კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარბის მოსახლეობა მზად არის რუსეთს სტრასბურგში უჩივლოს

15 სექტემბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

წითელი ჯვრის საზოგადოებამ კარბის მოსახლეობას სპეციალური ტომრები გადასცა, რითიც გარდაცვლილების ჩასვენება და შემდეგ სოფლის გარეთ სასაფლაოზე მათი დაკრძალვა მოხდება. სოფლის რწმუნებულის ვასიკო თევდორაშვილის განცხადებით, სოფელში ამჟამად 6 გარდაცვლილია სხვადასხვა ადგილას დამარხული, ხოლო დანარჩენი ორი საავადმყოფოში მიყვანისისას გარდაიცვალა. 6-ვე გარდაცვლილი მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, საკუთარ ბაღებში ტანსაცმლის ამარა თითქმის მიწის ზედაპირზე დაკრძალა.

დიდი სიცხის პირობებში და კიდევ იმის გამო, რომ ცხედრების მიწაში ღრმად დაკრძალვა  ხალხმა ვერ მოასწრო, სოფელში უკვე ეპიდემიის საშიშროება შეიქმნა. ამის გამო, მერეთის მოსახლეობამ დახმარებისათვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რათა ბაღებიდან ცხედრების გადასაყვანად სპეციალური ტანსაცმელი მაინც გამოეყოთ, რადგან მომხდარიყო ცხედრების გაპატიოსნება.

კარბი მერეთის საკრებულოში შედის და გორის რაიონის სოფლებიდან ყველაზე მეტად სწორედ იგია დაზიანებული.

ვასიკო თევდორაშვილი:  (სოფლის რწმუნებული) ,,სოფელში „დაძაბული სიმშვიდეა“. 30 წლამდე მოსახლეობა ჯერ არ არის შემოსული. ბავშვებისა და ახალგაზრდების გარდა ყველა უკვე სოფელშია დაბრუნებული. დაძაბულობა თავისთავად არსებობს, რადგან არავინ იცის ოსი როდის შემოვა ძარცვის თუ ყაჩაღობის მიზნით. ტრანსპორტი ჩვეულებრივ დადის".

- რამდენი სახლია დაზიანებული? როგორც ამბობენ კარბი პირდაპირ პოლიგონად იყო ქცეული საომარი მოქმედებების დროს...

- დაახლოებით 25 სახლია დანგრეული. მათ შორის დამწვარი და მთლიანად მიწასთან გასწორებული რამდენიმეა. რაც შეეხება დანარჩენ სახლებს, სულ ყველა სახლს დაზიანებული აქვს როგორც სახურავი, ასევე ფანჯრები. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გორის რაიონში თითქმის ყველაზე ძალიან სწორედ  კარბია დაზიანებული.

- უკან დაბრუნებულ მოსახლეობა რით იკვებება?

- ჯერ არც ერთი  მაღაზია არ არის გახსნილი. ამას ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი, გორიდან პროდუქტის შეტანა ჭირს, მეორეც მძარცველები სწორედ მაღაზიებს დაუწყებენ ძარცვას. გორიდან ჰუმანიტარული დახმარება შეგვაქვს. მართალია, ყოველდღე ვერ, მაგრამ ფქვილის, მაკარონის, ზეთოს შეტანას  ორ დღეში ერთხელ მაინც ვახერხებთ ხოლმე".

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, რომელიც დაახლოებით 30- წლისაა და თითქმის არ მიუტოვებია საკუთარი კერა, აცხადებს რომ დაძაბული სიტუაცია ყველაფერს ხელს უშლის. კარბელების განცხადებით, ვინც ჯერ სოფელში არ შესულა და კარვების ქალაქში ცხოვრობს,  რომ სოფელში დაბრუნებისთანავე ,,ფეხზე დადგებიან" და სოფლის მეურნეობას მიხედავენ.

როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის საჩივრების საფუძველზე სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. კარბელები მზად არიან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სტრასბურგში იჩივლონ.

ახალი ამბები