კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ არის დაინტერესებული კარალეთის ტყის განადგურებით?

1 მაისი, 2008

 

 ფირუზ ბაზანდარაშვილი

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფელ კარალეთში ტყის მასივები მასიურად ნადგურდება. აღნიშნულ ინციდენტს ადგილობრივი მაცხოვრებლები აპროსტესტებენ. მათი თქმით, დაახლოებით 350 ჰა ფართობ ტყეს სახელმწიფო არავითარ ყურადღებას არ აქცევს.

კარალეთის მკვიდრი ფირუზ ბაზანდარაშვილი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით დახმარება ითხოვა. მისი თქმით, 350 ჰექტრიდან ამჟამად გადარჩენილია მხოლოდ 150 - 100 ჰა ტყის ფართობი. ფირუზ ბაზანდარაშვილი 1960 წლიდან მეტყევედ მუშაობდა და გული სტკივა ასეთი ბარბაროსობის გამო. მას, სხვათა შორის, საკუთარი ინიციატივით ტყეების დაცვაც უცდია, თუმცა გარკვეულმა პირებმა მას გაჩუმება უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ფირუზ ბაზანდარაშვილის თქმით, კარალეთში ლიახვის პირაზე გაშენებულ კაკლის ხეებსაც ბულდოზერებით ანადგურებენ.

ფირუზ ბაზანდარაშვილი: (კარალეთის მაცხოვრებელი) - ,,1960 წლიდან ვმუშაობდი გორის საცდელ საჩვენებელ ტყის დაცვის მუშაკად სხვადასხვა თანამდებობაზე. ჩემი ხელით მაქვს მარტო კარალეთის ტერიტორიაზე 350 ჰექტარზე მეტი ფართობი გაშენებული როგორც ტყე-კულტურები, ასევე სახელმწიფო ქარსაფარი ზოლები. რეგიონის ტერიტორიაზე თითქმის ყველა სოფელში მაქვს 3-4 წელი ნამუშევარი, იქაც ტყის გაშენება-მოვლა-პატრონობის მიზნით. მიღებული მაქვს როგორც რაიონის ასევე რესპუბლიკის ხელმძღვანელობისაგან მრავალი ჯილდო და მედალი. აქედან გამომდინარე,  გული მტკივა, რომ ჩემი ხელით გაშენებული ტყე-კულტურები ნადგურდება და გამკითხავი არავინ არის. ჯერ კიდევ 1995 წელს სატყეო მეურნეობამ სხვადასხვა მიზეზების გამო უარი თქვა როგორც ამ სახელმწიფო ტყის ფართობებზე, ასევე მის უშუალო მეპატრონეებზე.

ამ დღიდან ვებრძვი ამ ფართობების გამჩანაგებლებს, მაგრამ როგორც უფლებამოსილებააყრილ მეტყევეს, ნაკლები ძალა შემწევს მის დაცვა-მოვლა- პატრონობაზე. წლების მანძილზე ვითხოვ ამ ფართობების გადმოცემას ხანგრძლივი იჯარით მოვლა-პატრონობის და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, კერძოდ სოფელ კარალეთის ტერიტორიაზე არსებული ამჟამად არის დარჩენილი ვარაუდით 130-150 ჰა-მდე. ანალოგიური მდგომარეობა რეგიონის თითქმის ყველა სოფლის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ფონდის მიწების გარშემო ბარბაროსულად ნადგურდება, როგორც ტყე-კულტურები, ასევე ლიახვისპირა ტყე-პარკები. ბარბაროსულად ანადგურებენ მსხმოიარე კაკლის ხეებს როგორც ხელით, ასევე ბულდოზერებით. ერთი სიტყვით სრული განუკითხაობაა."

კარალეთის თემის საკრებულოში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული ზვიად ბერიანიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა.

ზვიად ბერიანიძე: ,,ვინც თქვენთან იყვნენ დასახმარებლად მოსულები, გეტყვით, რომ მაგალითად ფირუზ ბაზანდარაშვილს უნდოდა კაკლის ხეების ფართობი  იჯარით აეღო, მაგრამ 49 წლიანი იჯარით ეს ტერიტორია კერძო კომპანიამ აიღო. მას ხომ არ წავართმევთ. რაც შეეხება ტყის ზონას, ეს, ალბათ, მდინარე ლიახვისპირა ზოლია, რომელიც სოფელ ორთაშენამდე და იმ ცენტრალურ ხიდამდე ჩადის, რომელიც როგორც თქვენთვისაც ცნობილია, ამ წუთში ჩაინგრა. ეგ კაცი ითხოვს იმ მწვანე ზოლს, რომელიც საზღვრების ხელახალი დადგენის დროს, სოფელ ორთაშენს მიუერთეს. გინდა თუ არა ჩვენს სოფელს მიაკუთვნეთ ის მწვანე ზოლიო. ახლა, ალბათ, ხელახლა მოხდება ამ ყველაფრის დადგენა და სიტუაციაც შეიცვლება."

ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ. მათ ჯერ ადიდებული ლიახვისგან წყალწაღებული ხიდები აქვთ აღსადგენი.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს გორის ორგანიზაცია მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დროულად შეწყდეს უნიკალური ტყის მწვანე ზოლის განადგურება.


ახალი ამბები