კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოწმეებს სიმართლის თქმის ეშინიათ

26 დეკემბერი, 2008

,,ბიჭი ყვიროდა, ნარკოტიკი არ ჩამიდოთო“

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ქობულეთის მკვიდრის პაატა კაიკაციშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მოწმეები არსებობენ, მაგრამ მათ სიმართლის თქმის ეშინიათ. 
კაიკაციშვილი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის ნათესავია 27 ნოემბერს დააკავეს. დასკვნის თანახმად, „მას მარჯვენა ფეხის წინდაში 0,255 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა“. თავად დაკავებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.  იგივეს აცხადებენ თვითმხილველები. უშუალოდ სასამართლოზე კი მხოლოდ ოთხი მოწმე დაიკითხა. ოთხივე  კაიკაციშვილის დაკავების ოპერაციის მონაწილე პოლიცილეები იყვნენ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” ქობულეთის ბაზრის რამდენიმე მოვაჭრეს გაესაუბრა, რომლებიც პაატა კაიკაციშვილის დაკავების ფაქტს შეესწრნენ, თუმცა მოთხოვნა მათი მოწმის სახით დაკითხვაზე პირველი ინსტაციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, განსასჯელის დამცველს მათი წარდგენისთვის კანონით გათვალისწინებული ვადაც კი არ მიეცა.

მოვაჭრეები საუბარს ერთმანეთის მსგავსი სიტყვებით იწყებენ:

„ძალიან კი მეცოდება, მაგრამ ისიც მეშინია, ჩემი ნათქვამის გამო ვინმემ ჩემს ბიჭებს დაუშავოს რამე“.

„ერთი კილო კარტოფილი უნდა გავყიდო, რომ სახლში პურის ფული მივიტანო. სიმართლე უნდა ვთქვათ, რაც დავინახეთ და გავიგონეთ, მაგრამ მაინც მეშინია, მათია ეს ქვეყანა და მეფობენ...“.

ქობულეთის რაიონის ბაზარი დახურულ შენობაში არაა, მოვაჭრეები ღია დახლებთან დგანან. დარიკო ამაღლობელი და ეთერ ანანიძე ქობულეთის რაიონის ბაზარში მოვაჭრეები არიან. კაიკაციშვილის დაკავების ფაქტი მათგან რამდენიმე მეტრში მოხდა.

ეთერ ანანიძე: „ჩემს სამუშაო დახლთან ვიდექი. დავინახე, რომ სადღაც ათ მეტრში  მანქანა გაჩერდა, ქალი და ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდნენ. ბიჭი კარებს რომ  კეტავდა იმ დროს ბაზარში პოლიციელები შემოვიდნენ და მასთან მივიდნენ.მესმოდა ყვირილი, ეს ბიჭი ყვიროდა, წამალს ნუ მიდებთო. როგორც შემდეგ გავიგე, დაკავებული გვარად კაიკაციშვილი იყო. ამ ყველაფრის შემყურე ცუდად გავხდი, ისედაც ავადმყოფი ქალი ვარ“.

დარიკო ამაღლობელი: „დაიჭირეს ბიჭი, შებოჭეს და მანქანაში ჩასვეს. დაახლეობით 10 წუთი ჰყავდათ. რომ გადმოიყვანეს, შემდეგ დაუწყეს ჩხრეკა. ბიჭი ყვიროდა, მომეხმარეთ, არაფერი მაქვს და არ ჩამიდოთო... ძალიან შემეცოდა. პოლიციელები ახლოს მისვლას გვიშლიდნენ და ჩვენც მოვშორდით. შორიდან კი ვერაფერს ვეღარ ვხედავდით, პოლიციელებით იყო გარშემორტყმული“.

ქობულეთის ბაზრის სხვა მოვაჭრეებიც ამბობენ, რომ ყველაფერი დაინახეს, მაგრამ ხმამაღლა გაცხადებისა მაინც ეშინიათ.

ახალი ამბები