კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული სცემეს

26 ივნისი, 2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

რუსლან პერტაია ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა 20 ივნისს, დილის 4 საათზე სოფელ კახათში, მეგობრის სახლში დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ბრალი პოლიციიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და მართლსაწინააღმდეგო ტარებაში დასდო. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა პერტაია როგორც დაკავების დროს, ისე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში სცემეს.

ნაცემი შვილის ჯინსის შარვლებს მარინე გუგუჩია ჩანთით ატარებს და ჟურნალისტების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლ;ების წინაშე პირობას დებს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტს კანცელარიაში დაუდებს. რუსლან პერტაიას შარვალს სისხლის კვალი დღესაც ატყვია. დასისხლიანებული შარვალი მან დედას ქუთაისის #2 საპყრობილედან გამოუგზავნა. სისხლის ნაკვალევი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ერთ ადგილზეც დარჩა, რომელზეც ბრალდებული ჯერჯერობით არ მიანიშნებს. პოლიციის შენობაში პერტაიამ საკუთარი სისხლის წვეთებით მისივე ინიციალები დატოვა.

დაკავების დღესვე პოლიციის თანამშრომლებმა ნაცემი ეჭვმიტანილი ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ პერტაიას გადაყვანა სტაციონარში მეორე დღესაც აუცილებელი გახდა. ხოლო მას შემდეგ, რაც დაკავებულის ცემის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, პოლიციელებმა იგი ყველასათვის მოულოდნელად არა ჩვეულებრივ ზუგდიდის #4 საპყრობილეში, არამედ ქუთაისის #2 ციხეში გადაიყვანეს.

შვილის ცემის თაობაზე მარინე გუგუჩიამ პირველად მეზობლებისაგან შეიტყო. "რუსლანის საავადმყოფოში მიყვანას შემთხვევით ჩემი მეზობლები შეესწრნენ. შემატყობინეს, რომ იგი სასტიკად იყო ნაცემი და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სანამ ოჯახის წევრები საავადმყოფოში მივიდოდით, ის უკვე იზოლატორში დაუბრუნებიათ. მეორედ კი ჩემი შვილი სასამართლოში მაშინ ვნახე, როდესაც მას პატიმრობა შეუფარდეს. დასისხლიანებული სამოსი, ჩალურჯებული თვალის გუგეები და ჩაშავებული ყელი მაშინვე შევნიშნე".

ბრალდებულის ადვოკატის, თანდილა ჯოლოგუას განცხადებით, რუსლან პერტაია თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

თანდილა ჯოლოგუა: "ბრალდებული ქუთაისის #2 საპყრობილეში 24 ივნისს მოვინახულე. იგი თავს შეუძლოდ გრძნობს, ცემის შედეგად მას თირკმელი აქვს დაზიანებული, სავარაუდოდ თავის ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ვინაიდან პირ-ღებინება გაუხანგრძლივდა. სახისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები ამ დრომდე ემჩნევა. ხოლო რაც შეეხება ავტომატურ იარაღს და ხელყუმბარას, როგორც პერტაიამ თავად განაცხადა, პოლიციელებმა იგი მძინარეს, ლოგინში ჩაუდეს."

ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციელების ყვირილზე ახლადგაღვიძებულ პერტაიას მკლავებში შერჩა, ამაზე განცხადება სასამართლო პროცეზე მან თავად გააკეთა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამავე პროცესზე ეჭვმიტანილმა ის პოლიციელებიც დაასახელა, რომლებმაც იგი სცემეს: ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე რუსლან შამახია და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ახალაია.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით ადვოკატმა სასამართლოს უკვე მიმართა, მაგრამ ამ დრომდე იგი არ ჩატარებულა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში კი რუსლან პერტაიას მიმართ აღძრულია ს.ს.ს 236-ე მუხლის I და II ნაწილებით, 353-ე მუხლის I ნაწილით.

დაკავებულია ასევე იმ ოჯახის უფროსი, სადაც პერტაია იმყოფებოდა. აკობიას ბრალი ავტომატური იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლებით წაუყენეს. იგი ამჟამად ზუგდიდის #4 საპყრობილეშია მოთავსებული.


ახალი ამბები