კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის ხმაურიანი არჩევნები ავისმომასწავებელი ,,სიმშვიდის ფონზე“

21 მაისი, 2008

დილის 7 საათიდანვე გორის ცენტრი საარჩევნო ხმაურმა მოიცვა. 8-ის ნახევარზე გორის უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა რესპუბლიკელის“ წარმომადგენელს ლექსო ვალიაურს დიდი ,,რესპუბლიკელობა“ დასწამეს ცილად და უბანზე არ შეუშვეს - ორი ,,რესპუბლიკელი“ არ შეიძლება უბანზეო. ,,ნაციონალები“ უბნებზე ოპოზიციური პარტიების და დამკვირვებლების შეუთანხმებლობაზე უკვე ქილიკობენ. რამდენიმე უბანზე სხვათა შორის, დამკვირვებელთა საჩივრებს ზოგიერთი ოპოზიციონერი არ ეთანხმება.

გორის რაიონის სოფელ კვარხეთიდან „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი უბნიდან დაითხოვეს. ამავე უბანზე ,,ლეიბორისტის“ დაწერილ საჩივარს კი არ იციან რა უქნან. ,,დაწერა საჩივარი, დადო მაგიდაზე და წავიდაო“ - ამბობენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

,,არბოში, დიცში, კვარხეთში მძიმე მდგომარეობაა. მასიურად ყრიან 3-3 და 4-4 ბიულეტენს ერთად“,  - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი სოსო ბორცვაძე.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ დიცში კომისიის თავმჯდომარე ლევან მინდიაშვილი მოხსნეს. მას საჩივარი ,,ახალი თაობა - ახალმა ინიციატივამ“ დაუწერა, რომელსაც უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებელი დაემოწმა. მანამდე კომისიის თავმჯდომარე ლევან მინდიაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის მოხსნასაც ითხოვდა. როგორც გავარკვიეთ, კომისიის თავმჯდომარის მიმართ საჩივარს გაერთიანებული ოპოზიციაც ცალკე წერდა.  თავმჯდომარის გაღიზიანების მიზეზი სწორედ ოპოზიციის საჩივარი გახდა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა არ იცოდა თავისი ვინაობა, თუ საიდან იყო.

დიცში ოპოზიციის საჩივარი არასამთავრობოების საჩივრისგან მკვეთრად განსხვავდება. მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, თითქოს იქ ისეთი სიტუაცია არ იყო, როგორსაც ,,ახალი თაობა- ახალი ინიციატივა“ ხატავს. გორში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი დააშინეს.

დილის 11 საათისთვის სოფელ მეღვრეკისში ვითარება დაიძაბა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ. აქაც საჩივრის მიზეზი რამდენიმე ბიულეტენის ერთდროულად ჩაყრის მცდელობა გახდა. საბოლოოდ, რეგისტრატორს მიეცა გაფრთხილება, რომ ამომრჩეველს ზედმეტი ბიულეტენები აღარ მისცეს.

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 12 საათისათვის ვერ ათანხმებდნენ, თუ რამდენი მისული ამომრჩეველი დაეფიქსირებინათ  სადემონსტრაციო ფურცელზე. კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ უბანზე 311 ამომრჩეველი იყო მისული, ხოლო დამკვირვებლებს დათვლილი ჰქონდათ, რომ ყუთში 237 ბიულეტენია ჩაყრილი.

გორის მე-3 უბანზე ,,რესპუბლიკური“ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის დავით რაზმაძის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ფაქტი, რომ საკრებულოს წევრი ეწეოდა აგიტაციას. რაზმაძის განცხადებით, ეს არის საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის უხეში დარღვევა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები