კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუაღელეში ხალხს ხიდი სჭირდება

18 ივნისი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ქობულეთის რაიონ სოფელ შუაღელეში 20-მდე ოჯახი, სოფელს უხიდობის გამოა მოწყვეტილი. მოსახლეობამ მდინარეზე ხიდი თვითონვე გააკეთა, თუმცა ყოველი წვიმის დროს, ხიდი წყალს მიაქვს. აქაურებისთვის პრობლემა ვერც წინა ხელისუფლებამ  მოაგვარა და ვერც ამჟამინდელმა.

ორი მსხვილი ხის მორი ერთმანეთზე მავთულით არის გადაბმული, ხელის მოსაკიდად კი ბამბუკის გრძელი ჯოხია მიმაგრებული - ეს შუაღელელების მიერ სახელდახელოდ გაკეთებული ხიდია, წვიმასაც რომ ვერ უძლებს და ხუმრობენ კიდეც, რომ მათი ხიდი ავტომატიკაზე მუშაობს: „როცა გაწვიმდება, წყალს ხიდი მიაქვს. შემდეგ ისევ მოვიტანთ, კიდევ გავაკეთებთ. ესეც რომ არ გვქონდეს, წყალში გვიწევს გასვლა და ასე წვალება გვირჩევნია. ამასწინათ, მიცვალებული თოკებით ძლივს გადმოვიყვანეთ. სოფლის სასაფლაოზე რომ მივიდეთ, ეს წყალი უნდა გადავიაროთ“, -ამბობს სოსლან აბაშიძე. აქაურების განცხადებით, ნორმალური ხიდი აქ არც არასდროს ყოფილა.

სოფლის მცხოვრებლები ამ მდინარეს „წყალს“ უწოდებენ, სახელი ამ მდინარეს არა აქვს. „წვიმის დროს  ფეხზე უნდა გაიძრო და ისე უნდა გადახვიდე. ზამთარში წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ, ჩაკეტილები სახლში. მაგრამ სულ ხომ ვერ ჩაიკეტები, ჭირი და ლხინი ზამთარშიც გვაქვს“,  - ჩივიან ადგილობრივები.

     

მოსახლეობამ ქობულეთის რაიონის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა. თუმცა უშედეგოდ. „გვეგონა წინასაარჩევნოდ მაინც მოგვიგვარებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ ამ წელშიც ვერაფერს დაგვპირდნენ სასიკეთოს“, ამბობენ იმედგაცრუებულნი, „2009 წლის ბიუჯეტში შევეცდებით რომ გაგითვალისწინოთო. აჭარის უზენაესი საბჭოს წევრთან,  კობა ხაბაზთანაც ვიყავით. არჩევნების წინა პერიოდში ნაციონალების კანდიდატი ოთარ ხინიკაძეც მოვიდა, თუმცა კი უშედეგოდ“.

სამაგიეროდ, წინასაარჩევნოდ სოფლის გზის ორმოები შენობების ნანგრევი მასალებით შეუვსიათ. თუმცა შუაღელელები იწუნებენ, რადგან „ისეთი ნანგრევებია, რომ აქ მანქანა კი არა ტანკი უნდა გაატარო. ბეტონია და რკინა-არმატურაა შიგ დატოვებული, ნორმალურადაც კი არ გაასწორეს“.


ახალი ამბები