კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ მიიყვანა პატიმარი სიკვდილის პირამდე

20 ნოემბერი, 2008

“HRIDC”-ის მოთხოვნით პატიმარი გაათავისუფლეს

საბა წიწიკაშვილი, გორი

13 ნომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული მიხეილ შატაკიშვილი პატიმრობიდან მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა. პატიმარს 6 წელი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისის მიუსაჯა. მას შემდეგ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. შატაკიშვილის ინტერესებს სასმაართლოზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისის იურისტი ეკა ხუციშვილი იცავდა. ეკა ხუციშვილის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და პატიმარი ვადაზე ადრე გაუშვა პატიმრობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა 2008 წლის 4 ნომბერს მიმართა. მიხეილ შატაკიშვილს პატიმრობა მისჯილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სასამართლოში იურისტმა ეკა ხუციშვილმა სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის მიერ 2008 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობა შუამდგომლობის სახით წარადგინა, რაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს როგორც - მძიმე.

ადვოკატის განმარტებით, შატაკიშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი ავადმყოფობა მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, ეკა ხუციშვილმა სასამართლოსგან მოითხოვა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, ხოლო ალტერნატივის სახით კი, სასჯელის გადავადება მის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

უფრო მძიმე განმარტებას აკეთებს ექსპერტი ირაკლი ბახტაძე. იგი აცხადებს, რომ პატიმარის ჯანმრთელობა მკურნალობას აღარ ექვემდებარება და ფაქტიურად ხდება დაავადებულის სიცოცხლის გარკვეული დროით გახანგრძლივება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი ძიგრაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიხელ შატაკიშვილის გათავისუფლებისა. მისი თქმით, მიხეილ შატაკიშვილი არ არის ისე ავად, რომ მან სასჯელის მოხდა ვერ შესძლოსო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისტი გიორგი ძიგრაშვილი ვერ ამჩნევდა იმ ფაქტს, რომ პატიმარი ციხეში ყოფნის დროს სიკვილის პირამდე მივიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე რეზო ნადოიმ გაითვალისწინა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ეკა ხუციშვილის შუამდგომლობა და მიიღო განაჩენი პატიმრის სრულად გათავისუფლების შესახებ.  დადგენილებით ნაწილში მოსამართლემ მიუთითა: „ადვოკატ ეკა ხუციშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებული მიხეილ შატაკიშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს, “ - წერია დადგენილებაში.

ეკა ხუციშვილის თქმით, „მოსამართლეს შეეძლო პატიმარი მის სრულ გამოჯანმრთელებამდე გაეთავისუფლებინა, მაგრამ მიხეილ შატაკიშვილი განაჩენის მიხედვით, სრულად არის გათავისუფლებული, რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ რომც მოხდეს შატაკიშვილის გამოჯანმრთელება, მისი საპყრობილეში დაბრუნების უფლება აღარავის აქვს."

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისმა გაარკვია, რომ პატიმარი მას შემდეგ დაავადდა მძიმედ, რაც იგი მსჯავრდებული გახდა. აქედან გამომდინარე, ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მიაჩნია, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს იმ ფაქტზე, თუ რატომ მიიყვანეს მსჯავრდებული შატაკიშვილი სიკვდილის პირამდე.

ახალი ამბები