კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუფერული ზონის მოსახლეობა ბანკის ვალებს ვერ იხდის

12 თებერვალი, 2009

აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს შიდა ქართლის მოსახლეობამ არა მხოლოდ სახლები დაკარგა, არამედ იმ საშიშროების წინაშეც აღმოჩნდნენ, რომ ბანკიდან აღებული ვალების გამო შესაძლებელია ციხეშიც აღმოჩნდნენ. მოსახლეობამ საომარი მოქმედებების დროს მოსავალი ვერ მიიღო შესაბამისად აგრარულ სფეროში დიდი კრიზისია.

მოსახლეობის უმრავლესობას ბანკებიდან ბაღების მოსავლელად კრედიტები ჰქონდა გამოტანილი, თუმცა მოსავლის მიღების პერიოდში აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ხალხი საკუთარ სახლებში ვერ შედიოდა. ამას ბანკები არ ითვალისწინებენ და მოსახლეობას კრედიტის დაფარვას სთხოვენ, წინაარმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

მარინე ხარიბეგაშვილი, რომელიც სოფელ ძევერაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ მას ნაკვეთების მოსავლელად კრედიტი ორი ბანკიდან აქვს გამოტანილი. ამჟამად მას არც პროცენტის და არც კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს.     ,,ბანკიდან ერთი წლის ვადით 4000 ლარი გამოვიტანე, რომელიც   ეტაპობრივად უნდა დამეფარა. ნაწილი თვეებისა  უკვე დაფარული მქონდა სანამ ომი დაიწყებოდა. კრედიტი მოსავლის მოსაყვანად ავიღეთ,  - ჩვენს ბაღში კი ტანკებით დადიოდნენ .. " - აცხადებს მარინე ხარიბეგაშვილი.

მარინე ხარიბაშვილის თქმით, მათ ნაკვეთებში სანგრები იყო  გათხრილი, გვერდით 500 კილოგრამიანი ასაფეტქებელი საშუალება ეგდო, რაც  შეუძლებელს ხდიდა მოსავლის აღებას. ოჯახს, რომელიც უსახლკაროდ დარჩა ხელისუფლება დახმარების აღმოჩენას არ აპირებს. ძევერის რწმუნებული ავთანდილ ჯოლბორდი აცხადებს, რომ არავითარი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, იმ ადამიანებისთვის ვისაც ნაკვეთები დაუზიანდა და მოსავალი ვერ მიიღო. “ბანკები კერძოა და ჩვენ მათ საქმიანობაში ვერ ჩავერევით, ამ საკითხზე, მიმდინარეობს მუშაობა,” განაცხადა მან. ბანკების საკითხი გორის რაიონის სოფლების მოსახლეობა მასიურად აწუხებს, ყველა მათგანი განსაკუთრებულ პროგრამას ელოდება, რაც მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობას აარიდებს.

თე თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები