კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის ადმინისტრაციაში განცხადების ჩაბარებაც პრობლემა ხდება

28 ნოემბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი,გორი

27 ნოემბერს გორის ადმინისტრაციულ შენობაში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“   განცხადების დატოვების საშუალება არ მისცეს. ცენტრი საჩივრითა და შესაბამისი მტკიცებულებებით სახალხო დამცველს მიმართავს.

ომის შედეგად დაზარალებულები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მოსახლეობის დიფერენცირება ხდება. გუბერნატორის მოადგილის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის განცხადებით, მას ვისაც მაღაზია, მანქანა, ტრაქტორი, ბევრი მიწა და რაღაც შემოსავალი აქვს, დახმარება აღარ მიეცემა.

გორის ადმინისტრაციული შენობის წინ ყოველდღიურად უამრავი ხალხია. სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა გუბერნატორს საათობით საშვთა ბიუროსთან ელოდება. ვინც საშვთა ბიუროსთან ვერ ეტევა, გარეთ, სიცივეში იცდის. 

გუბერნატორის განცხადებასთან  დაკავშირებით, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის ოფისი შეეცადა, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წერილობითი ფორმით მიემართა. დაცვამ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს შენობაში შესვლისას, საშვი მოსთხოვა. დაცვის წარმომადგენლებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირიც ეხმარებოდა. ჟურნალისტის თხოვნაზე, დაესახელებინა საკუთარი ვინაობა, მას არაადეკვატური პასუხი ჰქონდა. ,,თუ ჩემი ვინაობა გაინტერესებთ, ახლავე გაგაგებინებთ”, - თქვა და კამერას ხელი აუკრა.

აღსანიშნავია, რომ კანცელარია გორის ადმინისტრაციულ შენობაში მეორე სართულზეა, მაშინ როცა, ის პირველს სართულზე, პირდაპირ შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული, რათა ნებისმიერმა მსურველმა, განცხადება უპრობლემოდ, ყოველგვარი საშვის გარეშე დატოვოს.

იგივე პრობლემა აქვთ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომებთან დაკავშირებითაც. საკრებულოს სხდომები საჯაროა და მასზე დასწრება - თავისუფალი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხდომათა დარბაზში შესვლამდე ჟურნალისტს მაინც საშვის აღება უწევს, რაც სხდომის გასაშუქებლად ბარიერს ქმნის.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრს” ხელთ აქვს ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა. ცენტრი აპირებს, ეს მასალა ყველა შესაბამის ოგანიზაციას გაუგზავნის, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჟუნალისტს ადგილობრივი ხელისუფლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის.

ახალი ამბები