კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოტყუებული მეწარმეები

15 ოქტომბერი, 2008

„იაფი კრედიტის“ პროგრამა ხელისუფლების  წინასაარჩევნო პიარი იყო”.

 
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

საპარლამენტო არჩევნების წინ, აჭარაში ხელისუფლებამ იაფი კრედიტების გაცემის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. პროგრამაში აჭარაში მოღვაწე მეწარმეების უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ რეპორტაჟიც გავიდა, როგორც გამარჯვებული პროექტის ავტორზე. მეწარმეები, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ 5 მილიონიან კრედიტის აღების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, თავს მოტყუებულად გრძნობენ.

კრედიტის მოსაპოვებლად პროექტში „ცისკარა 2000“-ც მონაწილეობდა. „ჩვენი ბიზნეს გეგმა-პროექტი პროტეინის წარმოებას ეხებოდა. პროტეინი მეცხოველეობის, მეთევზეობისა და მეფრინველეობისთვის შეუცვლელი პროდუქტია და ეს პროდუქცია ჩვენში თურქეთიდან შემოაქვთ. ამ პროდუქციის საცდელი პარტიაც მქონდა გამოშვებული. ჩვენი ნაწარმი პროდუქცია კი, თურქეთისას ხარისხითაც სჯობდა და შედეგიც უფრო მაღალი იყო. თან ძალიან ხელსაყრელ ფასად გვინდოდა მიგვეწოდებინა“ - აცხადებს პროექტის ავტორი თედორაძე.

აღნიშნულ პროექტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ვარშალომიძის მხრიდან მოწონებაც დაუმსახურებია. „არა ერთი შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან. ერთ-ერთზე ლევან ვარშალომიძემ, ჩემი პროექტი ხელში აიღო, შეხვედრაზე მყოფ მეწარმეებთან წარმადგინა და საუკეთესო პროექტი აქვსო. ამ შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკური განვითარების მინისტრიც. ჩემი პროექტი ქედის რაიონის 150 ოჯახის დასაქმებას ითვალისწინებდა. ამ რაიონში, ამჟამად 87 საკალმახე მეურნეობაა დაარსებული, რომლებიც ჩვენი საკვებით, უფრო იაფად მომარაგდებოდნენ, ვიდრე ახლა იძენენ. ჩვენ მათი წარმოების ხელშეწყობას ვაპირებდით  -  უკვე მოლაპარაკებული ვიყავით ფირმა „ნიკორასთან“, რომელიც ჩაიბარებდა წარმოებულ თევზს. ეს ოჯახებიც კმაყოფილნი იქნებოდნენ და ჩვენი ბიზნესიც განვითარდებოდა. ამისთვის იაფი კრედიტის პროგრამაში 317 ათასი ლარი მოვითხოვეთ. 300 ათასზე მეტი უკვე ჩადებულია“.

თედორაძის პროექტის შესახებ გადაცემაც მოამზადა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა. „ჩვენზე გადაცემა რომ გავიდა, როგორც იაფი კრედიტით დაფინანსებულ ფირმაზე, ეჭვი აღარ შემპარვია, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. საპარლამენტო არჩევნები რომ დამთავრდა, არავინ შემეხმიანა. ვერც მე გავარკვიე, პროექტის ბედი ვისთან მომეკითხა“, - აცხადებს თედორაძე.

ფერმერი მიხეილ ბერიძე სოფელ ერგეში რძის გადამამუშავებელი ქარხნის გაფართოებისთვის ითხოვდა კრედიტს. „მთავრობის სხდომაზე გვითხრეს, რომ ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა. შემდეგ ტელევიზიით, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ გვაჩვენეს, თუ როგორ დაფინანსდა ჩვენი წარმოება. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ბლეფი იყო. დღემდე არაფერი ამიღია“.

ბერიძე მხოლოდ ამ კომენტარით იფარგლება, რადგან „ზედმეტი პრობლემები არ მინდა შემექმნას. ალბათ, მომცემენ სესხს...“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ჯორთმენაძე აცხადებს, რომ იაფი კრედიტების გაცემის საკითხი თბილისში ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სპეციალური კომისიაში წყდებოდა: „გარკვეული პროცედურები იყო გასავლელი. მეწარმეებს, ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და საგარანტიო თანხები უნდა წარადგინონ. ჩვენ ვერ გიპასუხებთ, თუ როგორ მოხდა შერჩევა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ეკონომიკის ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ნანობაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა. აღნიშნულმა სამსახურმა კი ერთი კვირის განმავლობაში, ვერ მოახერხა შეთანხმება ნანობაშვილთან კომენტარის ჩასაწერად.

აჭარისათვის ცალკე 5-მილიონიანი კვოტის დაწესება საპარლამენტო არჩევნების წინ ლევან ვარშალომიძის მთავრობის სხდომაზე განცხადებას მოჰყვა. მაშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში უმუშევრობის მიზეზებზე ისაუბრა და ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში მოქმედ სამსახურებში ადგილობრივი კადრების დაბლოკვაში დაადანაშაულა. სწორედ, ვარშალომიძის ამ განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშენიძემ დამატებით სამუშაო ადგილების შესაქმნელად, იაფი კრედიტის გაცემისთვის 5 მილიონლარიანი კვოტა დააწესა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ჯორთმენაძის თქმით, დღემდე 4 მილიონ 200 ათასი ლარის, 14 პროექტი დაფინანსდა.

ახალი ამბები