კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადიდებულ ლიახვში გადაყრილი ქვები, წითელ-ყვითელი ფასადები, იაპონური კომშის ხეები - სიღარიბის წინააღმდეგ

2 აპრილი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

ერთი კვირის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი გორს სტუმრობდა. მაღალჩინოსნები ადიდებულ წყალში ქვების ჩაყრის პროცესის ნახვას ერთმანეთს არ აცდიდნენ. მარნეულიდან ჩამოტანილი ქვების გროვების სანახავად თბილისიდან რამდენიმე მინისტრი მოადგილებითურთ  ერთი მეორის მოყოლებით ჩამოვიდა. საბოლოოდ, გორში წინასაარჩევნო კამპანია მინისტრებმა ,,სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის“ ნიღბით დაიწყეს.

გორში ყოფნისას რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები 50-დღიანი სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.  ტყეშელაშვილის აზრით, 27 მეტრი სიგრძის ნაპირის გამაგრებით, რეგიონის მოსახლეობა სიღარიბეს დაძლევს. ადგილი, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ტარდება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და მდინარე ლიახვის ნაპირს მოიცავს. სულ რამდენიმე მეტრში მდინარე ლიახვი მტკვარს ისედაც უერთდება. 

ტყეშელაშვილის ხმაურიან ვიზიტს მეორე დღეს გარემოს დაცვის მინისტრის ზაზა გამცემლიძის ვიზიტი მოჰყვა. გამცემლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სამუშაოებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული პროგნოზირების ცენტრი ხელმძღვანელობს. ,,სამუშაოებს ვახორციელებთ ჩვენ. მარტო ქვებს არ ვყრით. ქვები ლაგდება, რაზეც შემდგომში შეიძლება აშენდეს კაპიტალური შენობა", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

დავით ტყეშელაშვილმა ბოლო ხანებში გორში საგრძნობლად მოუხშირა სიარულს. ჩვენი ინფორმაციით, დავით ტყეშელაშვილი იმ საკითხის გასარკვევად ჩამოვიდა გორში, თუ რატომ ხვდება ბოლო დროს გორის საკრებულო მედიის, არასამთავრობო სექტორის და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკის  და ქარცეცხლის ქვეშ. მედია და არასამთავრობო სექტორის გარკვეული  ნაწილი გორის საკრებულოს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებში სდებს ბრალს.

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომის“ დირექტორის ჟუჟუნა წერეთელის თქმით, საინტერესოა სულ შპს ,,არქმშენსტუდია“ რატომ გვის ქალაქს? ეს განცხადება ჟუჟუნა წერეთელმა 2008 წლის დასაწყისში მაშინდელ გამგებელთან ოფიციალურ შეხვედრაზე თქვა. 3 თვის შემდეგ მხარის რწმუნებულმა გაანალიზა, რომ მართლაც შპს ,,არქმშენსტუდია“ ცუდად მუშაობს. ქალაქის დასუფთავების საქმეში რწმუნებულმა ვარძელაშვილმა სტუდენტები ჩართო. იმ დროს, როდესაც გარემოს დაცვის მინისტრი ზაზა გამცემლიძე და მისი მოადგილე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო გეგელაშვილი გორში შემოდიოდნენ, ამჟამინდელი რწმუნებული სტუდენტებთან ერთად, გარემოს დამცველებს გორის შესასვლელში დასუფთავების აქციით მიეგებნენ...

მას შემდეგ რაც გორში დავით ტყეშელაშვილი ჩამოვიდა,  მის შემდეგ რწმუნებულის ადმინისტრაციამ დასუფთავების სამსახურის მიმართ ტონი შეიცვალა და  გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასუფთავების სამსახურს მოსახლეობის მხრიდან მიხმარება სჭირდება. დასუფთავების სამსახურის უფროსი კი საკრებულოს თავმჯდომარის,  უახლოესი მეგობარია.

მუნიციპალიტეტის გამგეობის დასუფთავების სამსახური უკვე რამდენიმე დღეა ახალ სანაგვე ურნებს დგამს. მათი ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 200 000 ლარითაა შეძენილი, ნაწილი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.

,,ურნები საკმარისია მთელი ქალაქისთვის, მთავარია მოსახლეობა გაუფრთხილდეს მათ და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს”, - აცხადებს გამგებლის მოადგილე გიორგი კვიწინაძე.
შიდა ქართლის გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას მხარში დგომისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველამ, ხელისუფლებამაც და ხალხმაც ერთად უნდა იზრუნოს ქალაქის სისუფთავეზე.

გორში სიღარიბის დასაძლევად ხორციელდება, მაგალითად, ფასადების შეღებვა, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, მწვანე ნარგავების დარგვა, სახურავების გადახურვა, სარწყავი რუების გაწმენა და ა.შ. თუმცა ქარელის რაიონის სოფელ სასირეთში ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობამ ასეთი ყურადღების გამო მადლობა მაინც ვერ გაიმეტა - ამდენი წყალი მარტო რას გვიშველისო?

გორში კორპუსების ფასადებსაც ღებავენ. აღნიშნული სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 400 000 (1 მილიონ ოთხასი ათასი) ლარია გამოყოფილი.

ფასადების შეღებვა რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება. მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთებაც. შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზე მოხდება დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია.

პარალელურად,  ქალაქში დაიწყო გამწვანების სამუშაოები. ღონისძიებებში  გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. პირველი ნერგი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა დარგო. შპს ,,ბზის” სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ლუგუსტრუმის ჯიშის 2000-მდე  დეკორატიული ბუჩქი, იასამნის, იფნის და იაპონური კომშის ხეები დაირგვება ქალაქის სხვადასხვა ადგილას.

ხაშურში სიღარიბის დაძლევა გარე-განათების მოწესრიგებით დაიწყეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარე წელს ქალაქში გარე განათებების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი გამოიყო.

ახალი ამბები