კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო დემოკრატიას გაყალბებული არჩევნებით აშენებს

1 ივლისი, 2008

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ჯეფრი სილვერმენი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)


მაინტერესებს, ევროსაბჭოც იმავე საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს თუ ეს სხვა ქვეყნის არჩევნებზე მომზადებული ანგარიშია და ევროსაბჭომ ინფორმაცია მხოლოდ გამოიყენა. ნათელია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ვერ  ან არ შენიშნა გაცილებით მნიშვნელოვანი დარღვევები და ვერ იგებს, რომ საქართველოში დემოკრატია ჯერ კიდევ შორეული ოცნებაა.

25 ივნისს ევროსაბჭოს წევრებმა 21 მაისის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისგან ბევრი კითხვა ჩნდება, ასევე თავს იჩენს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებებიც.  განსაკუთრებით, როდესაც ამ დასკვნებს იმ ანგარიშს ვადარებთ, რომელიც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოამზადა.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს დასაკვირვებლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ 30 წევრისაგან შემდგარი კომიტეტი ჩამოაყალიბა. სპეცკომიტეტის თავჯდომარემ, მათიას იორშმა არჩევნები დადებითად შეაფასა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას თავისი რეკომენდაციები გაუგზავნა.

იორშმა დადებითად შეაფასა ის ფაქტით, რომ საქართველოში საარჩევნო ბარიერმა 7%-დან 5%-მდე დაიწია თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნების წინ მოწინააღმდეგე პარტიებს შორის ასეთი  დაძაბულობა აღარ უნდა იყოს. იორშმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მთავრობასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დიალოგი დაწყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე იორში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდა. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება მისი შეფასებისაგან საკმაოდ განსხვავდება; მათ შორის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ივნისის დასაწყსიში მომზადებული ალტერნატიული ანგარიში „უპრეცედენტო სისასტიკე და საარჩევნო გაყალბები“. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.humanrights.ge

საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო შეფასებით, ამ არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად მიეცა შანსი, მრავალრიცხოვანი პარტიებიდან ერთ-ერთი აერჩიათ. ასევე აქ ნათქვამია, რომ სამთავრობო და ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობდნენ, საარჩევნო კამპანიები ეუთოსა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების მიხედვით ჩაეტარებინათ.

ამასთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა იმ პრობლემების ნუსხა, რომელთა გამოც საპარლამენტო არჩევნები  არასრულყოფილად ჩატარდა.
აღინიშნა, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მკაცრად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის პირობებში; მოწინააღმდეგე პარტიები არ ენდობოდნენ ერთმანეთს, ხოლო მოსახლეობა საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. 2007 წლის ნოემბერში დაწყებული კრიზისი მაისშიც გაგრძელდა, მაგრამ არა ისეთი სიმკვეთრით, როგორც ეს 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეინიშნებოდა.

ასევე გათვალისწინებული იყო რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის გაძლიერების მიზნით, რაც თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა. ამას გარდა, აპრილში გამართულ ბუქარესტის სამიტზე ნატომ გარანტია მისცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე. ამ სიტუაციამ საკმაოდ დაძაბა პოლიტიკური გარემო ქვეყანაში.

საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარების გამო  ხელისუფლებას მოუწია, ერთდროულად  ეზრუნა, როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე, ასევე  საარჩევნო პროცესსა და იმ პოლიტიკურ რეფორმებზეც, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს არა მარტო დემოკრატიის მშენებლობის, არამედ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანის თვალსაზრისით.

ჩნდება კითხვა, ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასა და მაპის  მიღებისათვის ბრძოლა ზეგავლენას ხომ არ ახდენს საარჩევნო ანგარიშების შინაარსზე? თუ ასე მივუდგებით საკითხს, ანგარიშები უფრო დიდი გეოპოლიტიკური გათვლების საფუძველზეა შექმნილი. ფაქტობრივად, ანგარიშები არ შეიცავენ ინფორმაციას იმ პოლიტიკურ რელობასა და არჩევნების გაყალბების ადგილობრივ ხერხებზე, რომელიც საქართველოში არსებობს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კომიტეტი შეშფოთებულია მოსახლეობაში არჩევნების მიმართ ნდობის დაბალი დონით. ასევე შეშფოთებულია   საარჩევნო სისტემაში შესული ცვლილებებითა და წამყვანი პოლიტიკური პარტიებს შორის კონსესუსის არარსებობით. ნათელია, რომ ამჟამად მოსახლეობას საარჩევნო პროცესისადმი ძალიან დაბალი ნდობა აქვს.

საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინსიტრაციისადმი ღრმა ნდობის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ შემთხვევაში დასანანია, რომ არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქეთა დემოკრატიული პოტენციალი ბოლომდე არ არის წარმოჩენილი.

სპეციალური კომიტეტის რჩევით, საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსდგენად უნდა გაკეთდეს:
• ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა საერთაშორისო და ადგილობრივ არაპარტიულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა შეაფასოს შეცვლილი საარჩევნო კოდექსი, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა.
• ახლადარჩეული პარლამენტმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და როგორც კი პარლამენტი მუშაობას შეუდგება, უნდა გამართოს  გამჭვირვალე და ნაყოფიერი კონსულტაციები საარჩევნო კანონმდებლობის საფუძვლიანი გადახედვის მიზნით; კონსულტაციების დროს უნდა გაითვალისწინონ ყველა არსებული რეკომენდაცია, რაც საბოლოოდ მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ეს პროცესი უნდა ემყარებოდეს საჯარო კონსესუსს და მასზე მუშაობა სავარაუდოდ, 2008 წელსვე უნდა დასრულდეს, რათა მომავალი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ის უკვე სრულყოფილი სახით იყოს წარმოდგენილი.
• ევროსაბჭოს ვენეციის კომისია დასაწყისიდანვე უნდა ჩაერთოს ამ რეფორმის დამუშავების პროცესში;
• მაჟორიტარ კანდიდატებს არჩევნებში ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც პროპორციული სისტემის კანდიდატებს;
• კვლავაც დეტალურად უნდა გადაიხედოს ამომრჩეველთა სიები და უნდა ჩასწორდეს მომავალ არჩევნებამდე;
• საჩივრებისა და სარჩელების მიღების დრო უნდა გაიზარდოს იმდენად, რომ მომჩივანს ჰქონდეს საშუალება სხვადასხვა ისტანციებს საჩივრით მიმართოს. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ სარჩელის წარდგენის ვადა შესაძლოა არჩევნების შემდეგ 30 დღემდე გაიზარდოს;
• ყველა დაფიქსირებული დარღვევა უნდა გამოიძიონ და საზოგადოებამ უნდა შეიტყოს გამოძიებების კონკრეტული შედეგების შესახებ.

2008 წლის ივნისში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები“ არის  საპარლამენტო არჩევნების  შედეგების ალტერნატიული და კრიტიკული შეფასება. ეს ანგარიში ბევრი თვალსაზრისით რადიკალურად უპირისპირდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშს. ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო (დაფიქსირდა გაყალბების უამრავი შემთხვევა). არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმებს. ევროსაბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის საერთო საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას ბოლოდროინდელი განცხადებები იგივეს თქმის საშუალებას იძლევა.

მედია საშუალებები იუწყებიან, რომ სოლანა უკმაყოფილოა ქართული დემოკრატიის ხარისხით. სოლანამ მაისის თვეში ფრანგულ რადიოსთვის გააკეთა კომენტარი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი უამრავი დარღვევის შესახებ. უფრო მეტიც, სოლანამ აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, ხოლო მედია მთავრობის კონტროლის ქვეშაა.

საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში მინიშნებულია, რომ აღმოჩენილია  რიგი დარღვევებისა, რის გამოც ბოლო ქართული არჩევნები ბოლომდე არ აკმაყოფილებდა ,,საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბოლო არჩევნებით შეჩერდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების განვითარება. საქართველო, რომელსაც ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მსოფლიოში იცნობდნენ, დემოკრატიის შუქურად და რეფორმების ქვეყნად, განვითარებადი, ზიმბაბვეს მსგავსი მესამე მსოფლიოს ერთპარტიული დიქტატურის მქონე ქვეყნის პოლიტიკურ სტატუსს დაუბრუნდა.

საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში არაფერია ნათქვამი პოლიტიკური ძალადობის იმ ფაქტებზე, როლებიც მრავლად იყო წინასაარჩეევნოდ,  არჩევნების დღეს კი მათმა რაოდენობამ პიკს მიაღწია და დღესაც, არჩევნების შემდგომ, არასტაბილურ და დაძაბულ  პერიოდშიც გრძელდება ცემის, მუქრის და სხვა სადამსჯელო ღონისძიებების სახით.

სამხედრო სფეროზე, პოლიციაზე, სპეცრაზმსა და დაზვერვაზე ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დახარჯულმა უამრავმა თანხამ თავისი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზეც. ქვეყანაში შეზღუდულია პრესის თავისუფლება და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები. 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციაზე თავდავსხმა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო; ახლა უკვე ცხადია, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციამ არაკანონიერი გზებით წარმატებით მოახერხა საკუთარი ხელისუფლების გადარჩენა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მეტად აქტიური უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმების საქართველოში განხორციელების მონიტორინგისას. მრავალი წელი და ძალისხმევა დაჭირდება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC) იმედს იტოვებს, რომ მის მიერ მომზადებულ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები და საქმის მასალები ყველასათვის ნათელს გახდის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად დემოკრატიული გახდეს.

 

 

 

ახალი ამბები