კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამცხე–ჯავახეთის ხუთი ძირითადი პრობლემა

23 დეკემბერი, 2008
 კონფერენციაზე ორი ასპექტი გამოიკვეთა:
 მოსახლეობის მძიმე სოციალური
მდგომარეობა და განათლების დეფიციტი
გულო კოხოძე, ახალქალაქი

ახალქალაქში გაიმართა რეგიონული კონფერენცია, რომლის სახელწოდება იყო:  "მოთმინება, ტოლერანტობა და სამოქალაქო ინტეგრაცია". სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.

"შევიკრიბეთ, რათა რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ღიად და გულახდილად გვესაუბრა", - განაცხადა ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმის თანათავმჯდომარემ მიხეილ კოლიკიდიმ.

კონფერენციას ნინოწმინდისა და ახალქალაქის თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლების პედაგოგები და ჟურნლისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯავახეთის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. გამოიკვეთა ძირითადი ასპექტები -  მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა და განათლების დეფიციტი.

კონფერენციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა შეადგინეს რეზოლუცია, რომელსაც შესაბამის უწყებაში წარადგენენ. რეზოლუციაში შესულია ხუთი ძირითადი პრობლემა, რომლებსაც, შეკრებილთა აზრით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

1. ნაკლები ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის შესწავლას;

2. უმრავლესობა-უმცირესობის დიალოგი, ამ ეტაპზე, საქმის რეალურ ვითარებას ვერ ასახავს. ამის გათვალისწინებით, სასურველი იქნებოდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს ცენტრში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით განიხილავდნენ;

3. ენის არცოდნა ხშირად ხდება სამუშაოს არქონის მიზეზი, რაც, შესაბამისად, ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ოჯახის რჩენისა და  კეთილდღეობის მისაღწევად მოსახლეობა მიდის ემიგრაციაში;

4. სახელმწიფო ენის მასობრივ შესწავლასთან ერთად, ექსტრემალური ღონისძიებების გატარება ესაჭიროება სომხური ენის დაცვის საკითხს;

5. აუცილებელია მრგვალი მაგიდის შექმნა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები: საჯარო სკოლებისათვის მასწავლებელთა მომზადება, ასევე ჯავახეთში არსებულ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო ქართულ-სომხური ფაკულტეტის შექმნა.

მოსახლეობის არასაკმარისი ინტეგრაციის გამო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ხალხის მიგრაციამ მასობრივი სახე მიიღო. "თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ხანდაზმულები არიან. ეს სახელმწიფო ენის არცოდნის ბრალია, - სამუშაო ადგილები ცოტაა, მოსახლეობა ინტეგრირებული არ არის და ამიტომ ფულის საშოვნელად სხვაგან მიდიან", - ამბობს მიხეილ კოლიკიდი.

კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციის სამთავრობო სტრუქტურაში წარდგენის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება წამოჭრილ საკითხებს  ყურადღებას მიაქცევს და გადაწყვეტილებების მიღებასაც არ დააყოვნებენ.

ახალი ამბები