კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლიახვის ხეობაში არამუდმივად მაცხოვრებელებს სახელმწიფო დახმარებას არ აძლევს

23 მარტი, 2009

თეა თედლიაშვილი,გორი

ის ადამიანები, რომლიებიც ლიახვის ხეობის სოფლებში არამუდმივად ცხოვრობდნენ, ჯერ-ჯერობით ვერანაირ დახმარებას სახელმწიფოსგან ვერ იღებენ. თანხები 10 000 დოლარის ოდენობით სახელმწიფომ მხოლოდ იმ მოსახლეობაზე გასცა, რომლებიც ლიახვის ხეობაში მუდმივად ცხოვრობდნენ. თუმცა ბევრია ისეთი ოჯახები, რომლებიც ხეობაში სახლს და ნაკვეთებს ფლობდნენ. ე.წ. "დაჩნიკენი" სახლს მართალია სისტემატურ საცხოვრებლად არ იყენებდნენ, მაგრამ მათთვის იქ არსებული ნაკვეთები შემოსვლის წყარო იყო.

ვაჟა კეკელიშვილს სახლი  და ნაკვეთები ხეითში ქონდა, თუმცა მისთვის დღემდე არავის არაფერი მიუცია.

ვაჟა კეკელიშვილის ძმა დავით კეკელიშვილი, მიხეილ ქარელის გუბერნატორობის დროს, მისი  მოადგილე იყო, ოჯახი ვარაუდოს, რომ სწორედ ესაა იმისი მიზეზი, იმისა რომ ხელისუფლების წარმოამდეგნელბი მათ ყურადღებას არ აქცევენ.

"მე არ ვითხოვ, რომ ახლავე დამაკმაყოფილონ, სხვა სახლი გვაქვს და იქ ვცხოვრობთ, ხეითში სახლს ძირითადად დასასვენებლად ვიყენებდით. უბრალოდ  აღიცხვაზე აყვანას ვითხოვ.  პირადად ვიყავი ლიახვის მაჟორიტართან ბადრი ბასიშვილთან, რომელმაც არკადი დათაშვილთან გამაგზავნა. მათ ყურადღება არ მომაქციეს, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამისა არის ის რომ ჩემი ძმა მიხეილ ქარელის გუბერნატორობის დროს მისი მოადგილე იყო.  “ – აღნიშნავს ვაჟა კეკელაშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ჯერ მხოლოდ იმ ადმიანებზე გაიცემა კონპენსაციები, რომლებსაც დაბინავება ესაჭიროებათ. ის ადამიანები კი რომლებიც ხეობაში სახლს ფლობდნენ და იქ არ ცხოვრობენ, ფულად კომპენსაციას  როდის მიიღებენ ჯერ არ იციან. ”ეს კომპენსაციები თავშესაფრის მაძიებელი ხალხისთვის არის გამოყოფილი, ანუ იმათთვის ვინც საერთოდ სახლის გარეშე დარჩა. ასეთი მოსახლეობის 95 პროცენტი უკვე დაკამყოფილებულია. ქონების კომპენსაციები ჯერ არ გაიცემა, როცა ეს ეტაპი დაიწყება მაშინ მივცემთ არამუდმივად მაცხოვრებლებს ფულად ანაზღაურებას. ასეთები საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება კეკელიშვილებს, არ ვიცი ვისზე მეუბნებით, არ ვიცნობ, ჩემთან ეგ ადამინი არ ყოფილა"_ აღნიშნა ქურთის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსმა არკადი დათაშვილმა.უნდა აღინიშნოს, რომ არკადი დათაშვილი კომპენსაციის მისაღებად სიებს თვითონ ადგენს.
კეკელიშვილები მართალია ხეითში მუდმივად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს, საიდანაც მიღებული მოსავალი მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.

მსგავსი პრობლემით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორი ოფისს რამდენიმე ადამიანმა უკვე მოაკითხა. ხელიუფლება მათ იმ მოტივით იშორებს, რომ ისისნი "დაჩნიკები" არიან, თუმცა არც იმას ეუბნება კონკრეტულად ვინმე, "დაჩნიკები" დაკარგული სახლისა და ნაკვეთების სანაცვლოდ როდის მიიღებენ ფულად ანაზღაურებას.

ახალი ამბები