კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი-ევროპა და ცენტრალური აზია 2008-ანალიზი

12 თებერვალი, 2009

ტელევიზიის დაპყრობა ქვეყნის კონტროლისათვის 

როდესაც საქართველო და რუსეთი დაუპირისპირდა ერთმანეთს აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ბევრ ადამიანს გაუჩნდა ასოციაცია, რომ ბიბლიური დავითი და გოლიათი შეებნენ ერთმანეთს -  რეფორმატორი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი დემოკრატიის საქართველო და რუსეთის ავტორტარული რეჟიმი, რომელსაც ანგარიშიანი პუტინი მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ლიდერი ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ შორის მსგავსებაც შეიმჩნევა. კერძოდ, შეუწყნარებლობა კრიტიკისადმი და გავლენიანი ეროვნული ტელევიზიების კონტროლის დიდი სურვილი. ორივე ლიდერმა მსგავსი ტაქტიკით შექმნა სატელევიზიო მედია, რომელიც მთვრობის მიმართ არ არის კრიტიკული. უფრო მეტიც, თავისი ქვეყნის მთავრობის მხარდამჭერადაც გამოდის. ეს ყოველივე აგვისტოს ომმა კარგად დაგვანახა, როცა ორივე ქვეყნის ტელევიზია ომს მხოლოდ თავისი ქვეყნის მთავრობის სასარგებლოდ წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სამხედრო იერიშის მიტანა ბრძანა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვაზე 7 აგვისტოს, რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონში გაგზავნა თავისი სამხედრო ძალები და საჰაერო იერიშები მიიტანა ფოთსა და გორზე - იმ ქალაქებზე, რომლების საქართველოს მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობას, რომელიც ტელევიზიით ადევნებდა თვალს ომის დროს მიმდინარე მოვლენებს, არ მიუღია ამომწურავი ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებით და იმ წინაპირობაზე, რომელმაც ომამდე მიიყვანა მდგომარეობა. უფრო მეტიც, ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქართული და რუსული მედია ისე განსხვავებულად წარმოადგენდა ომს სამხრეთ ოსეთში, გეგონებოდა ორ სხვადასხვა კონფლიქტზე იყო საუბარი.

საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელმა ტელეკომპანიებმა რუსთავი 2-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონფლიქტი წარმოადგინა, როგორც საქართველოს პასუხი რუსულ აგრესიაზე, რომ  საქართველო იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.   ორ ქართულ არხს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ომის დროს საინფორმაციო გამოშვებები საერთოდ აღარ ქონდა.  „კონფლიქტი აღქმული იყო, როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა რუსული სამხედრო ძალის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა  მედია ტრეინინგ ორგანიზაცია „ინტერნიუს  საქართველოს“ მედია ანალიტიკოსმა, თამუნა კაკულიამ.  „ტელევიზიას არ დაუხატავს მოვლენათა სრული სურათი. ყველაზე მეტად იფილტრებოდა ინფორმაცია დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო და სამოქალაქო პირებზე.  ქართულ ტელემედია საშუალებებს, რომელბიც მთელს საქართველოზე მაუწყებლობდნენ არ გაუკრიტიკებიათ  საქართველოს მთავრობა  და არც ერთი მისი ქმედება.“

რუსეთში, სამი მთავარი მაუწყებელი ,,პირველი არხი“, „რასია“ და ,,NTV“, რომელიც მთელს რუსეთს ფარავს, საქართველოს, როგორ აგრესორს ისე მოიხსენიებდა. ამ მედია საშუალებების მტკიცებით, რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთში შევიდა ოსების ეთნიკური წმენდის აღსაკვეთად და ოსების ქართული აგრესიისგან დასაცავად. „რუსეთის სახელმწიფო არხი აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს და რუსეთს მორალური სამართლიანობის დამცველად სახავდა,“ -  განაცხადა კვლევითმა ორგანზიაცია „კარნეგი მოსკოვის ცენტრის“ მედია ანალიტიკოსმა მაშა ლიპმანმა.

ოლეგ პანფილოვმა, მოსკოვში მოქმედი პრესის დაცვის ორგანიზაცია „ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის“ დირექტორმა განაცხადა, რომ  რუსეთის ტელევიზია ცალმხრივად აშუქებდა ომს. „ტელევიზიებს არ უსაუბრიათ ომის პრელუდიაზე, მის მიზეზებზე, სიტუაციის ესკალაციაზე, იმ 2-კვირიან პერიოდზე, რომელიც 7 აგვისტოს მოვლემებს უძღოდა წინ,“ - აღნიშნა მან. „ვრცელდებოდა ასევე ცალსახად არასწორი ინფორმაცია. “რუსი მაუწყებლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ მსხვერპლის რაოდენობსა და სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ, რაც სამთავრობო ვერსიას ამყარებდა",  - აღნიშნა  მან.

“ორივე მხარემ მიიღო მონაწილეობა პროპაგანდაში,“ -  განაცხადა  გაზეთ „ფინანსების“ რედაქტორმა ,  ზვიად ფოჩხუამ. თამუნა კაკულიას განცხადებით, კონფლიქტის ზონა დახურული იყო ქართველი ჟურნალისტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო ომის ცალმხრივ გაშუქებას ქართული მედიის მიერ.

„იმის გამო, რომ ქართულ არხებს არ შეეძლოთ კონფლიქტის ზონაში შესვლა, ისინი საერთაშორისო მაუწყებლების ინფორმაციას ავრცელებდნენ ქართული მხარის კრიტიკის გარეშე,“ - აღნიშნა კაკულიამ.

ომის წინა თვეებში ორივე ქვეყნის ეროვნული ტელევიზიები მზარდ უნდობლობას უფრო მეტად აღრმავებდნენ. რუსული არხები „აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ კიდეც სააკაშვილს,“ მაშინ როცა, არ აშუქებდნენ იმ ანგარიშებს, რომელბიც ეხებოდა ეროვნებათაშორის ძალადობას კონფლიქტის რეგიონში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რუსეთის მოსახლეობის მიერ პრობლემის გააზრებაში, განაცხადა პანფილოვმა. მან განაცხადა, რომ ამის ნაცვლად რუსული არხები დროს ხარჯავდნენ ისეთი ტრივიალური საკითხების განხილვაზე, როგორიცაა „სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ღეჭვა ნერვიულობის დროს.“ საქართველოში, ქართველი მაუწყებლები უკრიტიკოდ წარმოადგენდნენ სააკაშვილის სურვილს და მოქმედებებს სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან შეერთებასთან დაკავშირებით.

რუსეთშიც და საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში დიდი როლს თამაშობს ტელევიზია. 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბეჭდური მედიის გავლენა საგრძნობლად შემცირდა. გამომცემლობებმა დაკარგეს სახელმწიფო დაფინანსება, რის გამოც დამოკიდებულნი გახდნენ ხელმოწერებზე, გაზეთის გაყიდვებსა და რეკლამაზე. მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს გარდამავალ წლებში, როდესაც ბევრი მოქალაქე იდგა არჩევანის წინაშე ეყიდა პური თუ გაზეთი, ისინი რათქმაუნდა არჩევდნენ პურს. ამ დროს ტელევიზია უფასო იყო.

20 წლის შემდეგაც ტელევიზია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება. რუსეთში გაზეთების ტირაჟი რამდენიმე ასეული ათასია. ბიბისის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი გაზეთი „ნოვაია გაზეტა“, რომელიც მთელს რუსეთში ვრცელდება, ორკვირაში ერთხელ გამოდის და მისი ტირაჟი 170,000 ეგზემპლარია, მაშინ როცა, კრემლის მომხრე „კამსამლსკაია პრავდა“ 660, 000-ის ტირაჟით გამოდის. ბიბისის მიხედვით, ყოველკვირეული გაზეთის „არგუმენტი ი ფაქტის“ ტირაჟი 2,7 მილიონია. ბიბისის ცნობით, რუსეთის 142 მილიონიანი მოსახლეობის 98 %-ზე მეტი რუსეთის პირველ არხს უყურებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. საქართველოში გაზეთების ტირაჟზე სანდო ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება, მაგრამ საქართველოში პოპულარული გაზეთის „კვირის პალიტის“ ცნობით, კვირის გაყიდვები 50 000 ცალს აღწევს.  ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გაზეთების გაყიდვების მიხედვით, თუმცა მასაც კი აჭარბებს ყველაზე პოპულარული ქართული არხის „რუსთავი 2“ ყურებადობა: საქართველოს 4,6 მილიონი მოქალაქის 85 % უყურებს ამ არხს.

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ორივე ქვეყანაში მცირეა. არამომგებიანი კვლევითი ჯგუფი „საერთაშორისო კველვისა და გაცვლების საბჭოს“ კვლევის „2008 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის“ მიხედვით რუსეთის მოსახლეობის 18 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოსახლების 7 % არის ინტერნეტის მომხმარებელი.

რუსეთში ,,NTV“-ს და საქართველოში „რუსთავი 2-ის“ ისტორიები კარგი მაგალითია იმისა,  ამ ქვეყნების მთავრობებმა როგორ მოიპოვეს კონტროლი ნელ-ნელა ამ არხებზე. „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა“ კომენტარი სთხოვა ორივე ტელეკომპანიას  ანგარიშთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთისა და საქართველოს მთავრობებმა კონტროლი აიღეს ამ ორ ერთ დროს აგრესიულ და გავლენიან მაუწყებლებზე მთავრობის მიერ კონტროლირებადი ბიზნესმენებისა ან ადმინისტრაციული მოკავშირეების საშუალებით.

რუსეთის მთავრობამ ,,NTV“  მოხერხებულად ჩაიგდო ხელში პუტინის პრეზიდენტობის პირველ ხანებში, მაშინ როცა, ხალხს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული მისი როგორც პოლიტიკური ლიდერის ნამდვილი მიზნები,“ -განაცხადა რადიო „თავისუფალი ევროპა“/ „რადიო თავისუფლების“ ანალიტიკოსმა რობერტ კოალსონმა. „ის მოიქცა ისე,  როგორც მისი ტიპის პოლიტიკოსები იქცევიან ხოლმე - ჯერ მედიას დაეპატრონა, შემდეგ კი კონტროლი აიღო ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე.“

,,NTV“  - საბჭოთა კავშირის დაშლიდან მცირე ხანში გაჩნდა. ,,NTV“ იყო სახელმწიფო ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის იგორ მალაშენკოს, ტელეწამყვან ევგენი კისილოვის და  ყოფილი თეატრის დირექტორის,  ვლადიმირ გუსინსკის საერთო კომპანია. ტელეკომპანიამ პოპულარობა მოიპოვა კრიტიკული მოსაზრებების, ცოცხალი რეპორტაჟებისა და ანალიტიკური გადაცემების საფუძველზე. ორი მთავარი ტელემაუწყებელი „ოსტანკინო“ (მოგვიანებით „ORT“-ს და უფრო მოგვიანებით პირველი არხის სახელით ცნობილი) და „RTR“ ( ამჟამად „როსიას“ სახელით მაუწყებელი) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც სახელმწიფო გავლენის ქვეშ დარჩნენ. ,,NTV“ პოსტ-საბჭოთა რუსეთის სინამდვილეში არსებულ მონოტონურობას დაუპირისპირდა და უფრო ხშირად აკრიტიკებდა თავად ქვეყნის მმართველობას.

,,NTV“ -ს დიდი გავლენა ჰქონდა კრემლზე. სწორედ „NTV“-ს დამსახურება იყო ის, რომ მოსახლეობას ჩეჩნეთის პირველი ომის წინააღმდეგ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩეჩნეთის პირველი ომი რუსეთის პრეზიდენტმა ბორის იელცინმა წამოიწყო 1994 წელს ჩეჩნეთში აჯანყების ჩასახშობად. მაშინ როცა ორი სახელმწიფო არხის წამყვანები რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ მოსახლეობას მშრალ ინფორმაციას აწვდიდნენ, „NTV“ -ს ახალგაზრდა კორესპონდეტები საკუთარი სიცოცხლის ფასად ცოცხალ, ხშირად შემაშფოთებელ კადრებს გადმოსცემდნენ გროზნოდან და მოსახლეობას შოკში აგდებდნენ ომის შემაძრწუნებელი რეალობით. NTV-ს ძალა კიდევ ერთხელ მაშინ გამოჩნდა, როცა ტელეკომპანიამ გადაწყვიტა იელცინს 1996 წლის არჩევნების მოგებაში  დახმარებოდა. ტელეკომპანიის პროდიუსერები გადაჭარბებულად დადებითი კუთხით წარმოაჩედნენ მას, მაშინ როცა, მისი მთავარი მეტოქის კომუნისტური პარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის დისკრედიტაციას ახდენდნენ. ჟურნალისტებმა მალევე გააცნობიერეს, რომ მათი მანიპულირება ხდებოდა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ, რადგან არ სურდათ ისევ ძველი (კომუნისტური) რეჟიმი დაბრუნებულიყო ქვეყანაში - წერენ პიტერ ბეიკერი და სუზან გლასერი თავიანთ წიგნში „კრემლის აღმასვლა“. ელცინი, რომლის რეიტინგიც საგრძნობლად იყო დაცემული ჩეჩნეთის ომის გამო, მეორე ვადით აირჩია მოსახლეობამ.

მაგრამ იმ ძალაუფლებამ, რომელიც „NTV“-ს 1990-იანი წლების შუა ხანებში ჰქონდა, საბოლოოდ მისი როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალების დასამარება გამოიწვია.

კრემლმა სახელმწოფოს მიერ კონტროლირებადი გაზის კომპანია „გაზპრომის“ საშუალებით გუსინსკის კომპანია „მედია-მოსტში“ მილიონობით დოლარი დააბანდა და ამით გუსინსკი გაწეული დახმარებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააჯიდოვა. ბეიკერისა და გლასერის თქმით, ტელეკომპანიას სხვანაირად შემოუბრუნდა. „NTV“ -ს მოსთხოვეს, რომ ელცინის მიერ არჩეული პუტინის სასარგებლო კამპანია ეწარმოებინათ.

„NTV“ -ს ხელმძღვანელობამ ამაზე უარი განაცხადა. შედეგად კი, 2000 წლის 7 მაისის პუტინის საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან 4 დღის შემდეგ, რუსი ნიღბიანი სამართალდამცველები „მედია-მოსტის“ მთავარ ოფისში შეიჭრნენ. ფედერალური უშიშროების სამსახურის განცხადებით, რომლის ხელმძღვანელი ერთ დროს პუტინი იყო, რეიდი ფინანსური დარღვევებით იყო გამოწვეული. რეიდის შედეგად გუსინსკი დააპატიმრეს თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებებით. თავისუფლების სანაცვლოდ, გუსინსკიმ გადასცა „NTV„ და სხვა ბიზნეს აქტივები „გაზპრომს“ 2000 წლის ივლისში და სამუდამოდ დატოვა რუსეთი. „გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორი გახდა ერთ დროს გუსინსკის მეტოქე ბიზნესმენი ალფრედ რ. კოხი.

„NTV“ -ს ჟურნალისტების ბოლო გაბრძოლება დამოუკიდებლობისათვის 2001 წლის აპრილში მოხდა: 3 აპრილს „გაზპრომმა“ NTV-ს ახალი დირექტორად კოხის ბიზნეს პარტნიორი 34 წლის რუსი-ამერიკელი ბანკირი ბორის ჯორდანი დანიშნა. ,,NTV“- ს თანამშრომლებმა უარი თქვეს ახალი ადმინისტრაციის აღიარებაზე; ჟურნალისტები ჩაიკეტნენ ტელეკომპანიის შიგნით და იქიდან აგრძელებდნენ მაუწყებლობას უწყვეტ რეჟიმში. 11 დღის შემდეგ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები შეიჭრნენ ტელევიზიაში და გათიშეს „NTV“ ეთერიდან. „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ ინფორმაციით, 40-ზე მეტმა თანამშრომელმა, მათ შორის 10-მა ჟურნალისტმა და 5-მა წამყვანმა დატოვა სამსახური.

NTV-ს დახურვის შემდეგ არც ერთ რუსულ არხს არ გაუშუქებია მეორე ომი ჩეჩნეთში. რუსეთის საზოგადოებამ დაივიწყა ეს კონფლიქტი, მაშინ როცა, სწორედ ამ საზოგადოების მოთხოვნით დამთავრდა პირველი ომი. სამივე მთავარი ეროვნული მაუწყებლის კონტროლით, კრემლი კვლავ ინარჩუნებს მყარად და ფარულად გავლენას მაუწყებლობაზე.

რუსულ „ნიუს ვიკში“ აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ ფიშმანმა და კონსტანტინ გააზემ აღწერეს როგორ გეგმავენ ტელე-პროდიუსერები ეთერს კრემლის წარმომადგენლებთან შეთანხმებით. „საინფორმაციო ეთერი ტელეფონით თანხმდება,“- წერდნენ ფიშმანი და გააზე.

„ყველაზე დიდ ეროვნულ ტელევიზიებს მკაცრად აკონტროლებს კრემლი,“ - განაცხადა ლიპმანმა, კარნეგი მოსკოვის წარმომადგენელმა. „ტელეკომპანიებს დახელოვნებულად მართავენ ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათი დამხმარეები კრემლიდან. რუსული ტელებაზარი საკმაოდ მომგებიანია გასართობი პროგრამების წყალობით. ასე რომ, ტელევიზიის ხელმძღვანელები დიდი სიამოვნებით ემსახურებიან კრემლის ინტერესებს, პოლიტიკურ და საზოგდოებრივ მოვლენებს აშუქებენ „ისე როგორც საჭიროა,“ ამის სანაცვლოდ კი, შემოსული რეკლამებიდან შემოსავლებს იღებენ.

„NTV“- ს და ქართული „რუსთავი 2-ის“ ისტორიები ერთმანეთს გავს. „რუსთავი 2“ ერთ დროს გავლენიანი, დამოუკიდებელი ტელევიზია იყო, რომელმაც დიდი წვილი შეიტანა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის გამოაშკარავებაში. ამ შემთხვევაშიც ტელევიზიის ჟურნალისტები აქტიურად აკრიტიკებდნენ პოლიტიკურ ლიდერებს.

როცა „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ ფინანსური დარღვევების გამოძიების მოტივით 2001 წლის ოქტომბერში, ტელეკომპანიის ჟურნალისტები ჩაიკეტნენ „რუსთავი 2-ის“ შენობაში და უწყვეტ რეჟიმში განაგრძეს მაუწყებლობა.“ "NTV“-სგან განსხვავებით „რუსთავი 2-ის“ დასაცავად უამრავი მხარდამჭერი შეიკრიბა ტელევიზიის შენობის წინ, რის შედეგადაც უშიშროების თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ტელევიზიის გაკონტროლების წარუმატებელი მცდელობით დაიწყო შევარდნაძის მმართველობის დასასრულის დასაწყისი.

შემდგომი 2 წლის მანძილზე „რუსთავი 2-ის“ გავლენა და საზოგადოების მხარდაჭერა მის მიმართ გაიზარდა მუდმივად კრიტიკური სიუჟეტებისა და საგამოძიებო ფილმების წყალობით. „რუსთავი 2-ის“ გადაცემებმა ხალხი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ დარაზმა, რასაც „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი მშვიდობიანი აჯანყება მოჰყვა. შედეგად კი 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძე გადადგა.

„რუსთავი 2“ ისევე როგორც  „NTV“ , საკუთარმა გავლენამ გაანადგურა.

როცა ახალი, დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობა, 36 წლის ამერიკაში განათლებამიღებული იურისტი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ქვეყნის სათავეში 2004 წლის იანვარში, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს ეგონათ, რომ ქვეყანაში პროგრესული ერა დადგებოდა, რომლის დროსაც პრესის თავისუფლება და ადამიანის უფლებები აყვავდებოდა. სააკაშვილსა და მის მოკავშირეებს ერთთვიანი თაფლობის თვე ჰქონდათ პრესასთან. „რუსთავი 2“ საკმაოდ ახლოს იყო ახალ ადმინისტრაციასთან და უფრო ამხნევებდა, ვიდრე აკრიტიკებდა მას. ტელეკომპანიამ გააუქმა თავისი პოლიტიკური თოქ-შოუ „ღამის კურიერი“ სააკაშვილის არჩევიდან ერთ თვეში. მედია მმართველებზე მთავრობის ზეწოლის შესახ სპეკუაციების ფონზე, სხვა მაუწყებლებმაც შეწყვიტეს პოლიტიკური შოუები.

მას შემდეგ რაც, „რუსთავი 2-ის“ მფლობელმა ეროსი კინწმარიშვილმა 2004 წლის ზაფხულში უხმაუროდ გაყიდა ტელეკომპანია, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააკრიტიკა „რუსთავი 2“ მისი ერთ-ერთი ნათესავის ვითომდა კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაიის გავრცელებისთვის. მაშინ რუსთავი 2-ის მფლობელი უკვე ქიბარ ხალვაში, გავლენიანი ბიზნესმენი იყო, რომელიც დაახლოებული იყო იმ დროს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან. კინწმარიშვილმა მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გააკეთა ოფიციალური განმარტება ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით. მან თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობის მაღალჩინოსნებმა მოხერხებულად „ჩაიგდეს ხელში“ ტელევიზია ბიურიკრატიული ზეწოლის შედეგად. მან განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანდა სასამართლოში. პრეზიდენტს არ უპასუხია ამ ბრალდებაზე.

2004 წელს „ რუსთავი 2“ -ის პირველად გაყიდვას მოჰყვა ტელეკომპანიის მფლობელთა და თანამშრომელთა მრავალჯერადი ცვლილება, რამაც მთავრობის ზეწოლის შესახებ მოსაზრება უფრო გააღრმავა და საბოლოოდ რუსთავი 2-მა ლიდერი სამაუწყებლო კომპანიის სტატუსი დაკარგა. 2006 წლის იანვარში, ხალვაშმა და სააკაშვილის მოკავშირემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ბეჟუაშვილმა გადაწყვიტეს მედია ჰოლდინგის ჩამოყალიბება. ამ მედია ჰოლდინგში „რუსთავი- 2“ და ბეჟუაშვილის ტელეკომპანია „მზე“ გაერთიანდნენ. ეს გარიგება, როგორც ჩანს, მთავრობასაც აძლევდა ხელს.

2006 წლის ივლისში, ტელეკომპანის ,,რუსთავი 2-ის“ გადაცემა  „თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა სამსახურის დატოვების შესახებ, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მთავრობა ცდილობდა გაეკონტროლებინა ვინ მოვიდოდა სტუმრად მის გადაცემაში. „რამდენიმე მაღალჩინისანი მირეკავდა სისტემატიურად და მეუბნებოდა, როგორ უნდა მომემზადებინა მომავალი გადაცემები,“ განუცხადა ხოფერიამ  „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს.“ შემდეგ თვეში “რუთავი 2“-დან დაითხოვეს გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე და ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ რუხაძე. დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთის „რეზონანსის“ ცნობით, ნიკა ტაბატაძე იმიტომ დაითხოვეს, რომ იგი წინ აღუდგა პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვალენელს გიორგი არველაძის მცდელობას გაეკონტროლებინა „რუთავი 2“-ის ახალი ამბების პროგრამები. ტაბატაძე კობა დავარაშვილმა შეცვალა, რომელიც ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და არველაძის მეგობარი იყო. ტელეკომპანია 6-მა ცნობლმა ჟურნალისტმა დატოვა მაშინ.

2006 წლის ნოებმერში სააკშვილთან კონფლიქტის შემდეგ ხალვაშმა უეცრად მიყიდა თავისი წილი „რუსთავი 2-ში“ ნაკლებად ცნობილ კომპანია „გეოტრანს“ (ამ კომპანიას მოგვიანებით „გეომედია“ დაარქვეს.) 2008 წლისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ სამი მეწილე ჰყავდა: მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „გეომედია გრუპი“, რომელთა მფლობელების ვინაობა უცნობია, ბეჟუაშვილის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი.

„ჩვენ მრაფალფეროვნების მხოლოდ ილუზია გვაქვს,“ განუცხადა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს“ ფოჩხუამ.  „ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი სამი ტელეკომპანია მხოლოდ სერიალებით განსხვავდება ერთმანეთისგან.“

საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ორივე მათგანმა ერთნაირ ტაქტიკას მიმართა ერთგვაროვანი, სამთავრობო ახალი ამბების გადაცემების შესაქმნელად. ჟურნალისტები და პროდიუსერები ფარულ ზეწოლაზე საუბრობენ, მაშინ როცა ტელეკომპანიები მთავრობის თანამოაზრეების ხელშია. ორივე ქვეყანაში ორი ყველაზე ცნობილი მაუწყებელი სამთავრობო გახდა.

„NTV“ და „რუსთავი 2“ იმით გავს ერთმანეთს, რომ ორივე შესაბამისი ქვეყნის მთავრობის მიერ კონტროლდება. ორივემ ეს ისე გააკეთა, რომ ნამდვილი მოტივი არ გამოაშკარავებულიყო,“ -  განაცხადა კოალსონმა რადიო თავისუფლებიდან. „NTV“-მ, ისევე როგორც „რუსთავი 2-მა“ საკუთარი დამოუკიდებლობა მანამ დათმო, სანამ მას გაანადგურებდნენ. მართალია არც ერთი მათგანი ობიქტური, დასავლური ტიპის ჟურნალისტიკის განსახიერება არ იყო, მაგრამ ქვეყანაში რამდენადმე  იმედის ნაპერწკალი გახლდათ, სანამ სასტიკად არ გააცამტვერებდნენ.“


ნინა ოგნიანოვა, „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების კოორდინატორი

ახალი ამბები