კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კვლევას აქვეყნებს

6 აგვისტო, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 5 აგვისტოს კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. სასტუმრო „ამბასადორში“ „ინფორმაციასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის“ მესამე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

გამოცემა ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების თემის აქტუალიზაციას და პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი კვლევა მოიცავს 2005 წლის მაისიდან 2008 წლის თებერვლამდე ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომლებზეც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არსებობს.

საია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავების ინიცირებას და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს 2003 წლიდან ახდენს. კვლევის ავტორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრის, თამარ კორძაიას თქმით,  ეს  მიზნად ისახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან განვითარებული სასამართლო პრაქტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენას.
 
„დღეს წარმოდგენილი გამოცემა მესამეა. მართალია სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული განმარტებები ვითარდება, მაგრამ პრობლემები ძალიან ბევრი რჩება. იგივე პერსონალური და პირადი მონაცემების  მოთხოვნასთან დაკავშირებით, ან საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილების მცნების განმარტებასთან დაკავშირებით. ან საერთოდ, გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით და ა.შ. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევიან. თუმცა არის პოზიტიური ძვრებიც. მაგალითად, სასამართლოს მიერ განხილულ საქმეთა  რაოდენობა“.

თამარ კორძაია ყურადღებას კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აღიარებს ღიაობის ვალდებულებას, თუმცა მისი ამოქმედების შემდეგ, ცვლილება ძალიან ბევრ კანონში შევიდა და ძალიან ბევრმა კანონმა ინფორმაცია დახურა. შესაბამისად, ახალ მიღებული კანონზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ღიაობის ვალდებულება არ ვრცელდება. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად ძალიან ბევრი, თავის შინაარსით ღია ინფორმაციის დახურვა მოხდა. 
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების ხშირ დაუსაბუთებლობას შეეხება.

„სასამართლო არ ითვალისწინებს ზიანის ტესტს, რომელიც იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის ინფორმაცია დახურული. რომ იხურება, რა ღირებულების დაცვის მიზნით იხურება, არის თუ არა ეს ღირებულება უფრო აღმატებული, ვიდრე ინფორმაცის თავისუფლება?“

ინფორმაციის გაცემა საჯარო სამსახურებს დიდად არ უყვართ და ეს პრობლემა ყველა ჟურნალისტისთვის კარგად ნაცნობია. თამარ კორძაია საკუთარ პრაქტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლებად დასაბუთებულად უარს სახელმწიფოს საიდუმლოებების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე ამბობენ.

თუმცა ის ფაქტი, რომ განხილულ საქმეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს თემა აქტუალურია, საზოგადოება კი დაინტერესებული.

თამარ კორძაია: „საზოგადოების აქტივობა სწორედ სტატისტიკაში ჩანს. სასამართლო დავების რაოდენობა გაიზარდა. სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე 195 გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ 2005- 2008-მდე წლებში, 145 გადაწყვეტილება მიიღეს. ეს კი მნიშვნელოვანი მიღწევაა“.

ახალი ამბები