კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე

5 მარტი, 2009

შესავალი:

• 2008 წლის ხურჩას ინციდენტი ეხება სოფელ ხურჩაში ავტობუსებზე მომხდარ თავდასხმას. ინციდენტი ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ესაზღვრება აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას და რომლის დამოუკიდებლობაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციამ აღიარა.
• თავდასხმა მოხდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, 2008 წლის 21 მაისს, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.
• მიუხედავად ქართული მხარის ბრალდებებისა, რომ თავდასხმა აფხაზი სეპარატისტების მიერ იყო მოწყობილი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ის საქართველოს უშიშროების სამსახურის მიერ იყო მოწყობილი და ეს დამოუკიდებელმა გამოძიებებმაც დაადგინა.
• 22 მაისს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩაატარა გამოძიება თავდასხმის ადგილზე. მათ დაადგინეს, რომ ავტობუსები პირდაპირ საფეხბურთო მოედნისკენ მიდიოდნენ მაშინ როცა, მგზავრები ზუგდიდში საარჩევნო უბანში აპირებდნენ მისვლას.
• საეჭვოა, რომ ქართული მედიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ აფეთქების ადგილზე სანამ ინციდენტი მოხდებოდა. უფრო მეტიც, საქართველოს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები აფეთქების ადგილას დაუყოვნებლივ გაჩნდნენ. მიხედავად იმისა, რომ ხურჩა ნეიტრალურ ზონაში მდებარეობს და უახლოესი სამხედრო გარნიზონი სულ ცოტა 15 წუთის სავალზე მაინც მდებარეობს.
• გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტობუსებს 100 მეტრის მანძილიდან ესროლეს რაც საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინსიტრაციული საზღვრის აქეთ მდებარეობს.
• ადგილობრივი თვითმხილველი მოსახლეობა აცხადებდა, რომ მათ სჯერათ აფეთქება ქართული მხარის მიერ იყო მოწყობილი და არა აფხაზების როგორც ამას ქართული მედია აცხადებდა.
• მეორე გამოძიება თბილისში სტუდია რეპორტიორმა ჩაატარა. მათ მოამზადეს დოკუმენტური ფილმი ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია რომ თავდასხმა საქართველოს უშიშროების სამსახურის მიერ იყო მოწყობილი და ფილმში ამის დამამტკიცებელი საბუთებიცაა წარმოდგენილი.
• ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათ სთხოვეს ვიდეო გადაღებისათვის ფეხბურთის მოედანზე მისულიყვნენ; მათთან არჩევნები არავის უხსენებია.

ახალი ამბები