კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წარსულში დარჩენილი დაპირებები

29 მაისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

არჩევნებს იგებს დაპირებები, განწყობა, რომ მომავალში ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც შეიცვლება სასიკეთოდ. ადამიანები ხმას აძლევენ ხვალინდელ დღეს.  წინასაარჩევნოდ  კი, კანდიდატებისგან დაგებული გზებისა თუ განათებული ქუჩების სახით „ავანსს“ იღებენ. არჩევნების შემდეგ კი, დაპირებები წარსულში რჩება და ამომრჩეველი ისევ დანგრეულ გზებსა და ჩაბნელებულ ქუჩებში დადის.

     

„ასე იყო ყოველთვის და ამჯერადაც არაფერი შეცვლილა. დღე ერთი იყო და „ნაციონალები“ ასჯერ მოდიოდნენ. სპორტული მოედნისა და გზის მოპირკეთებას დაგვპირდნენ. სამშენებლო მასალებიც მოიტანეს და დაყარეს. დღესაც ყველაფერი იმ ადგილზე ყრია. სამაგიეროდ, არჩევნების დღეს აქტიურობდნენ. „მარშრუტკებით“ გადაყავდათ ამომრჩეველი და საარჩევნო უბანზე მისვლამდე დაპირებებით აბრუებდნენ“, - ამბობენ ხარებავას ქუჩის მცხოვრებნი.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა, სახელისუფლებო პარტიის გამარჯვებით დასრულდა. საზოგადოების ერთი ნაწილი შედეგებით კმაყოფილია, მეორე - უკმაყოფილო.

„თუკი მე, ჩემმა მეზობლებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა და იმათმა ახლობლებმაც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მივეცით, ხელისუფლებამ როგორ გაიმარჯვა? ეს იყო გაყალბება. უბრალოდ, ამ არჩევნებზე ცოტა ამომრჩეველი მოვიდა და გაყალბების პროცენტიც დაბალი იყო. დავიღალეთ სიცრუეში ცხოვრებით. წლები გადის ამ ტყუილებსა და დაპირებებში. რეალურად კი, არაფერი იცვლება. არჩევნების მეორე დღესვე ჩააბნელეს ქუჩები, ტაძრები და უბნებში დაპირებული გზების ნაცვლად დღეს მხოლოდ ქვიშის გორებია“, - ამბობს ქუთაისელი თამაზ კაპანაძე.

 არჩევნებმა, რომელსაც ქუთაისში (ისევე როგორც მთელ საქართველოში) მთელი სერიოზულობით დააკვირდა ეუთო, გაერო და სხვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საზოგადოება გაწბილებული დატოვა. არჩევნებზე, სადაც მოხუცებმა ხმა ღირსეულ მომავალს, ხოლო ათასობით უმუშევარმა სამუშაო ადგილების შექმნას მისცა, 45,9%-ით სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელსაც ოპოზიციონერი კანდიდატები ხმების მისაკუთრებაში ედავებიან, მილოცვები უკვე მიიღო. აკაკი ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისელები მას ენდნენ და მხარი დაუჭირეს.

მანამდე კი, წინასაარჩევნოდ, საქართველოს მეორე დედაქალაქად მონათლულ ქუთაისში მოსახლეობა ჩაბნელებული ქუჩების გარდა, უწყლობასაც უჩივის. ამას ემატება გადათხრილი ქუჩები, რომელსაც 21 მაისის ღამეს „ნაციონალების“ მხარდამჭერებისთვის ხელი არ შეუშლია, ქალაქი გაბმული საყვირებითა და დროშების ფრიალით შემოერბინათ.

 

ახალი ამბები