კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,გამოყრილი," ,,არამორალური" და ,,გაღორებული" დევნილები

20 ოქტომბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

,,გავიდნენ რუსები და მე მოგხედავთ, ხალხო" - ასე თქვა ორჯერ კამერების წინ შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა. კამერების მიღმა კი: - ,,თქვე ღორებო, რით ვერ გაძეხით!" -  მიმართა შიდა ქართლის გუბერნატორმა ავნევიდან და ნულიდან დევნილებს. ამ ინციდენტს რადიო ,,ჰერეთის" ჟურნალისტის რომან ქევხიშვილის აუდიოაპარატურა შეეწირა. სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად გუბერნატორმა რომან ქევხიშვილს აპარატურა დაუბრუნა. აუდიომაგნიტოფონში ვარძელაშვილის ყვირილი მშვენივრად ისმის...

19 ოქტომბერს ვარძელაშვილს კონდოლიზა რაისის მოადგილე დენიელ ფრიდი ესტუმრა. დახურული შეხვედრიდან გამოსულმა  გუბერნატორმა სპეციალურად მიწვეულ ჟურნალისტებს ასეთი კომენტარი მისცა: ,,ვისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე, ქართული სოფლებიდან გამოყრილ მოსახლეობაზე და ეს საკუთარი თვალით ნახა ჩვენმა სტუმარმა", - თქვა ლადო ვარძელაშვილმა. ყველა საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენეს, თუ როგორ შეაფასა შიდა ქართლის მოსახლეობა გუბერნატორმა - ,,გამოყრილები"...ამ ფრაზის გამო  20 საათიან საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკა"-სთვის ვარძელაშვილის ინტერვიუ ხელახლა ჩაიწერეს.

როგორც გითხარით, შიდა ქართლის გუბერნატორმა ჯერ კიდევ 2008 წლის 19 აგვისტოს თქვა: ,,როცა გავლენ რუსები, მე მივხედავ ამ ხალხსო"... 22 აგვისტოს რუსები ქალაქ გორიდან მართლაც გავიდნენ, მაგრამ 23 აგვისტოს ქალაქ გორში დაბრუნებულმა გორელებმა შეიტყვეს, რომ ისინი ჰუმანიტარულ დახმარებებს აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა. პროტესტს გუბერნატორის პროტესტი მოჰყვა: ,,რა მორალური უფლება აქვთ გორელებმა ჰუმანიტარული დახმარებები აიღონ???... ისინი სახლში მაინც დაბრუნდნენ და აღარ ითვლებიან დევნილებად..." - სპეციალურად შემოგვითვალა პრესსამსახურის მეშვეობით გუბერნატორმა.

გუბერნატორის იმედად გორელები აღარ, მაგრამ იმჯერად ბუფერული ზონის მაცხოვრებლები დარჩნენ. მათ გუბერნატორმა ტელევიზიით  6 ოქტომბერს მიმართა. აქაც ტექსტი იგივე - ,,გავიდნენ რუსები ბუფერული ზონიდან და მე მივხედავ ამ ხალხს" - თქვა გუბერნატორმა. რუსები ბუფერული ზონიდანაც  გავიდნენ, თუმცა ლადო ვარძელაშვილისთვის დღეს ისე გადის დღეები ,,უცხოელებთან" შეხვედრაში, რომ მის კაბინეტში მომლოდინე გაჭირვებული ხალხი არც ახსენდება.

,,გუშინწინ ვიყავი მიღებაზე, მითხრა, ხვალ მოდიო. მომდევნო დღეს მივედი, თურმე დასვენების დღე ,,მცხეთობა" ყოფილა, მესამე დღეს მივედი უცხოელები ჰყავს შეხვედრაზეო, არ შემიშვეს. დავიღალე, რამდენჯერ უნდა ჩამოვიდე და შევეცადო გუბერნატორის ნახვას" - გვითხრა სოფელ კარბის მცხოვრებმა. გუბერნატორთან მისი საუბრის თემა დანგრეული სახლია.
ხალხის მღელვარება არც  სოფელ ნიქოზში ცხრება.

გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში ჰუმანიტარული საკვები, მაკარონი და მცირე რაოდენობით ფქვილი 20 დღეში ერთხელ ადის. სოფელი ფაქტობრივად, შუაზეა გაყოფილი, რადგან ქართული პოლიცია მხოლოდ სოფლის ცენტრში დგას, თანაც რამდენიმე მანქანით. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ქართულ პოლიციას ნიქოზელები იცავენ, რადგან ხალხი იმ სახლებშიც შევიდა საცხოვრებლად, რომლებიც საგუშაგოდან დაშორებით, ცხინვალის სიახლოვეს დგას.

,,სანამ ქართულ საგუშაგომდე მივლენ ოსები, მანამდე ჩვენი სახლები უნდა გაიარონ. ვერ გავიგე, იმისთვის შემოგვიშვეს სოფელში, რომ ოსმა შეიარაღებულმა პირებმა გაგვჟლიტონ? სადაც კი ღამე ანთებულ შუქს დაინახავენ, იმ წამში იქ ჩნდებიან, აბრახუნებენ კარზე; ისვრიან, ყვირიან, გვაშინებენ, გვეუბნებიან, წადით ეს თქვენი მიწა-წყალი აღარ არისო... ვისაც გინდა ეწყინოს, მაგრამ სოფელში რომ რუსის ჯარი იდგა, მაშინ უფრო არ დათარეშობდნენ ასე ოსები, ვიდრე ახლა. შეიძლება ჯერ ქართული პოლიცია იდგეს და მერე მოსახლეობა ცხოვრობდეს? გამოდის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოლიციას?" - ამბობენ ნიქოზელები.

 

ახალი ამბები