კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსმა ადამიანის უფლებებზე გამარჯვებულები გამოავლინა

23 დეკემბერი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ვებ-პორტალ „humanrights.ge-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად, ადამიანის უფლებებზე მომზადებული საუკეთესო  მედია–ნამუშევრები გამოვლინდა. დაჯილდოვების ცერემონიალი 17 დეკემბერს, თბილისში, გალერეა „კოპალაში“ გაიმართა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ტრადიციულ კონკურსს უკვე მესამე წელია ატარებს.  კონკურსი წელსაც შვეიცარიის საელჩომ დააფინანსა.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, კონკურსის მიზანია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემატიკა წინ წამოიწიოს. „გარდა ამისა, გვინდა, რომ ჟურნალისტებს მხარი დავუჭიროთ. ვიცით, რომ მათი მუშაობა გარკვეულ რისკს უკავშირდება“.

ჟიურის წევრი, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“  წარმომადგებელი ნინო ხარაძე საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც ჟიურის წევრები გამარჯვებულების გამოვლენისას ხელმძღვანელობდნენ. „ყურადღებას ვაქცევდით იმას, თუ რამდენად პროფესიულად არის შესრულებული თემა, დაცულია თუ არა ჟურნალისტური სტანდარტი, რა შეიძლება მივიღოთ ამ სტატიის საფუძველზე და ასე შემდეგ“.

კონკურსი სხვადასხვა ნომიანციაზე გამოცხადდა. საუკეთესო ჟურნალისტურ გამოძიებაში პრიზი ვერიკო თევზაძემ აიღო, რომლის პუბლიკაცია სამსახურიდან გათავისუფლებული ინვალიდების ყოფას შეეხებოდა.  ადამიანის უფლებებზე საუკეთესო სტატიათა ციკლში ემზარ დიასამიძემ გაიმარჯვა, რომელმაც როინ შავაძის მკვლელობის ისტორიას რამდენიმე სტატია მიუძღვნა. საუკეთესო ტელერადიოსიუჟეტის ნომინაციაში გამოვლინდა ნინო ზურიაშვილის დოკუმეტური ფილმი ცრუ მოწმეების შესახებ, ფოტოკონკურსში კი თემო ბარძიმაშვილმა და საბა შენგელიამ გაიმარჯვეს.


ახალი ამბები