კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები

24 მაისი, 2008

დამკვირვებლები: ივარ დალე, ოგე ბორჩგრევინკი; ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი/“ ადამიანის უფლებათა ცენტრი“


2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, რუსმა მშვიდობის მყოფელებმა, დაახლოებით 14:00 საათზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოფელ ხურჩაში, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სროლა ისმოდა. ქართული ტელევიზიების განცხადებით, ავტობუსები, რომლებითაც ქართველი ამომრჩევლები დე-ფაქტო აფხაზური ტერიტორიიდან ხურჩაში ხმის მისაცემად მიყავდათ, ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს. ტელევიზიით აჩვენეს დრამატული კადრები თუ როგორ იწვოდა ავტობუსები და დაპანიკებული ხალხი გარბოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და სროლების შედეგად დაჭრილი ადგილობრივი ქალბატონი საავადმყოფოში მოინახულა. როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა ტელევიზიებმა ეს უბედური შემთხვევა ფართოდ გააშუქეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულ აფეთქებაში აფხაზურ მხარეს ადანაშაულებდნენ, რომელსაც, აფეთქების მოწყობაში რუსეთიც უჭერდა მხარს.

დამკვირვებლები ხურჩაში 22 მაისს, არჩევნების მეორე დღეს, დილის 11:00 საათზე ჩავიდნენ. ისინი გაესაუბრნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ოფიციალურ პირებს და საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებს და შემდეგი ინფორმაცია მიიღეს:

ავტობუსებს აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნამდვილად გადმოჰყავდა ამომრჩევლები. თუმცა ისინი არ წასულან საარჩევნო უბნების მიმართულებით; ამომრჩევლები ავტობუსით სპორტულ მოედანზე მიიყვანეს, რომელიც დე-ფაქტო საზღვართან ახლოს მდებარეობს. სტადიონზე ჟურნალისტებისა და ტელე-რეპორტიორების დიდი ნაწილი იყო მობილიზებული. მათ აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსული ქართველები უნდა  გადაეღოთ. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლა ატყდა და ხალხი მიწაზე დაწვა; შემდეგ სამი თუ ოთხი ყუმბარა ესროლეს ავტობუსებს. ამას ისევ მოყვა სროლა; ქართველი ჯარისკაცები და უშიშროების სამსახურის ოფიცრები აფხაზეთის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით ისროდნენ.

დამკვირვებლებმა აფეთქების ადგილი საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის სამხედრო ექსპერტ ანდრეს ტენბორგთან ერთად დაათვალიერეს. ექსპერტის განცხადებით, ორი ავტობუსიდან უფრო მცირე ზომისას სავარაუდოდ ესროლეს  UGL  ტიპის ნაღმმტყორცნიდან, რომელსაც საკმაოდ მცირე ზომის მოქმედების არეალი გააჩნია და საჭიროებს მსროლელის განსაკუთრებულ სიზუსტეს. უფრო დიდი ზომის ავტობუსი სავარაუდოდ RPG ტიპის ყუმბარმტყორცნიდან ააფეთქეს და ის უფრო სერიოზულად იყო დაზიანებული. ერთ-ერთი ყუმბარა სროლისას მიზანს ასცდა და ის დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით მიწას მოხვდა, რომლის მიხედვით შესაძლებელია ყუმბარმტყორცნის მიმართულების დადგენა. დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ყუმბარები ისროლეს სტადიონის შორეული კუთხიდან, ავტობუსებიდან დაახლოებით ასი მეტრის მოშორებით. იმ ადგილზე, საიდანაც, სავარაუდოდ, ყუმბარები ისროლეს აღმოჩენილია სამი სხვადასხვა სახეობის საბჭოთა წარმოების ვაზნები - AKM, AK74 და PKM. ამ კალიბრის ვაზნებს იყენებდა როგორც აფხაზური, ისევე ქართული მხარე. სოფელ ხურჩის გამგებელმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ ის კი გვითხრა, რომ ქართველების ენგურის გაღმა ტერიტორიიდან ტრანსპორტირება მისი ორგანიზებული არ იყო. გაუგებარია, ვინ იყო ამომრჩეველთა გადმოყვანის ორგანიზატორი, თუმცა როგორც სოფლის გამგებელი ამტკიცებს, მასში არც ადგილობრივ საჯარო მოხელეებს და არც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ მიუღიათ მონაწილეობა.

ინციდენტის შემდეგ გაჩენილი კითხვები

ადგილობრივი თვითმხილველების ახსნა-განმარტებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უშიშროების თანამშრომლები სროლის დაწყების დროს უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ; ან -  ძალიან მალე მოვიდნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უმოკლეს ხანში მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. სოფელი ხურჩა მდებარეობს დემილიტარიზებულ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სამხედრო განაყოფები იქ არ არიან განლაგებულები. უახლოესი სამხედრო ბაზა აფეთქების ადგილიდან 15 წუთის სავალზეა. გარდა იმისა, რომ ინფორმაციის გადაცემასაც გარკვეული დრო სჭირდება.

იშვიათი და დრამატული ფაქტი მაშინ მოხდა, როცა ადგილზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით ტელე-ჟურნალისტები, რომლებსაც წინასწარ დადგმული მედია შოუ უნდა გადაეღოთ. აღნიშნული გეგმის მიზანი იყო ტელევიზიებისა და მოსახლეობის ყურადღება საქართველოს მასშტაბით მოქმედ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევებიდან ტრაგიკულ ფაქტზე გადაეტანათ.

ყველა ადგილობრივი თვითმხილველი აცხადებს, რომ აფეთქება ქართული მხარიდან იყო ორგანიზებული.  იმასაც აღნიშნავენ, რომ მათდა გასაოცრად, ენგურს გაღმიდან გადმოყვანილი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე კი არ წაიყვანეს, არამედ სტადიონზე, სადაც უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა; მათ არც ის იციან ვინ იყო ამ ხალხის ავტობუსებით გადმოყვანის ორგანიზატორი. საოცარია ისიც, რომ აფეთქების ადგილზე უმოკლეს დროში გაჩნდნენ ქართველი საჯარისო განაყოფები.

ყუმბარები ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი უმოკლესი მანძილიდან.

საოცარია, რომ აფეთქება მოხდა წინასწარ დადგმული მედია შოუს დროს, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოქმედებებს.  ამ ყველაფერთან დაკავშირებით არჩევნების დღეს სააკაშვილმა კვლავ გააკეთა სატელევიზიო განცხადებები.

საოცარია ისიც, რომ ენგურს გაღმიდან ამომრჩევლების გადმოყვანა არ იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სერიოზული, დამოუკიდებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  და დაადგინოს აფეთქებაში მონაწილე ადამიანები. თუ ეს ყველაფერი ნამდვილად საქართველოს მთავრობის მიერ არის მოწყობილი, მაშინ აღნიშნული უბედური შემთხვევა ცინიზმის მორიგი მაგალითია, რომელიც თამაშობს აფხაზური კონფლიქტის მსხვერპლთა ბედ-იღბალზე; რისკავს თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს პოლიტიკური ქულების დასაწერად.

 

ახალი ამბები