კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამყალბებლების შავი სია - გიორგი მოსიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს

8 მაისი, 2008

 

 გიორგი მოსიძე

საბა წიწიკაშვილი, გორი

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გორის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულმა  გიორგი მოსიძემ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში განაცხადა, რომ შიდა ქართლში საპარლამენტო არჩევნებს ხელისუფლება ,,კრიმინალური ავტორიტეტების” დახმარებით ჩაატარებს. მოსიძე სამართალდამცავთა იმ პოლიტიკაზე საუბრობს, როდესაც ციხის საკნებიდან გარეთ ისეთ ხალხს უშვებენ, რომლებსაც ხალხის ,,დავერბოვკება” და საარჩევნოდ ხმების მოგროვება შეუძლიათ.

გიორგი მოსიძე საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კანდიდატი დებატებზე უარს ამბობს. მისივე თქმით, დებატებზე თვითონ გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ყოფილა მზად. რამდენად მოხერხდება მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატების წარმართვა, ეს 21 მაისამდე გაირკვევა. თუმცა, როგორც ადგილობრივ ტელეკომპანიაში გვითხრეს, ჯერ-ჯერობით დებატების თემაზე საკითხი მხოლოდ საუბრის დონეზე მიმდინარეობს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი მოსიძე სატელევიზიო სივრცის არათანაბარ პირობებზე ამახვილებს ყურადღებას.

გიორგი მოსიძე: - ,,კარგია, რომ ცენტრალური მედიის მხრიდან გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ ბოიკოტი შეწყდა, რაც მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. რაც შეეხება მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენი მთავარი შეფასების საგანი ამ ეტაპზე გაყალბებაა, რომელიც 5 იანვრის არჩევნებზე აშკარა იყო. ჩვენ ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად, პრეტენზია გვაქვს იმ კომისიებთან, რომლებიც ახლაა დაამტკიცებული გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღმოჩნდა, რომ იმ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად ისევ ის ხალხი აირჩიეს, რომლებმაც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ სამხარეო პოლიციის სამმართველო და უშიშროების სამსახური იბარებს  ამ კომისიის თავმჯდომარეებს თავისთან და ეკითხება, თუ ვის რამდენი ხმის ,,მოტანა” შეუძლია. აძლევენ მათ დავალებას, რომ დადონ კონკრეტული შედეგი. კონკრეტული შედეგი ისაა, რომ სახელისუფლებო პარტიამ ხმების 70% უნდა დააგროვოს“.

მოსიძე აფრთხილებს ყველა კომისიის თავმჯდომარეს გორის რაიონში, რომ   არჩევნების გაყალბება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და ასახელებს კონკრეტულ გვარებს, რომლებიც, მისი თქმით  არიან გორის რაიონის პროფესიონალი გამყალბებლები.
გორის უბანი #2 - კომისიის თავმჯდომარე სოფიო ირემაშვილი
გორის უბანი #4 - კომისიის თავმჯდომარე გივი სადაღაშვილი.
გორის უბანი #13 - ლაურა ნადირაძე.
გორის უბანი #17 - თამარ პაპიტაშვილი.
გორის უბანი #18 - მაია ტოლიაშვილი.
კარალეთის უბანი #48 - ლია ბოჭორიშვილი
კარალეთის უბანი #49 - ეთერ გოგიაშვილი
გარეჯვრის უბანი #50 - ალექსი ღოლიჯაშვილი
კარბის უბანი #52 - იოველი ციმაკურიძე
მეჯვრისხევის უბანი #54 - ნიკოლოზ ალხაზიშვილი
ზერტის უბანი #56 - ლელა ტიელიძე
მეღვრეკისის უბანი #63 - მაია დარბუაშვილი
ქვახვრელის უბანი #67 - დავით მეჩითიშვილი.
ქვ. ხვითის უბანი #73 - თამაზ მაისურაძე.
ქიწნისის უბანი #77 - ზაქარია ქობლიანიძე.

ახალი ამბები