეს სურსათზე ფასების ზრდა და ხალხის დაჭერები ბიუჯეტის გასავსებად. წინ ბევრი საინტერესო სიურორიზი გველის. ალბათ, ცოცხლად გაგვატყავებენ.''

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები