კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქტიური დამკვირვებელი გარიგებაზე უარის თქმის გამო დააკავეს

2 მაისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-ს დამკვირვებელი, საბირ მეხტიევი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც სადახლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გამგეობის წარმომდგენელს, აფლატუნ ვალიევს გარიგებაზე უარი უთხრა.

საბირ მეხტიევს  აფლატუნ ვალიევმა 18 აპრილს დაურეკა და აქტიური საზოგადო მოღვაწეობის შეწყვეტა და მისი ინტერესების შესაბამისად მუშაობა შესთავაზა. აფლატუნ ვალიევი დაკავებულს იმასაც ჰპირდებოდა, რომ პროკრედიტ ბანკში არსებულ 4000 ლარიან დავალიანებას გააუქმებდა. როგორც „მრავალეროვან საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, აგიტ მირზოევი, აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საბირ მეხტიევმა არაერთი დარღვევა დააფიქსირა, ასევე მან კომისიის თავმჯდომარე მაშინ დაიჭირა, როდესაცის ყალბი ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა. „ამ საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობას მისი თავიდან მოშორება სურდა“.

დაკავების მიზეზი სწორედ ის სესხი გახდა, რომელიც საბირ მეხტიევს პროკრედიტ ბანკში 4 წლის წინ შვილის მკურნალობისთვის ჰქონდა აღებული. თუმცა შვილის სიკვდილის შემდეგ, გაჭირვების გამო  ამ თანხის დაბრუნება ვეღარ შეძლო. უცნაურია, რომ 4 წლის წინანდელი სესხის დასაფარად პროკრედიტ ბანკის თანამშრომელებმა დაკავებულს სწორედ წინაასარჩევნო კამპანიის დროს მიაკითხეს. საბოლოოდ, საბიტ მეხტიევის დაკავების მიზეზი არა დაუფარავი სესხი, არამედ სასამართლო აღმასრულებელი სამსახურის წარმომადგენლებისთვის გაწეული წინააღმდეგობა გახდა. ამ სამსახურის წარმომადგენლები მეხტიევის ოჯახში 18 აპრილს პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ. დაახლოებით 25 ადამიანი. მათი სტუმრობის მიზანი ქონების ამოღება იყო. როგორც დაკავებულის ადვოკატი ფახრატ მუსაევი აღნიშნავს,  საბიტ მეხტიევმა ქონების აღებაზე უარი იმიტომ განაცხადა, რადგან ქონება მის დედას ეკუთვნოდა.

სამართალდამცავების სტუმრობის შემდეგ 5 დღეში საბიტ მეხტიევი პოლიციაში დაიბარეს და ბრალად შეიარაღებული წინააღმდეგობის  გაწევა წაუყენეს. კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავების თქმით, საბიტ მეხტიევის დანაშაული გამოიხატებოდა „სამზარეულოში დანის ასაღებად გასვლის სურვილში“. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ მოხდა მისი დაკავება არა ვიზიტის დღეს, 18 აპრილს, არამედ 5 დღის შემდეგ.

„ეს ადამიანი გახდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ პროვოცირებული დანაშაულის მსხვერპლი. მისი დაკავება ისედაც უნდოდათ და საფუძვლად ეს დაედო. ამ ადამიანის დაკავების იურიდიული საფუძველი არ არსებობდა, რადგან თუ მან წინააღმდეგობა გაუწია, მათ ჰქონდათ უფლება ის მაშინვე დაეკავებინათ. ასე რომ, შესაბამისი რეაგირება 18 აპრილს უნდა ყოფილიყო“.

საბირ მეხტიევს ბრალად 353 მუხლის (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) პირველი ნაწილი წაუყენეს.

„მრავალეროვანი საქართველო“ დამკვირვებლის დაკავების და სამართალდამცავი ორგანოების  ქმედებების გამო კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს და თხოვნით მიმართავს სახალხო დამცველს, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.

მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აკვირდება. საქართველოს მასშტაბით მას 500-მდე დამკვირვებელი ჰყავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არ არის ზეწოლის ერთადერთი შემთხვევა. 28 აპრილს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, კარინა ბერსეგიანის ოფისის სახურავს ცეცხლი წაუკიდეს. ქვემო ქართლში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ზეწოლას სკოლის დირექტორებსა და სახელმწიფო მოხელეებზე ახდენენ და მათ დაშინებას ცდილობენ. დაფიქსირებულია სხვა ტიპის დარღვევებიც, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების უზუსტობა, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა მოტყუება, შანტაჟის მცდელობა და სახელმწიფო ფონდიდან სურსათის და ვაუჩერის დარიგების გზით მოსახლეობის გულის მოგება,  რასაც თან აგიტაციაც ახლავს.


ახალი ამბები