კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერია ქონების დაკანონების ვადას არღვევს

10 აპრილი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ალბათ გინახავთ პიარ რეკლამა, სადაც გაღიმებულმა მოქალაქეებმა მარტივად, „სულ რაღაც ერთ თვეში“ დაიკანონეს მიწის ნაკვეთები და ამისთვის დიდ მადლობას ქალაქის მთავრობას უხდიან. როგორც გაირკვა, რეალურად, სულ სხვაგვარი ვითარებაა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ყველა ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია, მოიპოვოს საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც იგი რეალურად ფლობს, მაგრამ დოკუმენტურად არ არის მისი საკუთრება, ანუ მასზე საკუთრების უფლება არ არის აღიარებული. ასეთი მიწის ნაკვეთების სამი კატეგორია არსებობს. სპეციალური კომისია და შესაბამისი აპარატი თბილისის მერიაში უკვე შეიქმნა“,- წერია ქალაქ თბილისის მერიის საიტზე. იმ სარეკლამო რგოლის დაბლა, სადაც თბილისის მოქალაქეები აცხადებენ, რომ მიმართეს მერიას და „უპრობლემოდ“, „ერთ თვეში დაიკანონეს“ ქონება.

პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულება, რომელიც კერძო საკუთრების ლეგალიზაციას ითვალისწინებს, 2007 წელს ამოქმედდა. ამ ბრძანებულებაზე დაყრდნობით მოგვიანებით კანონიც გამოიცა. ბრძანებულების და კანონის შესაბამისად, ქონების ლეგალიზება 1 თვეში არის შესაძლებელი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ხშირად მიმართავენ თბილისის მოქალაქეები, რომლებიც უჩივიან მერიის მუშაობას. კერძოდ, მათი მიწის ნაკვეთების თუ ქონების ლეგალიზების პროცესი ხშირ შემთხვევაში გაჭიანურებულია.

მერიის საკუთრების აღიარების იურიდიულ სამსახურს დავურეკეთ და ასეთი კითხვით მივმართავთ: “რა ვადაში არის შესაძლებელი ქონების ლეგალიზაცია?“

პასუხად „სამი თვე“ მივიღეთ, რადგან კომისიის მიერ საბუთების განხილვა რთული და შრომატევადი საქმეაო. სამწუხაროდ, რესპონდენტმა საკუთარი გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. ასე რომ ბატონი ლექსოს კომენტარს მისი გვარის გარეშე, სიტყვასიტყვით გთავაზობთ.

„პრეზიდენტის ბრძანებულებაში მითითებული ვადა ერთიდან სამ თვემდეა. სამი თვე იმ შემთხვევაშია თუ საბუთები სრულყოფილად წარმოდგენილი არ არის. იმ  შემთხვევაშიც, თუ საბუთები სრულყოფილია, საქმე ისევ ერთიდან სამ თვემდე განიხილება.

შეიძლება საბუთები სრულიად იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს მაინც შეუძლია ეს ვადა სამ თვემდე გადაწიოს. საერთოდ, მართალია, საუბარია 1 თვეზე, მაგრამ რაც შეეხება ვადის გაგრძელებას, შეიძლება ის გაგრძელდეს კიდევ ორი თვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ვადა უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საბუთია, და ადმინისტრაციული ორგანო განხილვას ვერ ახერხებს. თუ საბუთები სრულად წარმოდგენილი არ არის და მოქალაქისგან დამატებითი საბუთებია საჭირო, მას სამი თვის განმავლობაში გაეგზავნება შეტყობინება და მოქალაქე დამატებით საბუთებს შემოიტანს. ამ მიწის საბუთების განხილვა შემდგომ ხელახლად დაიწყება“.  

იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში , თუ მოქალაქეს რამე სახის ინფორმაცია აინტერესებს, მას შეუძლია მერიის საიტზე კითხვა-პასუხების განყოფილებით ისარგებლოს და ოპერატორებს კითხვა გაუგზავნოს. მისი თქმით, დღეში ოპერატორების მიერ პასუხი 100-150 კითხვაზე იგზავნება.

„იმ შემთხვევაში თუ საბუთები წესრიგშია, და კომისია უბრალოდ ვერ ასწრებს ქონების დროულ დაკანონებას, მოქალაქეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ საქმე განხილვაშია, მაგრამ განცხადებების მოჭარბებული რაოდენობის გამო პატარა შეყოვნება ხდება. რაც შეეხება ვადების გადაცილებას, ამის თავიდან არიდებას მაქსიმალურად ვცდილობთ“.  

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბატონი ლექსოს კომენტარი ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. გაცილებით მეტად ის რეალობას ეწინააღმდეგება.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის„ იურისტი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, მას 23 დეკემბერს შეტანილ განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მოსვლია. გამოდის, რომ სამ თვეზე მეტია გასული, თუმცა პასუხისთვის ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებმა ჯერაც ვერ მოიცალეს. ის, რომ ნესტან ლონდარიძის მიერ შეტანილ დოკუმენტებს დამატებითი საბუთები სჭირდება, მან არაოფიციალურად გაარკვია.  ასე რომ, საბუთების შეტანის შემდეგ პასუხის მიღებისთვის, შესაძლოა, მას კიდევ სამი თვე დასჭირდეს. ამიტომაც მიაჩნია, რომ მერია, ხშირ შემთხვევაში, ვადებს მართლაც, არღვევს:

„კომისია განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ საქმის გარემოება არის დასადგენი ან საჭიროა დამატებითი დოკუმენტაცია, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. უკიდურეს შემთხვევაში საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდს სამ თვეს. რელურად გადავადების შესახებ მოქალაქეებს არ აცნობებენ და სამი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც მათ უკვე დაკანონებული ქონების იმედი აქვთ, დამატებით დოკუმენტაციას სთხოვენ. ჩვენ ორგანიზაციას მომართავენ მოქალაქეები, რომლებიც ვადების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქის მიერ არ არის წარდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია, ერთი თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს ხარვეზის შესახებ და შესაბამისად, გაგრძელდეს ვადა რათა მოქალაქემ შეძლოს დოკუმენტაციის წარდგენა და არ ხდებოდეს ე. წ. კარუსელის ტრიალი“, - განმარტავს ნესტან ლონდარიძე.

 


ახალი ამბები