კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,არჩევნებზე ხალხის ნება არ სრულდება” - მიაჩნია ახალციხის მოსახლეობას

2 მაისი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე


ახალციხელი ამომრჩეველი მომავალ საპარლამენტო არჩვენებს პესიმისტურად უყურებს. უმეტესობა კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სარჩევნო სუბიექტებსაც არ იცნობს.  

ახალციხის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის ხუთი კანდიდატია დასახელებული: საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან – თამარ გოგოლაძე, ,,შალვა ნათელაშვილი –საქართველოს ლეიბოლისტური პარტიას” – ნიკოლოზ წოწკოლაური წარმოადგენს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” – პარტიის კანდიდატია თამაზ პეტრიაშვილი, ,,სრულიად საქართველოს რადიკალ –დემოკრატთა ნაციონალური პარტიის” – ნიკოლოზ ინასარიძე, გაერთიანებული ოპოზიციის – ვალიკო ბალიაშვილი. 

გამოკითხული ოცი რესპონდენტიდან ხუთივე მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა მხოლოდ ორმა დაასახელა, 12-ს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ აქვს ინფორმაცია, ხოლო დანარჩენებისთვის ჯერ-ჯერობით ყველა კანდიდატი უცნობია.

სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის, თუ ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

,,არ მაინტერესებს პოლიტიკა და არჩევნებზე წასვლასაც არ ვაპირებ”, - ამბობს 21 წლის ვაჟიკო ჩადუნელი.

,,ხელისუფლებას როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს. ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. პოლიტიკაც შემაჯავრეს და თავისუფალი აზრის არსებობაც გადაგვავიწყეს. არჩევნებზე ხალხის ნება არ სრულდება და რად მინდა გავიგო ვინ იყრის კენჭს?”, - გვეკითხება სტუდენტი ნეკო ბერიძე. 

თუმცა არიან გამონაკლისებიც და მათაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასახელება შეძლეს.

,,ნაცმოძრაობიდან ვიცი რომ თაზო პეტრიაშვილია, სხვებს არ ვიცნობ”, - გვითხრა სტუდენტმა ლაშა ბენიძემ.

პედაგოგი იზა სამსონიძე მხოლოდ სამთავრობო კანდიდატს იცნობს და ამას ადგილობრივი ტელევიზიის აქტიურობით ხსნის: "ნაციონალების კანდიდატების კამპანიას როგორც მთელს რესპუბლიკაში, ახალციხეშიც აქტიურად აშუქებს ადგილობრივი ტელევიზია".

ახალციხელი გოგი ივანიძისათვისაც ერთი კანდიდატია ცნობილი და სხვები არც აინტერესებს: "აი ასეთი ბიჭია თამაზ პეტრიაშვილი (ცერა თითით გვიჩვენებს). მასზე უკეთესს ვერავის დაასახელებენ".

პედაგოგ იზა სამსონიძეს სურს იცოდეს, როგორ აპირებენ კანდიდატები დაპირებების განხორციელებას და ხაზს უსვამს პიროვნულ თვისებებს: "გვაქვს მაგალითები, როცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. გარდა ამისა, კანდიდატს ხელს უნდა უწყობდეს წარმომავლობა, პიროვნული თვისებები, ოჯახის სტაბილური მდგომარეობა. განვლილი ცხოვრება ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ ენდობოდე".

ახალციხელი გრიგორ მინასიანის აზრით, "კარგი იქნება თუ საარჩევნო სუბიექტები გულწრფელები და პირდაპირები იქნებიან".
ექთან ლია კამლაძისა და პენსიონერ ოთარ ლობჟანიძის აზრით, "გამოცდილება მწარეა, ამიტომ რეკომენდაციები გათვალიწინებული იქნება".

სოფელ აგარის მკვიდრს ზინა კუჭაძეს დიდი სურვილი აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ შეუძლებლად მიაჩნია საქართველოში ასეთი არჩევნები შედგეს.

არც უმუშევარი ცირა ჩაფიძე ფიქრობს სხვაგვარად: "თარხნიშვილიც კი არ გამოცვალეს, რომ ხალხისთვის არჩევნების რწმენა დაებრუნებინათ. ამბიციური ხელისუფლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ დაუშვებს".

22 მაისს უკვე ცნობილი გახდება გამართლდება თუ არა ახალციხის მოსახლეობის წინასაარჩევნო პროგნოზი და გაუცრუვდებათ თუ არა იმედები ამომრჩევლებს.

 

 


ახალი ამბები