კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

83 წლის პედაგოგი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

6 მარტი, 2009

ზემო ხვითში მცხოვრები  დიმიტრი გოგიშვილი აგვისტოს მოვლენების  დროს დაიჭრა. ის  83 წლისაა. ომის დროს  ეზოში ჭურვები ჩაცვივდა და სახლი ნახევრად დაენგრა. Mმიუხედავად  ამისა ხელისუფლებას  მისთვის რაიმე ფულადი კონპენსაცია არ მიუცია. 83 წლის მოხუცი ყოფილი პედაგოგია, ის ჯერ ცხინვალში პირველ ქართულ ვაჟთა სკოლაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ ნიქოზში 30 წლის მანძილზე სკოლის დირექტორი იყო.

"ცხივნალის სკოლაში რომ ვმუშაობდი ქართველებთან ერთად ოსი, სომეხი, ებრაელი და სხვა ეროვნების ადამიანებიც სწავლობდნენ. ერთმა ოსმა მოსწავლემ, გიორგი ბესტაუთმა, რომელიც მთიანი სოფლიდან იყო და ქართული კარგად არ იცოდა, ჩემი პედაგოგობის დროს ისე შეიყვარა ქართული მწერლობა, შემდეგში ჩემი დახმარებით, ქართულიდან ოსურ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", ის ოსურ და ქართულ ენებზე ლექსებსაც წერდა" _ამაყობს 83 წლის მოხუცი, რომელსაც ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობა კარგად ახსოვს.

83 წლის მოხუცი ომის დროს ზემო ხვითში იყო. ის თავისი თვალით ხედავადა, როგორ ეწირებოდნენ უდანაშაულო ადამიანები ომს.

"6 აგვისტოს უკვე ინტენსიურად დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა, გორის რაიონის სოფლების მიმართულებით ისროდნენ. გამაყრუებელი გუგუნი ისმოდა. მთელი ღამე შიშში და ნერვიულობაში გავატარე, დილით ცოტა ხანს ჩამეძინა და გათენებისას საშინელმა და საზარელმა ხმამ გამომაღვიძა. 7 აგვისტო რომ გათენდა, ხმა ორჯერ განმეორდა, ორი ბომბი ჩამოვარდა ჭიშკართან სახლთან რამდენიმე მეტრში, ტალღამ საწოლიდან გადმომაგდო, როცა გონს მოვედი უკვე დაჭრილი ვიყავი, ზედ აგურის, ბლოკის და მინის ნამსხვრევები მეყარა. სწორედ მაშინ დამაკლდა თვალში სინათლე. ბომბის ჩამოვარდნამ დაანგრია მთლად ბლოკის კედელი, ჭიშკარი დახვრიტა, სახლის ყველა კედელი  დაზიანდა, კიბე, აივნის მილები, სულ დახვრეტილია კედლები, ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა. დაზიანდა ვაზის ხეივანი, მსხმოიარე ვაზი სულ ძირს ჩამოიყარა. ოთახებში ფარდები, ჭაღები, ლოგინი სულ დაგლიჯა. ბავშვის საწოლი, სკამები, მაგიდა, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხის მნქანა, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ტახტი, ყველაფერი დაზიანებული და გაუბედურებულია" _ აბობს დიმიტრი გოგიშვილი.

მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად მას სოფელი რამდენიმე დღე მაინც არ დაუტოვებია.

მოხუცი მოსავლის განადგურებაზე წუხს.  ,,გამინადგურდა ლობიო, პომინდორი, სიმინდი, კომბოსტო"_ამბობს 83 წლის მოხუცი, რომელიც ბაღში მოწეული ხილით ახერხებდა წლიდან წლამდე თავის გატანას.

დიმიტრი გოგიშვილის თქმით, მისი სოფლიდან ომმა 11 ადამინი იმსხვერპლა ,,ორი ჯარისკაცი, დანარჩენი ზოგი გაქცევისას ჩაცხრილეს მანქანაში, ზოგი ბომბის დაცემისას სახლში, ზოგიც გზაში.

მოხუცს სასწრაფოდ ესაჭიროება თვალის ოპერაცია, რასაც უსახსრობის გამო ვერ იკეთებს. ის ხელისუფლებას მიმარათავს თხოვნით, რათა გამოუყონ კონპენსაცია:

"პენსია არ გვყოფნის.  უამრავი წამალი მაქვს საყიდელი. ხელისუფლებამ იქნებ გამოყოს ჩვენნაირ დაზარალებულებზე რაიმე კონპენსაცია, სახლში ყველა კედელი დაზიანებულია, გაძარცულია, ვერც მოსავალი მივიღეთ, ძნელი სთქმელია რითი უნდა მოვახერხოთ თავის რჩენა".

გორის მუნიციპალიტეტში სოციალური სამსახურის უფროსის კობა ტლაშაძის განცხადებით, ზემო ხვითში და ნიქოზში მცხოვრებ მოქალაქეებს ეკუთვნით უფასო ოპერაციები და შეუძლიათ ამ პროგრამით ისარგებლონ. ტლაშაძის თქმით, მათ სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს თამარ მელიქიას უნდა წარუდგინონ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოსახლეობვას ნაკვეთები დაუზიანდა, ჯერ-ჯერობით ამისთვის ხელისუფლებას ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ აქვს. თუმცა სოფლის მაცხოვრებლების 90 პროცენტისთვის, წლიურ შემოსავალს, სწორედ ნაკვეთებში მოწეული მოსავალი შეადგენდა.

აღნიშნულ საკითხზე ომით დაზარალებული სოფლებიდან, "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ბევრი ადამიანი აკითხავს. მოსახლეობა შეღავათების შესახებ ინფორმაციას პრაქტიკულად არ ფლობს.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები