კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთსულიანი ოჯახი ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

8 დეკემბერი, 2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმში, მჟავაძეების ხუთსულინი ოჯახი ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდის. ოჯახს 600 ლარზე მეტი დავალიანება აქვს.  როგორც თავად ამბობენ, ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ მრიცხველი გაფუჭებული იყო და ზედმეტს წერდა. ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მრიცხველის შემოწმების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

ოჯახის წევრი, 80 წლის ქალბატონი დოდო ლაზიშვილი თვეში ორ-სამჯერ დადიოდა კომპანიაში განცხადებითა და საჩივრებით: „ყოველთვიურად შუქს მითიშავენ - ვალი უნდა დაფაროო. ეტაპობრივ გადახდაზე შევუთანხმდი, მიმდინარესთან ერთად, რომ გადამეხადა. ჯერ თანახმა იყვნენ, შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება. თითქოს 1 601 კვ/საათი ელექტრონერგია დამიწვია ერთ თვეში. განა ერთ ოჯახს, სადაც ტელევიზორი და ნათურა ანთია, ამდენის დაწვა შეუძლია?“

„2008 წლის 8 იანვარი _ 1601 კვ/სთ; 2008 წლის 8 თებერვალი _ 1501 კვ/სთ; 2008 წლის 6 მარტი _ 988 კვ/სთ“, ეს სულიკო მჟავანაძის აბონენტის ბარათიდან ამონაწერია, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ბიურომ მოგვაწოდა.

ოჯახის განცხადებით, წინა წლის იგივე დროს დაახლოებით 70 ლარამდე საფასურის ელექტროენერგიას ხარჯავდნენ: „თვეების განმავლობაში ვითხოვდით მრიცხველების შემოწმებას, რადგან ეს ჩემი გადასახადი არ იყო. ალბათ ვიღაცა სარგებლობდა ჩემი ხაზით. თითქოს მოვიდნენ, შეამოწმეს, მაგრამ ჩემთვის არაფერი უპასუხიათ. ხომ უნდა ვიცოდე, რა შედეგია?“.

„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩარკვიანი, პრეზიდენტთან და ლევან ვარშალომიძესთან ერთად იყო მოსული, გაზი შემოიყვანეს ჩვენს ეზოში. ვაჩვენე შუქის გადასახადის ქვითარი, რომ 1 601 კვ.სთ რომ იყო აღნიშნული. ქარხანა ხომ არ გაქვსო, მითხრა ლევან ვარშალომიძემ და დამპირდა გარკვევას, მაგრამ ამაოდ. ქარხანა და ფაბრიკა რომ არ მაქვს, ეს ყველამ იცის და თუ მრიცხველიც ნორმალური იყო 1 601 კვ.-ს როგორ დაწერდა. ან თუ ჩემს ხაზზე ვინმე იჯდა, განა მათ არ უნდა გაარკვიონ?“, - კითხულობს დოდო ლაზიშვილი.

,,ადამინის უფლებათა ცენტრმა“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალს ჯერ კიდევ ოქტომბერში მიმართა, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია, შემოწმდა თუ არა აბონენტ მჟავანაძის მრიცხველი. პასუხი მხოლოდ  ერთი თვის შემდეგ მივიღეთ, სადაც წერია: „გაცნობებთ, რომ ბათუმის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ რამდენჯერმე  გადამოწმდა აბონენტ სულიკო მჟავანაძის აღრიცხვის კვანძი: კარადა გამჭვირვალეა, დგას პირველი კლასის იმპულსული მრიცხველი. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მრიცხველი გახარჯულ ელ.ენერგიას აღრიცხავს ცდომილების დასაშვებ ფარგლებში. ხაზი სუფთაა და დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება“.
აღსანიშნავია, რომ „რამდენჯერმე გადამოწმების მიუხედავად“, ჩვენს პასუხს თან მხოლოდ 29 ოქტომბრის შემოწმების აქტი ერთვის.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიტის ლალი იშხნელიძის განცხადებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებას არღვევს: „სემეკის #20 დადგენილების თანახმად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის გარკვევა, მოთხოვნისთანავე უნდა განხორციელებულიყო და არა თვეების შემდეგ. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების უფლებას დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სწორედ, აღნიშნული დადგენილება იძლევა. კვანძის გაუმართაობა, ან უკანონო მოხმარების შემთხვევა კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების მიერ უნდა დაფიქსირდეს. ეს აბონენტის გასარკვევი ნამდვილად არ არის“

ახალი ამბები