კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაქცეული პატიმრებისთვის დაპირებული შეღავათები აღარავის ახსოვს

25 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

აგვისტოს მოვლენების დროს გაქცეული პატიმრები ქუთაისის ციხეში შიმშილობენ. მათი მოთხოვნა გამოძიების სამართლიანად  წარმათვაა. პატიმრები დაახლოებით ათი დღის წინაც შიმშილობდნენ, მაგრამ ციხის საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ აქცია შეწყვიტეს. იმის გამო, რომ პრობლემები არ მოგვარებულა, შიმშილობა ისევ განახლდა.

12 აგვისტოს ხონის №9 საერთო და მკაცრი დაწესებულებიდან 152 მსჯავრდებული გაიქცა. განსასჯელთა უმრავლესობის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  379-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა (თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან, პატიმრობიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა). გაქცეულთაგან 27 პატიმარს  გამოძიება აღნიშნული დანაშაულის გარდა წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციაში ადანაშაულებს (ს.ს.კ. 378-ე მუხლი). არიან ისეთებიც, ვისაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378 მე-2 მუხლით ედებათ (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, ტარება ან სარგებლობა).  პატიმრები აცხადებენ, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი ჩაუდენიათ და გამოძიება არასწორად წარიმართა.

„ჩვენთან შეხვედრისას პატიმრებმა აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევა ქვეყანაში არსებული საომარი მოქმედებებით იყო განპირობებული. კერძოდ იმ ფაქტით, რომ დაიბომბა დაწესებულების ახლომდებარე ტერიტორია, სამხედრო ბაზა. ირგვლივ ცვიოდა ე.წ. მანათობლები, იბომბებოდა მათი ოჯახების საცხოვრებელი ადგილები და ა. შ. განსასჯელთა მონათხრობის მიხედვით, გამოძიება შეღავათების გამოყენების სანაცვლოდ მათგან თანამშრომლობას და გაქცევის ორგანიზატორების დასახელებას ითხოვს“, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე.

პატიმართა გაქცევის დღესვე მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ პატიმართა ოჯახის წევრებს მიმართა, მიეწვდინათ ხმა მათი ახლობლებისთვის და სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარებოდნენ. გვარამია პირდაპირ ეთერში დაპირდა გაქცეულებს, რომ ამ შემთხვევაში მათ სასჯელი შეუმსუბუქდებოდათ. როგორც ჩანს, დაპირება დაპირებად დარჩა. ერთ-ერთი გაქცეულის მიმართ, რომელიც სამართალდამცავებს გაქცევიდან მესამე დღეს ჩაბარდა, შეღავათები დღემდე არაა გამოყენებული.

„პატიმართა ნაწილი ამბობს, რომ დაკავების დროს დუმილის უფლება გამომძიებლის მითითებით გამოიყენეს. დღეისთვის ისინი გამომძიებლის მიერ შეთავაზებული ჩვენების ხელმოწერით დადასტურებაზე უარს აცხადებენ“, - განმარტავენ სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოში. 

მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები დასავლეთ საქართველოს პროკურატურას საქმის არაობიექტურად გამოძიებაში ადანაშაულებენ.

„შეიძლება, რომ ისინი, ვინც სამართალდამცავებმა დააკავეს და ვინც საკუთარი ნებით ჩაბარდა, ერთნაირად დასაჯონ?! ესაა ქართული მართლმსაჯულება?! პროკურატურა ზეწოლას ახდენს. პატიმრებს სასჯელს „ტენიან“. ეუბნებიან, თქვი, რომ ესა და ეს ადამიანები იყვნენ გაქცევის ორგანიზატორებიო. აი, ასეთი სასამართლო და პროკურატურა გვყავს ჩვენ. ასეთი სამართალდამცავების ხელშია ეს ხალხი“, - ამბობს ერთერთი პატიმრის ახლობელი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც პატიმარები და ასევე ციხის საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფი ითხოვს, შეიქმნას გამოძიების შემსწავლელი კომისია, სწორად წარიმართოს გამოძიება და გაითვალისწინონ დაპირებული შეღავათები, პატიმართა ნაწილს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა.

ახალი ამბები