კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპის მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტს აპროტესტებს

2 თებერვალი, 2009

თეა თედლიაშვილი

კასპის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საბავშვო ბაღების გახსნას მოითხოვს.  მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტებს აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღები იქ დევნილების შესახლების მოტივით დახურა. ადგილობრივების  განცხადებით, მათ არ აქვთ საშუალება  იმისა, რომ ბავშვები კერძო საბავშვო ბაღებში ატარონ. "ჩვენთვის საბავშვო ბაღების დახურვა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან  ვმუშაობთ და ბავშვს ბაღში ვტოვებდით. ვიყავით გამგებლის მოადგილესთან ამ საკითხის გასარკვევად, მაგრამ პასუხს ვერ გვცემენ, ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ სექტემბრის მერე ბაღები დაკეტილია.  კერძო ბაღებში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, რასაც ჩვენ ვერ შევწვდებით.” – აღნიშნავს მოსახლეობა.  კერძო ბაღები მშობლებისთვის  ტერიტორიული მდებარეობითაც მიუღებელია.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით,  ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ საბავშვო ბაღები მუშაობას იანვრიდან დაიწყებდნენ, თუმცა რეალურად დღემდე გაურკვეველია როდის დაიწყებენ ბაღები ფუნქციონირებას. Mმიზეზი, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ,  ბაღების დახურვისა გახდა დევნილები, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს დღემდე არცერთ ბაღში დევნილები არ ყოფილან. “სადაც ჩემი შვილი სწავლობს ის ბაღი გარემონტებულია და მზად არის  სამუშაოდ. ჩვენ დევნილების  საწინააღმდეგო არაფერი გავქვს, მე თვითონ კონფლიქტის ზონის სოფლიდან ვარ და მათი კარგად მესმის. მაგრამ რაიონის ხელმძღვანელობას შეუძლია ეს პრობლემა გადაწყვიტოს და ორი ბაღი მაინც აამუშაოს"-ამბობს ელზა ბასილიძე.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელის, კახა ხაჩირაშვილის ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ბაღების გარემონტება.  სამუშაოებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია   როდის მოხდება კასპის რაიონის 24 საბავშვო ბაღის ამოქმედება.

"მეც დაინტერესებული ვარ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ბაღების ფუნქციონირება. კომფლიქტის ზონებიდან კასპის რაიონში 7000 დევნილია, ამიტომ მოგვიწია საბავშვო ბაღების მუშაობის შეწყვეტა, ამჟამად რემონტები მიმდინარეობს. დევნილების 89 ოჯახი წეროვანში კოტეჯებში ჩავასახლეთ, ზოგმა კონპენსაცია მიიღო, თუმცა ამჟამად კასპის რაიონში კერძო სექტორში ისევ არის დარჩენილი 80 ახალგორიდან დევნილი ადამინი. საბავშვო ბაღებს დევნილების ცხოვრების შემდეგ, ასევე ზამთრის პირობების გამო, რემონტი ესაჭიროებოდა, ზოგს სახურავი გამოუცვალეს, ზოგს მინები ჭირდება, ზოგიერთი მათგანი აქამდეც საჭიროებდა რემონტს. ამ პრობლემას  საერთაშორისო ორგანიზაციები აგვარებენ და მალე ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ" - აცხადებს კახა ხაჩირაშვილი.

კასპის რაიონის 24 საბავშვო ბაღიდან ქალაქში მხოლოდ 5 საბავშვო ბაღი მდებარეობს, თითქმის ყველა საბავშვო ბაღის რემონტს არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი რემონტისთვის ხაჩირაშვილის განცხადებით, თანხები არ გამოყოფილა

ახალი ამბები