კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი დევნილები დახმარებას ვერ იღებენ

24 ოქტომბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

დაახლოებით ოთხი თვის წინ ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ დევნილებს  ერთი მარტივი შეკითხვა დაუსვეს. შეკითხვა 14 ლარიან სახელმწიფო დახმარებას   ეხებოდა, რომელსაც საქართველოში დარეგისტრირებული ყველა დევნილი (პატიმარიც და არაპატიმარიც) ერთნაირად იღებს. თანხა პატიმართა ანგარიშზე, ამ შეკითხვის  დასმის შემდეგ აღარ დარიცხულა.

„პატიმრებისთვის უთქვამთ რა გირჩევნიათ, თანხა თქვენ დაგერიცხოთ თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრსო. რა თქმა უნდა, ციხეში მყოფ ადამიანს ურჩევნია გარკვეულ თანხაზე ხელი თვითონ მიუწვდებოდეს, რომ იქვე, ადგილზე ელემენტარულის შეძენა შეძლოს და შიმშილით არ მოკვდეს. ჰოდა, უმრავლესობას უთქვამს, რომ ჩვენ დაგვირიცხეთო. მას შემდეგ ოთხი თვე გავიდა და არც ძველი 14 ლარი და არც გაორმაგებული 28 ლარი არცერთი მათგანის ანგარიშზე არ დარიცხულა. ისედაც საშინელ პირობებში არიან, ნახევრად მშიერი და ახლა ეს უბედურებაც დაემატათ. მათი მდგომარეობა დღეს არავის აღელვებს. მათი გაუსაძლისი პირობების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამას ამბობს. თუმცა, არაფერი იცვლება“,- ამბობს ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრის მეუღლე.

ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც პატიმარი დევნილები არჩევანის წინაშე დააყენა, პატიმრებმა არ იციან. იხსენებენ, რომ „სტუმრებმა“ თქვეს, დევნილთა კომიტეტიდან ვართო.

„ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ლტოლვილთა და განსახლების იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსს დავით აფციაურს ვკითხე. მან მიპასუხა, რომ  სავარაუდოდ, დევნილთა სამინისტოდან იყვნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითონ არაფერ შუაში არიან და ამ საქმეებს უშუალოდ „სახალხო ბანკი“ წყვეტს. მოკლედ, აქ მთავარი ისაა, რომ პატიმრებს თანხა ეკარგება. ის თანხა, რომლითაც ციხეზე რაღაცის ყიდვას ახერხებდნენ. თუ 14 ლარი პატიმართა ანგარიშზე ირიცხებოდა, რატომ არ შეიძლება 28 ლარიც მათ ანგარიშზე ჩაირიცხოს? საინტერესოა, რა არის აქ დასაფიქრებელი?“- ამბობს ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

როგორც ირკვევა, პატიმრებისთვის თანხის ჩარიცხვის პრობლემა მხოლოდ დევნილებს არა აქვთ. თანხა დანარჩენი პატიმრების ანგარიშზეც დაგვიანებით, ხშირ შემთხვევაში კი, საერთოდ არ ირიცხება.

„სხვათაშორის, პატიმრები ახლობლებისგან ჩარიცხულ თანხასაც ვერ იღებენ. ერთ-ერთი პატიმარი მეუბნებოდა, რომ 6 აგვისტოს მერე მის ანგარიშზე ერთი თეთრიც არ ჩარიცხულა. ამდენად, ეს საკითხი გასარკვევია. ჩვენ აუცილებლად მოვიკვლევთ ამ პრობლემას და შესაბამისად, ვიმოქმედებთ“,- ამბობს მანანა მანაგაძე.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაში პატიმარი დევნილების სიები დგინდება, რომელიც უახლოეს დღეებში ციხის მონიტორინგის საბჭოს გადაეცემა.

 

ახალი ამბები